კოთელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კოთელია

კოთელია. ეკლესიის სამხრეთი ფასადი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კოთელია
კოორდინატები 41°31′38″ ჩ. გ. 43°28′48″ ა. გ. / 41.52722° ჩ. გ. 43.48000° ა. გ. / 41.52722; 43.48000
ცენტრის სიმაღლე 1680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 441[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
სომხები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კოთელია — საქართველო
კოთელია
კოთელია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოთელია
კოთელია — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოთელია

კოთელიასოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ბაკურიან-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრი, ახალქალაქიდან დაშორებულია 15 კმ-ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 441 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 490[2]
2014 441 241 200

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ კოთელიაში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია. იგი ახალქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. ეკლესიის სახურავის დასავლეთ კეხზე დადგმულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტის კვადრებით. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადზე გვხვდება მოკვეთილი ჯვრები. სამხრეთ შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთისავე ფასადზე ჩადგმულია ნაცრისფერი ქვა, რომელზეც მხედრული წარწერაა. წარწერაში მოხსენიებულია აღმშენებელი ქიშვად ავალიშვილი. ნიკო ბერძენიშვილი ამ წარწერას ასე კითხულობს:

ვიკიციტატა
„ქ. ამა წმიდისა კვირიკესა საყდრისა აღმშენებელსა ქიშვადს და თანამცხედრესა მეფისა ასულსა თამარს შეუნდნეს ღმერთმან. გულბადსა და მისაა მეცხედრესა მზექალს შეუნდოს ღმერთმან.“

ხელწერის მიხედვით იგი წარწერას XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს. XIX საუკუნეში ეკლესიაზე ოთხსვეტიანი სამრეკლო დაუშენებიათ.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 29, თბ., 2003

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.