ბორჯომის მუნიციპალიტეტი
| ბორჯომის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში |
გიორგი ტალახაძე |
| სიმჭიდროვე |
27.2 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
1189 კმ2 |
| მოსახლეობის რაოდენობა |
32643 კაცი (2006 წელი) |
| ეროვნება |
ქართველები 82.3% |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — გორის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-66 წლებში ჩართული იყო ხაშურის რაიონის შემადგენლობაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ისტორიული კუთხის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის მოქცეულია თრიალეთის ქედის დასავლეთით და მესხეთის ქედის აღმოსავლეთით, უჭირავს თორის ქვაბული და ბორჯომის ხეობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია არის 1189 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მდინარეები მტკვარი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი; ტბები: ტაბაწყური, კახისი, წეროს ტბა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, განსაკუთრებით კი ფართოდ ცნობილი ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყალი. აქ არის ასევე სამშენებლო ქვები — ანდეზიტი, ბაზალტი და პემზა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 31,5 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 27 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 4 დაბა და 37 სოფელი. მრავლადაა დაცარიელებული სოფლებიც. მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ცალკეულ დასახლებებში ცხოვრობენ ასევე ეთნიკური ოსები.
[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს საკრებულოს მიერ დანიშნული გამგებელი. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- ქალაქი - ბორჯომი
- დაბები - ახალდაბა, ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი
- თემები: ბალანთა, გვერდისუბანი, გუჯარეთი, დვირი, ტაბაწყურს, ტაძრისი, ტბა, ყვიბისი, ციხისჯვარი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მრეწველობის წამყვანი დარგია მინერალური წყლების ჩამოსხმა, არის ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საწარმოები. სოფლის მეურნეობაში მთავარია მეხილეობა და მეცხოველეობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი საკურორტო მეურნეობით, სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით: ბორჯომი, წაღვერი, პატარა ცემი, ტბა, ლიბანი, ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი.
[რედაქტირება] კულტურა
მუნიციპალიტეტში 33 საჯარო სკოლაა, 3 პროფესიული სასწავლებელი, 35 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (სახალხო თეატრი 1959 წლიდან) და 1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია:
- ეკლესიები - ლიკანი, ნეძვი, ტიმოთესუბნის მონასტერი, სადგერის ეკლესია, დაბის ეკლესია, მწვანე მონასტერი, ქვაბისხევის ეკლესია, ტაბაწყურის წითელი საყდარი, პანტნარის ტაძარი.
- ციხესიმაგრეთა ნანგრევები - გოგიას ციხე, პეტრეს ციხე, ციხისჯვარი, დვირის ციხე, დემოთის ციხე.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
||||||||
|
|||||||||||||
სტატიის