კურფიურსტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კურფიურსტები (გერმ. Kurfürsten, სიტყვასიტყვით — ამომრჩეველი მთავრები < Kur — ამორჩევა და Fürst — მთავარი), „საღვთო რომის იმპერიაში“ მთავრები, რომელთაც XIII საუკუნიდან მიენიჭათ მეფის (იმპერატორის) არჩევის უფლება. კურფიურსტები იყვნენ: ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები, საქსონიის, პფალცის, ბრანდენბურგის საერო მთავრები და ბოჰემის (ჩეხიის) მეფე. კურფიურსტების უფლებები და განსაკუთრებული პრივილეგიები იურიდიულად კარლ IV-ის ოქროს ბულით (1356) გაფორმდა. რაიხსტაგში კურფიურსტების კოლეგიამ შეადგინა პირველი კურია. იმპერიის გაუქმებასთან ერთად (1806) კურფიურსტთა კოლეგია გაუქმდა. ფორმალურად კურფიურსტების ტიტული მხოლოდ ჰესენ-კასელის მფლობელებმა შეინარჩუნეს 1988 წლამდე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Avalon Project. (2003). "The Golden Bull of the Emperor Charles IV 1356 A.D."
- Oestreich, G. and Holzer, E. (1973). " Übersicht über die Reichsstände." In Gebhardt, Bruno. Handbuch der Deutschen Geschichte, 9th ed. (Vol. 2, pp. 769-784). Stuttgart: Ernst Ketler Verlag.
- Velde, F. R. (2003). "Royal Styles."
- Velde, F. R. (2004). "The Holy Roman Empire."