United Buddy Bears

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაერთიანებული ბუდი დათვი საქართველოდან - გამოფენა ვარშავაში.

United Buddy Bears იდეა დაიბადა ბერლინში.[1] კონკრეტულად კი საქმე ეხება გამოფენას, რომელიც ახორციელებს ტოლერანტობის, ხალხებს შორის გაგების, მშვიდობისა და დემოკრატიის პოპულარიზაციას.

გაერთიანებული ბუდი დათვების იდეა არის ბერლინელი ცოლ-ქმრის, ევა და კლაუს ჰერლითცების პირადი ინიციატივა. აღნიშნული დევიზით: „ჩვენ ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ, მაშინ ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის უკეთ გაგებას, მეტად ნდობას და უკეთესად თანაცხოვრებას“. ისინი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანი ხელოვნების ნიმუშის სახით ახორციელებენ ტოლერანტობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების პოპულარიზაციას.

მთლიანობაში 140 ბუდი დათვი წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის არიან ასევე გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ აღიარებული ქვეყნები. ყოველი ბუდი დათვი არის მის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული ქვეყნის ხელოვანის მიერ შექმნილი. ამ უნიკალურ პროექტში გაერთიანებულია ინტერნაციონალ ხელოვანთა სტილის მიმართულებები, რომლებიც ავრცელებენ ცხოვრების ხალისს. დათვები ერთად დგანან "ხელი-ხელ ჩაკიდებულნი" და ასეთი ფორმით წარმოადგენენ მსოფლიოში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომავლის სიმბოლოს.

ისინი პირველად 2002 წელს იქნენ წარმოდგენილნი ბერლინში. 2004 წლიდან კი ისინი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ ტურნირს.

ბუდი დათვების შექმნა/ჩამოყალიბება და გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება, ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია. დათვების ოდენობა იზრდება მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების დამხმარე ორგანიზაციების საკეთილდღეოდ. დღემდე 2 მილიონ ევროზე მეტი თანხა შეიკრიბა „UNICEF“-თვის და ასევე სხვა მრავალი რეგიონალური ბავშვთა დამხმარე ორგანიზაციებისთვის.

ბერლინში არსებულმა საქართველოს საელჩომ 2002 წელს მათი ქვეყნის წარმომადგენელი დათვის შესაქმნელად შეარჩია 1961 წელს თბილისში დაბადებული ხელოვანი ზურაბ სუმბაძე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]