ხალხისთვის
| ხალხისთვის | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| თავმჯდომარე | ანა დოლიძე |
| ისტორია | |
| დამფუძნებელი | ანა დოლიძე |
| დაფუძნდა | 22 მაისი, 2021 წელი |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია |
სოციალ-დემოკრატია[1] პროევროპულობა[2] |
| პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი[2] |
| წარმომადგენლობითობა | |
| პარლამენტი |
0 / 150 |
| საკრებულოები |
0 / 2 058 |
| თბილისის საკრებულო |
0 / 50 |
| ფერები |
სტაფილოსფერი ლურჯი |
| 4people.ge | |
ხალხისთვის — მემარცხენე-ცენტრისტული[2] პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ანა დოლიძემ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 22 მაისს გაიმართა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 21 მაისს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა იყო „სუფთა ხელებით“, რომელიც ორპოლუსიანობას დაასრულებდა. ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 22 მაისს მან პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა, რომლის ქვაკუთხედი სოციალური სამართლიანობაა.[3][4]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[5]
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიის თავმჯდომარე ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატად იყო წარმოდგენილი, რომელმაც გაძლიერებული ორპოლუსიანობის პირობებში ხმების 4,56% (21 935 ხმა) მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა.[6]
პარტია „ხალხისთვის“ წარმოდგენილი იყო თბილისის ათივე სამაჟორიტარო რაიონში, ხოლო რეგიონის მასშტაბით შვიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: მესტია, ოზურგეთი, ჩხოროწყუ, ყაზბეგი, ქუთაისი, რუსთავი, ონი.
პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 988 ხმა მიიღო და თბილისისა და ყაზბეგის საკრებულოს მუნიციპალიტეტში თითო-თითო მანდატი მოიპოვა. თბილისი - ნინო წულაძე; ყაზბეგი - შენგელი ავსაჯანიშვილი.[7]
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიას ერთი ხმა სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე ნაკლები — 2,01 ლარი დაუჯდა. პარტიამ საანგარიშო პერიოდში სულ 30 186 ლარი დახარჯა, საიდანაც 10 816 სარეკლამო ხარჯი იყო. პარტიამ შემოსავლის სახით 29 572 ლარი მიიღო. არჩევნებში კი ანა დოლიძის პარტიამ 14 988 ხმა მიიღო, შესაბამისად, პარტიას ერთი ხმა 2,01 ლარი დაუჯდა.[8]
პარტიის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სახელი | სურათი | წელი | |
|---|---|---|---|
| 1 | ანა დოლიძე | 22 მაისი, 2021-დღემდე |
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ლიდერი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 2024 | ანა დოლიძე | 182 922 | 8,81 | 1 / 150 |
ახალი | ოპოზიცია | ძლიერი საქართველო |
ადგილობრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
|---|---|---|---|---|
| 2021 | 14 988 | 0,85 | 2 / 2 068 |
ახალი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარტიის ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2021-11-28 საიტზე Wayback Machine.
- ხალხისთვის Facebook-ზე
- პარტიის მანიფესტი. 4people.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იან იაკობ ლანგერი. (7 მარტი, 2024) Georgien vor den Wahlen: Zwischen russischem Druck und europäischem Einfluss გერმანული. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2025
- 1 2 3 Parties, Parliaments and Polling Averages: Georgia ინგლისური. Europe Elects. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2026
- ↑ „ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა“. ნეტგაზეთი. 21 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა“. ნეტგაზეთი. 22 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა“. მთავარი არხი. 3 ივნისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები. ცესკო. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022
- ↑ „ანა დოლიძე-ხალხისთვის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში“. სივილ ჯორჯია. 24 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „რომელმა პარტიამ დახარჯა ყველაზე ბევრი/ცოტა 1 ხმის მოსაპოვებლად“. ნეტგაზეთი. 22 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)