ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ბერლინში
დაფუძნდა 16 აგვისტო 1809, სწავლება დაიწყო 1910 წელს
ტიპი სახელმწიფო
თანამშრომელი 3967 (2008)
პრეზიდენტი ქრისტოფ მარკშისი
პროფესორი 384 (2010)
სტუდენტი 28.239 (2010)
მდებარეობა ბერლინი, გერმანია
კამპუსი ქალაქური

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) — ბერლინის ოთხ უნივერსიტეტთაგან უძველესი. დაარსდა 1809 წლის 16 აგვისტოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ინიციატივით. 1828 წელს მიიღო "ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის" სახელწოდება პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივსაცემად, რომლის მეფობის პერიოდშიც დაარსდა უნივერსიტეტი. 1949 წლიდან ჰუმბოლდტის სახელი ქვია.

სწავლება უნივერსიტეტში 1810 წელს დაიწყო და მასში 256 სტუდენტი ირიცხებოდა (2003 წელს აქ 37 145 სტუდენტი იყო, მათ შორის 4 662 უცხოელი). XIX საუკუნეში უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კვლევითი ცენტრი გახდა. მის რექტორებად სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელი, ფრიდრიხ შლეიერმახერი, კარლ ვეიერშტრასი, თეოდორ მომზენი, რუდოლფ ვირხოვი, მაქს პლანკი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.

დაყოფა[რედაქტირება]

ფაკულტეტები[რედაქტირება]

  • იურიდიული ფაკულტეტი
  • სოფლის მეურნეობის და მებაღეობის ფაკულტეტი
  • მათემატიკა-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი I ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია
  • მათემატიკა-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი II მათემატიკა, ინფორმატიკა, ფსიქოლოგია, გეოგრაფია
  • Charité – ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინა (ერთობლივი სამედიცინო ფაკულტეტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი I (ფილოსოფია, ისტორია, საბიბლიოთეკო და ინფორმატიკის მეცნიერება, ევროპული ეთნოლოგია)
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი II (გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტი, გერმანული ენისა და ლინგვისტიკის ინსტიტუტი, ჩრდილო ევროპის ინსტიტუტი, ანგლისტიკა/ამერიკანისტიკა, რომანისტიკა, სლავისტიკა, კლასიკური ფილოლოგია)
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი III (სოციალური მეცნიერებები, აზიისა და აფრიკის მეცნიერებები, კულტურისა და ხელოვნების მეცნიერებები, თაობათა სწავლებები)
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი IV (აღმზრდელობითი მეცნიერებები, რეაბილიტაციის მეცნიერებები, სპორტის მეცნიერება, ხარისხის გაუმჯობესება განათლებაში)
  • თეოლოგიის ფაკულტეტი
  • ეკონომიური ფაკულტეტი

ბიბლიოთეკა[რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 6,5 მილიონი წიგნით და დაახ. 9000 მიმდინარე ჟურნალ-გაზეთით ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა გერმანიაში.