ბარალეთი
სოფელი | |
---|---|
ბარალეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარალეთი |
კოორდინატები | 41°32′42″ ჩ. გ. 43°30′29″ ა. გ. / 41.54500° ჩ. გ. 43.50806° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბარალისი |
ცენტრის სიმაღლე | 1680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 770[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 77 % ქართველები 23 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბარალეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბარალეთი, იხტილა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 969[2] | ||
2014 | 770 | 371 | 399 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში დგას XI საუკუნის ქართული ეკლესია — სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა:
„[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა.“
|
„ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.
სოფლის ღირშესანიშნაობებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ჯავახური დარბაზი: გოგოლაძეებისა და ბერძენიძეების დარბაზი, რომლის გვირგვინიც პირდაპირ კედლიდან იწყება.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900-1902 წლებში სოფლის ექიმად მუშაობდა საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბარალეთის ბაზილიკა. საერთო ხედი
-
ბარალეთის ბაზილიკა
-
ბარალეთის ბაზილიკა
-
ბარალეთის ბაზილიკა. სამრეკლო
-
ბარალეთის ბაზილიკა. XI ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. უკლება, ნ. ჩუბინაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 36, ISBN 978-99940-27-10-1.
- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში (1979 წ.), ჯავახეთი, ისტორია და თანამედროვეობა, გვ. 335-404, ახალციხე 2002
- ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, ახალციხე, 2001
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|