თელავის წყარო (თეიმურაზ II-ის ქუჩა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის წყარო — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, თეიმურაზ II-ის ქუჩაზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ნაგებობა თაღისებრია, მიშენებულია ქუჩის ცალ მხარეს ამოყვანილ, საყრდენ კედელზე. ნაგებია კვადრატული აგურით და შელესილია. თვით თაღი შეისრულია, დაყრდნობილია სწორკუთხა კვეთის ორ ბურჯზე. ბურჯებს წინიდან თითო თხელი პილასტრი უყვება, რომელიც ბურჯების ზემოთაც გრძელდება და თავი ნაძერწი ორნამენტით აქვს შემკული. ბურჯები დასრულებულია დაბალი, ორსაფეხურიანი კაპიტელით, რომელიც პილასტრებზეც გადადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]