სიგრიდ უნსეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგრიდ უნსეტი
ნორვ. Sigrid Undset
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1882(1882-05-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი კალუნბორგი, დანია
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1949(1949-06-10)[13] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლილეჰამერი, ნორვეგია[13]
საქმიანობა რომანისტი[14] , მთარგმნელი[15] [10] , მწერალი[15] [10] [16] , სცენარისტი[14] , პროზაიკოსი და პოეტი
ენა ნორვეგიული ენა
მოქალაქეობა ნორვეგია
ალმა-მატერი Fru Ragna Nielsens skole[15]
ჟანრი ისტორიული რომანი
Magnum opus Kristin Lavransdatter, Jenny და The Master of Hestviken
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[17] [18] , წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი და შევარდნის ორდენი
მეუღლე ანდერს კასტუს სვარსტადი[19]

სიგრიდ უნსეტი (ნორვ. Sigrid Undset; დ. 20 მაისი, 1882, კალუნბორგი, დანია — გ. 10 ივნისი, 1949, ლილეჰამერი, ნორვეგია) — ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის 1928 წლის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგრიდ უნსეტი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე ცნობილი ნორვეგიელი არქეოლოგის ინგვალ უნსეტის ოჯახში დაიბადა. ინგვალი ნორვეგიაში მოწინავე სპეციალისტად მიიჩნეოდა რკინის ხანის ისტორიაში, იყო ნიჭიერი მწერალიც. დედა შარლოტ გიუტ–უნსეტი დანიელი ქალი იყო. სიგრიდი ორი წლის რომ იყო ოჯახი ნორვეგიაში გადავიდა. მომავალი მწერლის ბავშვობამ და სიყმაწვილემ ქრისტიანიაში გაიარა. სიგრიდი თავს ნამდვილ ნორვეგიელად მიიჩნევდა, ადრეული ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა ინტერესს ნორვეგიული ზღაპრებისა და გადმოცემებისადმი. მის აღზრდაში დიდი წვლილი მამამისმა შეიტანა. ნორჩი სიგრიდი ხშირად სტუმრობდა ინგვალს ისტორიულ მუზეუმში, ეცნობოდა ექსპონატებს. ბავშვობის ბედნიერი წლების მოგონებებზე სიგრიდმა მოგვიანებით ავტობიოგრაფიული რომანიც კი დაწერა სახელწოდებით "თერთმეტი წელი" (1934). 1893 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ინგვალ უნსეტი გარდაიცვალა, რამაც ოჯახის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. დაქვრივებულ შარლოტს სამი შვილის რჩენა მწირი პენსიით უწევდა.

სიგრიდ უნსეტი ყმაწვილქალობაში

სიგრიდის ოცნება იყო ლიტერატურასა და ხელოვნებაში მიეღო განათლება, სურდა, მხატვარი გამხდარიყო. სიყმაწვილისას არაერთხელ უნახავთ ძველი ოსლოს ქუჩებში ფუნჯითა და ფურცლებით ხელში. შემორჩენილია რამდენიმე ჩანახატი. ამის მიუხედავად, მას კომერციული სასწავლებლის კარის შეხსნა მოუწია, სადაც მდივნებს ამზადებდნენ. ათზე მეტი წლის განმავლობაში (1898-1908) "ელექტროობის საყოველთაო კომპანიის" განყოფილებაში კლერკად მუშაობდა და მისი მწერლური იდეალებისათვის ფრიად უცხო სამუშაოთი იყო დაკავებული. სიგრიდს სამსახური არ მოსწონდა და სასოწარკვეთილებისგან თავდასაცავად ლექსების წერა დაიწყო. ცოტა ხანში შუა საუკენეების ნორვეგიის შესახებ რომანის დასაწერად გეგმის შედგენას მოკიდა ხელი. დედა მომავალ მწერალს მორალურ თანადგომას უწევდა. მისი რჩევით სიგრიდი ყველაფერს იწერდა, რასაც გრძნობდა და ხედავდა.

უნსეტის პირველ წიგნები მუშაკი ქალის სამსახურსა და ყოველდღიურობას მეტისმეტი სიზუსტით აღწერენ. ყოველდღიურობის თემატიკა ფართოდაა გაშლილი რომანში "ფრუ მარტა ოული" (1907) და ნოველათა კრებულში "ბედნიერი ასაკი" (1908). ამ წიგნებმა მწერალს პირველი წარმატება მოუტანეს.

პირველი წიგნების წარმატების შემდეგ სიგრიდ უნსეტს სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნა, რამაც საშუალება მისცა 1909 წელს მოსაბეზრებელი სამსახური მიეტოვებინა. იმავე წელს გამოდის მისი ისტორიული რომანი "საგა ვიგდისსა და ვიგა–ლჲოტზე", სადაც ისტორიული სიზუსტით არის აღწერილი დაახლოებით 990–1000 წლებში მიმდინარე მოვლენები ისევ და ისევ ყოველდღიურობის კუთხით.

1910 წელს უნსეტი რომს მიემგზავრება. დაბრუნებული ლექსთა კრებულ "სიყრმეს" და რომან "იენის" გამოსცემს, რასაც უდიდესი წარმატება და მკითხველი საზოგადოების ყურადღება მოჰყვება. რომანი მხატვარ ქალს – იენის ეხება და სექსუალური სცენებიც საკმაოდ თამამად არის გადმოცემული. სწორედ ამ ასპექტმა გამოიწვია არაერთი მითქმა–მოთქმა კრიტიკოსთა შორის.

1912 წელს სიგრიდი მხატვარ ანდრეს სვარტადს მიჰყვება ცოლად. 1913 წელს პირველი ვაჟი – ანდრე კასტუსი ჩნდება, შემდეგ ჰანს ბენედიქტი, ბოლოს კი ქალიშვილი მარენ შარლოტი. ამის მიუხედავად, მწერალი ქალი მუხლჩაუხრელად შრომობს პროზის ასპარეზზე. სწორედ 1913 წელს გამოდის მოთხრობათა კრებული "დაჩაგრულნი", ერთი წლის თავზე კი დიდი რომანი "გაზაფხული" იბეჭდება, რომელიც ქალის სულის სირთულესა და ყოფის სიმძიმეზე მოგვითხრობს. ამავე პათოსით არის დაწერილი ნოველათა კრებული "ტროლის სარკის ნამსხვრევები" (1917), "ბრძენი ქალწულნი" (1919) და ლექსების კრებული "გაზაფხულის ღრუბლები" (1921).

უნსეტის ადრეული პერიოდის ნაწარმოებთა გმირები ქალაქის შეუმჩნეველი, დაჩაგრული მუშაკებია. უნსეტი ცდილობს ისეთი ძლიერი ქალის პორტრეტი შექმნას, რომელსაც მედგარი სიყვარულისა და ბრძოლისუნარიანობის ძალა შესწევს. ქალისა, რომელიც ჩაკირულ და დამყაყებულ მანკიერ ტრადიციებს აღუდგება წინ და თავისას მაინც გაიტანს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები

  • ფრუ მარტა ოული (Fru Marta Oulie, 1907).
  • საგა ვიგდასსა და ვიგა–ლჲოტზე (Fortællingen om Viga-Ljot og Vigdis, 1909 (ქართულ თარგმანში "ვიკინგები").
  • განთიადისას(I grålysningen, 1911; გამოქვეყნდა 1968).
  • იენი (Jenny, 1911).
  • გაზაფხული (Vaaren, 1914).
  • ქრისტინი, ლავრანსის ქალიშვილი (Kristin Lavransdatter, 1920–22): გვირგვინი (Kransen, 1920); მეპატრონე ქალი (Husfrue, 1921); ჯვარი (Korset, 1922).
  • ულავი, ჰესტვიკენელი აუდუნის ვაჟი (Olav Audunssøn i Hestviken, 1925).
  • ულავი, აუდუნის ვაჟი და მისი ბავშვები(Olav Audunssøn og hans barn, 1927).
  • გიმნადემია (Gymnadenia, 1929).
  • ცეცხლოვანი ბუჩქი (Den brændende busk, 1930).
  • იდა ელიზაბეთი (Ida Elisabeth, 1932).
  • თერთმეტი წელი (Elleve aar, 1934).
  • ერთგული ცოლი (Den trofaste hustru, 1936).
  • მადამ დორთეა (Madame Dorthea, 1939).
  • მომავალში დაბრუნება (Tilbake til fremtiden, 1942, გამოიცა 1945).
  • ბედნიერი დღეები (Lykkelige dager, 1942, გამოიცა 1947).
  • სიგურდი და მისი უშიშარი მეგობრები (Sigurd og hans tapre venner, 1943, გამოიცა1955).
  • თორმეტი წელი (Tolv år, დაუსრულებელი, 1998).

ნოველათა კრებულები

  • ბედნიერი ასაკი (Den lykkelige alder, 1908).
  • დაჩაგრულნი (Fattige skjebner, 1912).
  • ბრძელი ქალწულნი (De kloge jomfruer, 1918).
  • ტროლის სარკის ნამსხვრევები (Splinten av troldspeilet, 1917).
  • მშვიდობა ამა ქვეყანასა ზედა (Fred på jorden).

ესსეები და კულტურულ–ისტორიული შრომები

  • მოთხრობები მეფე ართურზე და მრგვალი მაგიდის რაინდებზე (Fortællinger om kong Artur og ridderne av det runde bord, 1915).
  • სამი დაჲ (Tre søstre, 1917)
  • თორმეტი პუნქტი (Et kvindesynspunkt, 1919).
  • წმინდა ჰალვარდის ცხოვრება, მიცვალება და სასწაულები (Sankt Halvards liv, død og jærtegn, 1925).
  • კათოლიკური პროპაგანდა (Katholsk propaganda, 1927).
  • ეტაპები (Etapper, 1929).
  • წმინდა ოლაფი, ნორვეგიის ხელმწიფე (Hellig Olav, Norges konge, 1930).
  • დრონი (Etapper. Ny række, 1933).
  • ორი ევროპელი წმინდანი(To europeiske helgener, 1933).
  • ნორვეგიელი წმინდანები(Norske helgener, 1937).
  • ავტოპორტრეტები და პეიზაჟები(Selvportretter og landskapsbileder, 1938).
  • ბერობა. მომლოცველობა. სამრევლო ეკლესია (Klosterliv. På pilegrimsferd. Sognekirken, 1939).
  • ეკატერინე სიენელი (Caterina av Siena, 1951).
  • სამხედრო წლების სტატიები და გამოსვლები (Artikler og taler fra krigstiden, 1952).
  • სტენ სტეენსონ ბლიხერი (Sten Steensen Blicher (kulturhistorie), 1957).
  • წერილები (Kjære Dea, 1979).

ლექსები

  • სიყრმე (Ungdom, 1910).
  • გაზაფხულის ღრუბლები (Vårskyer, 1921).

ბავშვებისათვის

  • მზიდან დასავლეთით და მთვარიდან აღმოსავლეთით (ინსცენირება საბავშვო თეატრისთვის) (Østenfor sol og vestenfor måne, 1927, გამოქვეყნდა 1959).
  • ლურჯი მთის პრინცესა (Prinsessene i Berget det blå, 1928, გამოიცა 1973).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 FemBio database
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 BeWeB
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. https://mormonarts.lib.byu.edu/people/sigrid-undset/
  13. 13.0 13.1 Унсет Сигрид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. 14.0 14.1 https://snl.no/Sigrid_Undset
  15. 15.0 15.1 15.2 https://nbl.snl.no/Sigrid_Undset
  16. The Fine Art Archive — 2003.
  17. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1928/undset-facts.html
  18. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  19. Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502