ფრანსუა მორიაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა მორიაკი
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1885
დაბ. ადგილი ბორდო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 1 სექტემბერი, 1970
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი, ჟურნალისტი, ნოველისტი
ეროვნება ფრანგი
პერიოდი 1902–1944
François Mauriac (1932).jpg

ფრანსუა მორიაკი (ფრან. François Mauriac; დ. 11 ოქტომბერი, 1885 – გ. 1 სექტემბერი, 1970) იყო ფრანგი ავტორი, ფრანგული აკადემიის წევრი (1933), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1952 წელს. 1958 წელს იგი დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდენით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ფრანსუა მორიაკი, ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი, კათოლიკე მწერალია. იგი დაიბადა 1885 წელს ბორდოში, მდიდარ ბუღჟუაზიულ ოჯახში. დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ჰუმანიტალურ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული თავის ხარჯზე გამოსცა 1909 წელს. 1913 წელს გამოსცა პირველი რომანი "ბავშვი ბორკილებში", რომელშიც უკვე რელიგიური პრობლემებია წამოჭრილი. მორიაკმა მიიღო მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში. ომის შემდეგ გამოცემულ ყველა რომანში კათოლიკე მწერლის მსოფლმხეფველობა და მისწრაფება ჩანს; მისთვის მთავარია ადამიანის ვნებებსა და რწმენას შორის კონფლიქტის დაძლევა ღმერთის აღიარებით. მისი რომანებიდან გამოირჩება "კეთროვანის ამბორი", "ტერეზ დესკეირუ", "ასპიტთა ბუდე", "თამის დასასრული" და სხვა.

მორიაკის მრავალრიცხოვან ესეებს შორის აღსანიშნავია "ჟანრასის ცხოვრება", "ღმერთი და მამონა" და სხვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მორიაკი "წინააღმდეგობის" მონაწილე იყო და ფორეზის ფსევდონიმით გამოაქვეყნა წიგნი "შავი რვეული". არაგონთან ერთად იღწვოდა გაზეთ "ლეტრ ფრანსეზის" არსებობისათვის და ფრანგი მწერლების ნაციონალური კომიტეტის წევრი გახდა.

მორიაკმა პირველი პიესა "ასმოდე" 1938 წელს გამოსცა. პიესების წერა განაახლა საფრანგეთის განვითარების შემდეგ და გამოაქვეყნა: "ცეცხლი მიწაზე", "ავი სულის გარდმოვლენა" და სხვა.

1950 წლიდან დაიწყო მთელი რიგი სტატიების ბეჭდვა ჟურნალებში ლიტერატურის საკითხებზე. დიდი ნაშრომი მიუძღვნა დე გოლს. დაწერა რამდენიმე წიგნი მემუარებისა: "შინაგანი მემუარები" და "ახალი მემუარები".

1925 წელს მორიაკს მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის ლიტერატურის პრემია, 1933 წელს აკადემიის წევრად იქნა არჩეული, ხოლო 1952 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

მორიაკი გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზში.

ჯილდოები და ღირსებები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 543–544
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: