გლობალური ქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლობალური ქალაქიქალაქი, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა. კონცეფცია გეოგრაფიიდან და ურბანული მეცნიერებებიდან მომდინარეობს. ასეთი ქალაქები გლობალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც სტრატეგიული კვანძები, განსაკუთრებით კი ფინანსებსა და ვაჭრობაში.

ტერმინი „გლობალური ქალაქი“ მეგაქალაქის საპირისპიროდ პირველად 1991 წელს იხმარა სოციოლოგმა სასკია სასენმა თავის ნაშრომში გლობალური ქალაქი: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო.[1] სადაც მან აღწერა ქალაქები, რომლებიც აკონტროლებდნენ მსოფლიო ბიზნესის შემოსავლების უთანასწორობას.

გლობალური ქალაქის სტატუსი სასურველად და მომგებიანად მიიჩნევა. მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი,[2] რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. მათ შორისაა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები.

ცხრილში მოცემულია „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული) ალფა, ბეტა და გამა კატეგორიის გლობალური ქალაქები:

გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC) 2010 წლის მონაცემებს.
გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC) 2010 წლის მონაცემებს.
კატეგორია ქალაქები
ალფა++
ალფა+
ალფა
ალფა−
კატეგორია ქალაქები
ბეტა+
ბეტა
ბეტა−
კატეგორია ქალაქები
გამა+
გამა
გამა−


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sassen, Saskia - The Global City: New York, London, Tokyo. დაარქივებული 2015-03-16 საიტზე Wayback Machine. (1991) - Princeton University Press. ISBN 0-691-07063-6
  2. GaWC Research Bulletin 5, GaWC, Loughborough University, 28 July 1999