ნორმან ფოსტერი
ვიკიპედიიდან
ნორმან რობერტ ფოსტერის, (ლორდი ფოსტერი) ბარონი ფოსტერი თემზის სანაპიროსი (დ. 1 ივნისი, 1935, მანჩესტერი, ინგლისი) — ბრიტანელი არქიტექტორი.
დაიბადა მანჩესტერში; განათლება მანჩესტერისა და იელის უნივერსიტეტებში მიიღო. თავდაპირველად ბაკმინსტერ ფულერთან მუშაობდა, რიჩარდ როჯერსთან შეხვედრის შემდეგ კი „გუნდი 4“-ში გადავიდა, ხოლო 1967 წლიდან კი „ფოსტერ ასოშიეტს“ აყალიბებს.
თავდაპირველად მისი დიზიანი სტილიზებული, მანქანური ჰაი-ტექის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა შემდგომში ის უფრო ჰაეროვან, სადა და იოლად აღსაქმელ სწორკუთხა მოდერნიზმზე გადადის.
ლორდ ფოსტერს ბრიტანეთში ბევრი გაზვიადებულად უბერ- ან სუპერვარსკვლავ-არქიტექტორს უწოდებს, იმ ბრალდებით რომ ზოგიერთ არქიტექტორს უპირატესი სტატუსი ენიჭებათ მათი პოპულარობის გამო.
[რედაქტირება] პროექტები
ლორდ ფოსტერს წარმატებული კარიერა შემდეგმა პროექტებმა მოუტანა:
- IBM Pilot შტაბ-ბინა, კოშემი, ინგლისი (1970-1971)
- უილის ფაბერ და დიუმას შტაბ-ბინა, იპსვიხი (1970-1974)
- სეინსბურის სახვითი ხელოვნების ცენტრი, აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი, ნორვიხი
- კომერცბანკის ცათამბჯენი, ფრანკფურტი
- HSBC შტაბ-ბინა (ჰონგ-კონგი) და ჰონგ-კონგის საერთაშორის აეროპორტი, ჰონგ-კონგი
- აეროპორტის ტერმინალი, ლონდონის სტანსტედის აეროპორტი
- ბილბაოს მეტრო, ბილბაო, ესპანეთი
- ლაიონელ რობინსის ბიბლიოთეკის რესტავრაცია, ლონდონის ეკონომიკის სკოლა
- Carre d'Art, ნიმსი, საფრანგეთი (1993)
- ბრიტანეთის მუზეუმის დიდი მოედნის რეკონსტრუქცია ბრიტანეთის მუზეუმი (1999)
- ლონდონის ათასწლეულის ხიდი, ლონდონი (1999)
- რაიხსტაგის რესტავრაცია, ბერლინი (1999)
- სიტი-ჰოლი (ლონდონი) (2000)
- სადგური "Expo MRT", სინგაპური (2001)
- La Poterie მეტროსადგური, რენსი, საფრანგეთი (2001)
- სეინსბურის შტაბ-ბინა, ჰოლბორნი, ლონდონი (2001)
- ლონდონის გერკინი, სენტ-მერი ექსის ქუჩის 30 — Swiss Re-ს შტაბ-ბინა (2003)
- "Sage Gateshead" (2004)
- მიიოს ვიადუკი, საფრანგეთი (2004)
- ეროვნული პოლიციის მემორიალი (ლონდონი), ლონდონი (2005)
- ფილოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია (2005)
- ფარმკოლოგიის ფაკულტეტი, ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა
- ჰერსტ ტაუერი, ნიუ-იორკი, 2006
- ბეიჯინის საერთაშორისო აეროპორტი, საერთაშორისო ტერმინალი, ბეიჯინი, ჩინეთი (2007)
|
1979: ფილიპ ჯონსონი | 1980: ლუის ბარაგანი | 1981: სტირლინგი | 1982: კევინ როში | 1983: იუჰ მინ პეი | 1984: რიჩარდ მეიერი | 1985: ჰანს ჰოლაინი | 1986: გოტფრიდ ბიომი | 1987: ტანგე კენძო | 1988: გორდონ ბანშაფტი და ოსკარ ნიმეიერი | 1989: ფრენკ გერი | 1990: ალდო როსი | 1991: რობერტ ვენტური | 1992: ალვარო სიზა ვიეირა | 1993: მაკი ფუმიჰიკო | 1994: კრისტიან დე პორტზამპარკი | 1995: ანდო ტადაო | 1996: რაფაელ მონეო | 1997: სვერე ფენი | 1998: რენცო პიანო | 1999: ნორმან ფოსტერი | 2000: რემ კოოლჰაასი | 2001: ჰერცოგი & დე მერონი | 2002: გლენ მარკატი | 2003: იორ უტცონი | 2004: ზაჰა ჰადიდი | 2005: ტომ მეინი | 2006: პაულუ მენდეს და როშა | 2007: რიჩარდ როჯერსი | 2008: ჟან ნუველი | 2009: პეტერ ზუმთორი |

