ფრიდრიხ I (პრუსია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ I

ფრიდრიხ I (გერმ. Friedrich I; დ. 11 ივლისი 1657, კენიგსბერგი — გ. 25 თებერვალი 1713, ბერლინი) — ბრანდენბურგის კურფიურსტი ფრიდრიხ III-ის სახელით 1688 წლიდან და პირველი „მეფე პრუსიაში“ 1701-1713 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ფრიდრიხ I დაიბადა ქალაქ კიონიგსბერგში ბრანდენბურგის კურფიურსტის ფრიდრიხ ვილჰელმისა და მისი მეუღლის ლუიზა ჰენრიეტა ორანელის ოჯახში. ვილჰელმი დაბადებიდანვე სუსტი ბავშვი და მისი გადარჩენის შანსები ძალიან დაბალი იყო, ამას ზედ დაერთო ერთი წლის ასაკში მომხდარი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც იგი დამახინჯდა კიდეც. თუმც მისმა ორგანიზმა კრიზისი გადაიტანა და ფრიდრიხი გადარჩა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ბრანდენბურგის კურფიურსტი გახდა ფრიდრიხ III-ის სახელით.

მან შეძლო თავისი 4 ნახევარძმისათვსი ჩამოერთმია მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობები და ამით შეენარჩუბნებინა ქვეყნის ერთიანობა. 1707 წელს მან კიონიგსბერგში თავი მეფედ გამოაცხადა და სახელად "ფრიდრიხ I" მიიღო, ამასთანავე როგორც კალვინისტი იგი ნოშატელის ფიურსტადაც იქნა არჩეული.

მეფობის ტიტულის აღიარების სანაცვლოდ მან იმპერატორ კარლ VI-ს 2.000.000, ხოლო გერმანელ კლერიკალებს 600.000 ოქროს ტალერი გადაუხადა. გარდა ამისა ფრიდრიხი მოვალე იყო ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში კარლ VI-ის მხარეზე რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გამოეყვანა. ამასთანავე ფრიდრიხს უფლება არ ჰქონდა თავისი თავისათვის ეწოდებინა "პრუსიის მეფე" (გერმ.: König von Preußen), არამედ უნდა დაკმაყოფილებული ტიტულით "მეფე პრუსიაში" (გერმ.: König in Preußen), ვინაიდან მისი სამფლობელოების დიდი ნაწილი საღვთო რომის იმპერიის საზღვრებში არ იყო და პრუსიის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა. დასავლეთი ნაწილი (ე.წ. სამეფო პრუსია) პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო 1772 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]