ინდუსტრიული რევოლუცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ უატის ორთქლის მანქანა.

ინდუსტრიული რევოლუცია — პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, სადაც ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში და ტექნოლოგიებში ღმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოებებზე.

ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და შესაბამისად, ახალი ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნინელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელი „ნეოლითრი რევოლუციის“ სახელითა ცნობილი.

თუკი ინდუსტრიული რევოლუცია ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს , ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ „მოდერნიზაციას“ გულისხმობს.

ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60–იანი წლებია მიჩნეული.

პირველად ინგლისში მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვათა“(მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული, გლოხების პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარესბო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაშ ეძება დასაქმება.

ფეოდალური სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, ინგლისელ თავადაზნაურებს კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდა(მაგ., აბსოლუტისტურ საფრანგეთში, ამგვარი საქმიანობისათვის დავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა).

სამრეწველო ბურჟუაზიის რიგების შევსებას სათავადაზნაური წოდების წარმომადგენლებით განაპირობებდა აგრეთვე ტრადიციული სამემკვიდრეო პრიმოგენიტურის პრინციი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა წოდებრივ მობილურობას, აიძულებდა რა მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ პირებს საზოგადოებრივი იერარქიის მაღალი საფეხურიდან უფრო დაბალზე ჩამოქვეითებას.

ინდუსტრიალიზაციის დასაწყისი[რედაქტირება]

ინგლისში ინდუსტრიალიზაცია ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირველად ინდოეთიდან შემოსული მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხვოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. მონური შრომის შედეგად მიღებული იაფი ნედლეული ამერიკული კოლონიების ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა. ამ მოზღვავებული ნედლეულის გადამუშავება, თავის მხრივ, საწარმოო პროცესის მექანიზაციას მოითხოვდა. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა, შემდგომში მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ,,სართავი ჯენი(ჰარგრივსმა თავისი გამოგონებას თავისი ქალიშვილის პატივსაცემად „ჯენი“ დაარქვა). ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყვისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფაექრო ფაბრიკები. მანუფაქტურული(ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. ახალი საფაექრო ინდუსტრიის ცენტრი ლანკაშირი გახდა, ლივერპული კი მთავარი პორტი, რომელიც მის ტვირთებს ემსახურებოდა.

მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ დროისათვის მთავარ ენერგომატარებელზე — ქვანახშირზე და შესაბამისად, ბიძგი მისცა სამთამადნო მრეწველობის განვითარებას. ინდუსტრიული პროდუქციის(საფაექრო, სამთამადნო)ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა მისი ტრანსპორტირების საკითხი. შემთხვევითა არაა, რომ პირველი ორთქმავალი ლოკომოტივი ინგლისში შეიქმნა და მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ სწორედ მანჩესტერი და ლივერპული დააკავშირა ერთმანეთთან(1825). მანქანათმშენებლობისა და რკინიგზის მშენებლობის პარალელურად ვითარდებოდა მეტალურგიული მრეწველობა.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ ინგლისი სხვებისათვის მისაბაძ „მსოფლიო საამქროდ“ აქცია. XIX საუკუნის II ნახევრიდან ინდუსტრიალიზაციის პროცესი კონტინენტურ ევროპაშიც იწყება და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება. განსაკუთრებით გერმანია დაწინაურდა, სადაც ინდუსტრიალიზაციის გზა პრუსიამ გაუკვალა. ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის დროისათვის(1871)გერმანია უკვე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო, XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში კი მსოფლიო ბაზარზე ინგლისის მთავარი კონკურენტი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4