გომანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გომანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ზაკვი
კოორდინატები 41°29′45″ ჩ. გ. 43°32′03″ ა. გ. / 41.49583° ჩ. გ. 43.53417° ა. გ. / 41.49583; 43.53417
ცენტრის სიმაღლე 1760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 913[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გომანი — საქართველო
გომანი
გომანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გომანი
გომანი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
გომანი

გომანი (ისტ. გომი) — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზაკვის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მეჯურის (ბარალეთისწყლის ერთ-ერთი შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1760 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 13 კმ–ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. სოფლის ძველი სახელია გომი. ყოფილა დიდი და პატარა გომი, ამიტომ „გომანი“ შეიძლება მრავლობითის მანიშნებელიც იყოს. სოფლის მახლობლად გამაგრებული გორაკია, რომელსაც გალავნის ნაშთი და ნასადგომევის ბუდეები შერჩენია. ანაკრეფი კერამიკის ფრაგმენტები გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისაა.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს ამ სოფელში 25 კომლს უცხოვრია: სალუყაზანისძე, ქავთარა ბევროზასძე, იმედა ქაიმაროზისძე, ბევროზას შვილიშვილი, მახარებელი, ოქროპირ მღვდლის შვილი, ფრიდონა ფერაზასძე, ზესელა ზაქარასძე, იორდან, ძმა მისი, გულას შვილიშვილი, მახარებელ მარცვალასძე, ისაკა, მახარა, ძმა მისი, პაპუნა ისაკასძე, ელისა მღვდელი, მამუკას შვილიშვილი, იორამ, მერაბა, ბატატა გოშფარასძე, ზესელა ძმა მისი, დათუნა კვირიკასძე, რევაზ, სუმბატა შოთასძე, ელია სურხანისძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, ჰქონიათ ბოსტნები, ერთი თვალი წისქვილი. მათი წლიური გადასახადი 6000 ახჩა ყოფილა. 1704–05 წლებში სოფელი გომი ახალქალაქის ლივაში შემავალ აკშეჰირის ნაჰიეს ეკუთვნოდა და მისი გადასახადი 8000 ახჩას შეადგენდა.

1830 წელს სოფელში სომხური მოსახლეობა გადმოსახლდა ერზურუმის მხრიდან. 1863 წლის საბუთში დიდი და პატარა გომია დასახელებული, მაგრამ პატარა გომი უკვე გაუკაცრიელებული ყოფილა. 1870 წელს გომში 51 კომლი ცხოვრობდა.

სოფელში დგას 1846 წელს აგებული სომხური ეკლესია. ძველ სასაფლაოზე შერჩენილია ქვის ყოჩი და გუმბათიანი ეკლესიის მაკეტი. სომხური ეკლესიის კედელში დაუყოლებიათ ძველი ქართული ეკლესიის ქვაჯვარის ბაზისი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 913 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1501 744 757
2014[1] 913 455 458

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.