ოლიმპიაშტადიონი (ბერლინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლიმპიაშტადიონი — ბერლინი
ოლიმპიაშტადიონი
ოლიმპიაშტადიონი
ოლიმპიაშტადიონის მდებარეობა

ოლიმპიაშტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი ბერლინში. საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი „ჰერტა“. იტევს 74 064 მაყურებელს.[1] უეფა-ს კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია.

სპორტული კომპლექსი „ოლიმპიაპარკი“, რომლის ცენტრად ამჟამად ითვლება „ოლიმპიაშტადიონი“, აშენდა პირველ მსოფლიო ომამდე, როდესაც ბერლინმა 1916 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაცისტებმა გადაწყვიტეს ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც 1936 წელს ბერლინში იმართებოდა, პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. ჰიტლერმა ახალი სპორტული კომპლექსის აშენების ბრძანება გასცა, რომელშიც შედიოდა სრულიად ახალი ოლიმპიაშტადიონის აგება. მშენებლობა მიმდინარეობდა 1934-1936 წლებში, რის შემდეგაც სტადიონი 110,000 მაყურებელს იტევდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოლიმპიაშტადიონი ნაწილობრივ დაზიანდა, ამიტომ 1960-1962 წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

სტადიონს სრული რეკონსტრუქცია 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის ჩაუტარდა, რომელიც დასრულდა ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე და 242 მილიონი ევრო დაჯდა.

სტადიონზე გაიმართა 1974 და 2006 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების შეხვედრები, მათ შორის 2006 წლის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება. აქ ყოველწლიურად იმართება გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალური შეხვედრა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]