ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი
ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
გენერალური მდივანი | მარიამ ჯაში |
ისტორია | |
დაფუძნდა | 7 ივნისი, 2020 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ევროატლანტიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები |
ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი — პოლიტიკური პარტია საქართველოში. იგი 2020 წლის 7 ივნისს, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაარსდა (მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი).
დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა თბილისში, სადაც დელეგატების ხმის მიცემით დამტკიცდა პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. ყრილობაზე აგრეთვე დამტკიცდა პარტიის სახელწოდება „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“.[1] პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივნად — მარიამ ჯაში, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ — ზვიად კვაჭანტირაძე.[2]
პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური ხედვა ეფუძნება სოციალურ სამართლიანობას, სოლიდარობას, კეთილდღეობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებით ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას.[3]
„ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ მონაწილეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მათ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დააყენეს კანდიდატი.[4]
პარტიამ არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. მოგვიანებით მისი რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ და თვითონ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა.[5]
შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საპარლამენტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2020 | 8 335 | 0,43 | 0 / 150 |
ახალი | გარესაპარლამენტო |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან. რადიო თავისუფლება (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ დამოუკიდებელი დეპუტატები ახალი პარტიის „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ პრეზენტაციას მართავენ. interpressnews.ge (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
- ↑ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ნაწილმა ახალი პარტია დააფუძნა. civil.ge (8 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ შექმნეს. imedinews.ge (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
- ↑ აფრიამაშვილი, სოფო (8 თებერვალი, 2021). „“ცალსახად არ ვაპირებ სხვა პარტიაში გაერთიანებას” — ნაცვლიშვილი “სოლიდარობის ალიანსს” ტოვებს“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|