კოვენტრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოვენტრი
Coventry
ქალაქის ცენტრის ხედი ბაგინტონიდან
ქალაქის ცენტრის ხედი ბაგინტონიდან
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ქვეყანა ინგლისი
კოორდინატები 52°24′29″ ჩ. გ. 1°30′38″ ა. გ. / 52.40806° ჩ. გ. 1.51056° ა. გ. / 52.40806; 1.51056
ფართობი 98.64 კმ²
მოსახლეობა 309,800 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 3,108 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.coventry.gov.uk/

კოვენტრი მდებარეობა გაერთიანებული სამეფო

Red pog.svg


კოვენტრი (Coventry, გამოითქმის /ˈkɒvəntri/ ან /ˈkʌvəntri/), ქალაქი და აგლომერაცია უესტ მიდლანდსის საგრაფოში, ინგლისი, დაახ. 306.000 მცხოვრებით (2007). სიდიდით მეცხრე ქალაქია ინგლისში და მე-11 გაერთიანებულ სამეფოში. მდებარეობს 153 კმ-ში ლონდონიდან ჩრდილოდასავლეთით და 30 კმ-ში ბირმინგემიდან აღმოსავლეთით და სანაპიროდან ყველაზე დაშორებული ქალაქია ბრიტანეთში.

კოვენტრი ასევე მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო, რომელიც სხვა ქალაქს დაუძმობილდა. ეს იყო რუსეთის ქალაქი სტალინგრადი (ამჟამად ვოლგოგრადი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ეს ურთიერთობა დამყარდა კოვენტრის მოქალაქეების მოთხოვნით, რომელთაც სურდათ სოლიდარობა გამოეცხადათ წითელი არმიისთვის სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში. ქალაქი ამჟამად დაძმობილებულია დრეზდენთან და 27 სხვა ქალაქთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: