თავისუფლება (პარტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლება.
თავისუფლება
ხელმძღვანელობა
ლიდერი მალხაზ გორგასლიძე
ისტორია
დაფუძნდა იანვარი, 2004
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი
შტაბ-ბინა ყაზბეგის გამზ. #25 ბ. 127
თბილისი
დროშა

თავისუფლებაკონსერვატიული მიმართულების პარტია საქართველოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 2004 წლის იანვარში. მისი დამფუძნებელი იყო ისტორიკოსი და ირანისტი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი. პირველივე არჩევნებში 2004 წელს პარტიამ მიიღო ხმათა 4,39%. აპრილში პარტიამ უშედეგოდ გაასაჩივრა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში. 2005 წლის ხელახალ/შუალედურ არჩევნებში „თავისუფლება“ თანამშრომლობდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან: საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები.

2007 წლის შემოდგომაზე პარტია გახდა ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრი და იყო თანაორგანიზატორი ნოემბრის აქციებისა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინა ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციის შემადგენლობაში. გამსახურდიამ მოპოვებულ მანდატზე უარი განაცხადა, თუმცა 2009 წლის შემოდგომაზე ის შევიდა პარლამენტში.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ვერ მოიპოვა მაჟორიტარული მანდატები და პროპორციული მანდატების მისაღებად აუცილებელი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ყველა თვითმმართველ ერთეულში, გარდა ერთისა: მესტიის მუნიციპალიტეტში პარტიამ მიიღო ხმათა 9%. 2011 წლის 24 ივნისს საქ. პარლამენტმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად/ელჩად დაამტკიცა.[1] კოკო გამსახურდიას შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, რის შედეგად პარტიამ დაკარგა წარმომადგენელი საქ. პარლამენტში.

პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში (როგორც საარჩევნო სუბიექტმა „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“), მაგრამ ვერ გადალახა აუცილებელი 5%-იანი ბარიერი.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ძირითადი მხარდამჭერები არიან ზვიად გამსახურდიას ყოფილი მომხრეები.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2004 საპარლამენტო 4,39% ვერ გადალახა ბარიერი
2010 თვითმმართველობის მესტიის მუნიციპალიტეტი: 9,23% მოიპოვა მანდატები[2]
2012 საპარლამენტო 0,05% ვერ გადალახა ბარიერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]