მომავალი საქართველო
იერსახე
| მომავალი საქართველო | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | გიორგი ლაღიძე |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 22 თებერვალი, 2008 |
| ფერები | |
| შტაბ-ბინა | საქართველო, თბილისი, ა. ხორავას N9 |
| http://momavalisaqartvelo.ge/ | |
მომავალი საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2008 წლის 16 თებერვალს, ხოლო ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2008 წლის 22 თებერვალს.[1]
პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო გიორგი ლაღიძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. გიორგი ლაღიძე პროფესიით იურისტია.[1]
პარტიის თავმჯდომარე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყო, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.[1]
ორგანიზაციული სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა.[1]
პარტიის აღმასრულებელი ორგანოა მთავარი კომიტეტი, რომელიც შედგება 7 წევრისგან და არჩეულნი არიან 4 წლის ვადით. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია.[1]
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2012 | საპარლამენტო | 0,03% | ვერ გადალახა ბარიერი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი[დაარქივებული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-08-24.
| ||||||||