საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
| საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა | |
|---|---|
| სტატუსი | მოქმედი |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| თავმჯდომარე | გია ბერძენიძე |
| წარმომადგენლობითობა | |
| პარლამენტი |
0 / 150 |
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაარსდა 2007 წლის 2 აგვისტოს. ამავე წელს დაფუძნდა პარტიის ახალგაზრდული ფრთა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის საბჭო, რომელიც 4 წლის ვადით ირჩევა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 8 ივნისს ჩამოყალიბდა საარჩევნო ბლოკი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც გაერთიანდა 6 პარტია:
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
- თავისუფალი საქართველო;
- თავისუფლება;
- ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
- ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.[1]
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში გაიყვანა 6 დეპუტატი. საარჩევნო ბლოკში მყოფი ყველა პარტია გახდა კვალიფიციური სუბიექტი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. პარტიამ მიიღო 0,17% და ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც დაკარგა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი.
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | არჩევნები | ხმები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა | კოალიცია |
|---|---|---|---|---|---|
| 2016 | საპარლამენტო | 88 097 | 5,01% | გახდა კვალიფიციური სუბიექტი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია |
| 2020 | საპარლამენტო | 3 245 | 0,17% | ვერ გადალახა ბარიერი | დამოუკიდებელი |