სერგეი გავრილოვი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სერგეი გავრილოვი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სერგეი გავრილოვი (მრავალმნიშვნელოვანი).
სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი
Сергей Гаврилов (duma.gov.ru).jpg
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1966 (1966-01-27) (55 წლის)
დაბადების ადგილი ტულა, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება რუსი
რელიგია მართლმადიდებლობა
პარტია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი
ჯილდოები II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი
kprf.ru/personal/gavrilov

სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი (რუს. Серге́й Анато́льевич Гаври́лов; დ. 27 იანვარი, 1966, ტულა, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან. 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ, რომელიც პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაარბია. მიღებული აქვს II ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]