სერბული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერბული
Српски / Srpski [სრპსკი]
გავრცელებულია ბოსნია და ჰერცეგოვინა,სერბია, მონტენეგრო, ხორვატია
მოლაპარაკეთა რაოდენობა უცნობი
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა:
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები:
სამხრეთსლავური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა
ენის კოდები sh, sr
Serbian language map.PNG
Serbo croatian languages2006.png

სერბული ენა, იგივე სერბულ-ხორვატული ან ხორვატულ-სერბული ენა - სერბების, ხორვატების, ჩერნოგორიელების და ბოსნიელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს.

ანბანი: კირილიცა და ლატინიცა[რედაქტირება]

სერბეთში გამოიყენებენ როგორც კირილურ, ასევე ლათინურ ანბანს:

კირილიცა ლათინური   კირილიცა ლათინური
A A Н N
Б B Њ Nj
В V О O
Г G П P
Д D Р R
Ђ Đ С S
Е E Т T
Ж Ž Ћ Ć
З Z У U
И I Ф F
Ј J Х H
К K Ц C
Л L Ч Č
Љ Lj Џ
М M Ш Š

უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება XI საუკუნეს. თანამედროვე ლიტერატურული ენა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის I ნახევარში შტოკავური დიალექტის კილო-კავების საფუძველზე. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სერბი ვუკ კარაჯიჩის და ხორვატი ლიუდევიტ გაის მოღვაწეობას. ლიტერატურული ენის შიგნით არსებობს ტერიტორიული, ძირითადად ლექსიკური განსხვავებანი, რაც გამოწვეულია განვითარების არაერთგვაროვანი პირობებით ხორვატულ და სერბულ ოლქებში. სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის 3 ძირითადი დიალექტია: ჩაკავური, შტოკავური და კაიკავური.

(ვრცელი ინფორმაცია სერბული, ხორვატული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის მთავარი დიალექტებისა და ქვედიალექტების, ისევე როგორც სერბულ, ხორვატულ და ბოსნიურ ვარიანტებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული განსხვავებების შესახებ იხილეთ მთავარი სტატია სერბულ-ხორვატული ენა)

ენის სახელწოდება და სტატუსი[რედაქტირება]

სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) მშობლიურად მიიჩნევს, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს. ეს ფაქტი აისახება ენის ოფიციალურ სახელწოდებაზე.

უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურადაც.

ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად (ან მონტე-ნეგრ(ინ)ულად, ანუ ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.

ლექსიკა[რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: Zdravo; Dobar dan
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Dobrodošli
  • გმადლობთ: Hvala; Hvala lepa
  • კი / არა: Da / Ne
  • გეთაყვა: Molim
  • ნახვამდის: Do vienja; Zbogom


რიცხვები

  • 1 - jedan, 2 - dva, 3 - trî, 4 - četiri, 5 - pet, 6 - šest, 7 - sedam, 8 - osam, 9 - devet, 10 - deset


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]