ხალხის პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხალხის პარტია
ხალხის პარტია
ლიდერი ალექსანდრე კობაიძე
დაფუძნდა 12 მარტი, 2006
იდეოლოგია კონსერვატიზმი
შტაბ-ბინა ჯავახიშვილი ქ. #73, 0164
თბილისი
ფერები         

ხალხის პარტია — პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში. დაფუძნდა 2006 წლის 12 მარტს საინიციატივო ჯგუფის საფუძველზე. პარტიის მიმართულება: მემარცხენე ცენტრისტები. საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ ასმათ მურადაშვილი, გიორგი ოძელი, კახაბერ ფირუაშვილი, დავით კვაჭაძე, ჯუმბერ თავართქილაძე, როინ ხიჯაკაძე და აკაკი ფანჩულიძე. საინიციატივო ჯგუფმა 2007 წლის 9 ივნისს პარტიის ყრილობა გაიმართა, ყრილობამ აირჩია უმაღლესი ორგანო პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურმა საბჭომ კი პარტიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი აირჩია. თავმჯდომარედ კობა დავითაშვილი იქნა აირჩეული, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ასმათ მურადაშვილი. პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ გიორგი ოძელი, აკაკი ფანჩულიძე, კახაბერ ფირუაშვილი, როინ ხიჯაკაძე, ჯუმბერ თავართქილაძე, თეირან ნონიაშვილი, დავით ბიწაძე და დავით კვაჭაძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ხალხის პარტია“ გაერთიანებულ ოპოზიცურ პარტიებთან ერთად აქტიურად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რის შემდეგაც 2008 წლის საპარლმანეტო არჩევნების შემდეგ კვალიფიციური პარტია გახდა. პარტიამ გამოუშვა საკუთარი გაზეთი „ხალხის პარტია“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.

2008 წელს საპარლამენტო არჩევნების ზუგდიდი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა დავითაშვილი გახდა. 2009 წელს „ხალხის პარტია“ აქტიურად მონაწილეობდა საკნების აქციაზე. 2010 წლის ადგილობრივ არჩვენებში ეროვნული საბჭოს სახელით, სამი პარტია გაერთიანდა: „ხალხის პარტია“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვი“.

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისი საკრბულოს წევრი „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი გახდა. 2011 წელს კი „ხალხის პარტიის“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარეს კობა დავითაშვილს „ქართული ოცნების“ სააერჩევნო სიით ეყარა კენჭი, რის შემდეგაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. ამის შემდეგ თბილისის საკრებულოში კობა დავითაშვილის ადგილმონაცვლე გახდა პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ფირუაშვილი, რომელიც საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 2013 წელს კობა დავითაშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა პრეზიდენტობაზე და ხმის 1,2% აიღო, რის შემდეგაც დავითაშვილმა, როგორც პოლიტიკური ასპარეზი ასევე 2014 წელის აპრილში „ხალხის პარტიის“ დავმჯდომარის პოზიციაც დატოვა. 2015 წლის 27 ივნისს „ხალხის პარტიამ“ თავმჯდომარედ აირჩია ალექსანდრე შალაბმერიძე, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც პარტიამ შეწყვიტა აქტიურობა, თუმცა რეგისტრირებული დარჩა. 2017 წლის 21 იანვარს „ხალხის პარტიამ“ ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა და პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსანდრე კობაიძე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]