ვანთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვანთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ვანთა
კოორდინატები 41°52′10″ ჩ. გ. 45°36′51″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 45.61417° ა. გ. / 41.86944; 45.61417
ადრეული სახელები ვანათა
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 937[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვანთა — საქართველო
ვანთა
ვანთა — კახეთის მხარე
ვანთა

ვანთასოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ., თელავიდან 13 კმ, 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 937 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ვანთისხევი

ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნეში იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია.

რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო-თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1165[2]
2014 937[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-10-18.