რაიხსტაგის შენობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიხსტაგის შენობა

რაიხსტაგის შენობა ბერლინში აგებულ იქნა გერმანიის იმპერიის პარლამენტის — რაიხსტაგის განსათავსებლად. შენობა გაიხსნა 1894 წელს და მასში რაიხსტაგი იმყოფებოდა 1933 წლამდე. 1999 წელს არქიტექტორი ნორმან ფოსტერის პროექტით აღდგენილი შენობა ისევ გახდა გერმანიის პარლამენტის ბინა. ამჟამად გერმნიის პარლამენტს ბუნდესტაგი ჰქვია. რაიხსტაგი როგორც პარლამენტი საფუძველს საღვთო რომის იმპერიიდან იღებს და პარლამენტის მნიშვნელობა ნაცისტების მმართველობის პერიოდში დაკარგა (1933-1945). ამჟამად გერმანულად ტერმინი რაიხსტაგი შენობას მიუთითებს, რომელშიც ბუნდესტაგია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: