დადეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადეში (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დადეში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი სულდა
კოორდინატები 41°17′01″ ჩ. გ. 43°25′14″ ა. გ. / 41.28361° ჩ. გ. 43.42056° ა. გ. / 41.28361; 43.42056
დაარსდა ადრეფეოდალური ხანა
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1800
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 760[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დადეში — საქართველო
დადეში
დადეში — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დადეში
დადეში — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
დადეში

დადეშისოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სულდას ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე დადეშის ხევის (მურჯახეთისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1800 მ-ზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 23 კმ-ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადეშის ახლანდელი მოსახლეობა სომხურია. მათი წინაპრები აქ XIX საუკუნის 30-იან წლებში დასახლდნენ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 760 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 902[2]
2014 760 370 390

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმაგრე სოფელ დადეშთან

დადეში წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფლის ტერიტორია წინა ფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია სამარხები, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის საყდრები, რომლებიც შემდეგში გადაუკეთებიათ. სოფლის სამხრეთით მდებარე გალავანს წინა და ადრინდელი ფეოდალური ხანის მშენებლობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია ადრე და შუაფეოდალური ხანის ეკლესიები.

მეფის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „Куридадешъ“, ხოლო საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე — „Дадеши“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.