შინაარსზე გადასვლა

გიორგი (ჯამდელიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გიორგი.
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი
გიორგი (ჯამდელიანი)
დროშა
დროშა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
დაბადების სახელი: ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი
დაბადება: 1 ოქტომბერი, 1981 (1981-10-01) (44 წლის)
მესტია
ბერად აღკვეცა: 2006 წლის 27 აგვისტო
დიაკვნად კურთხევა: 2006 წლის 4 დეკემბერი
მღვდლად კურთხევა: 2007 წლის 19 იანვარი
ეპისკოპოსად კურთხევა: 2013 წლის 23 ნოემბერი

ეპისკოპოსი გიორგი (ერისკაცობაში — ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი; დ. 1 ოქტომბერი, 1981, მესტია) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი. ანგელოზის დღე — 27 ივნისი (10 ივლისი) [ღირსი გიორგი მთაწმიდელის ხსენება]; კათედრა და რეზიდენცია მარნეულში.

ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი, ერისკაცობაში ლერი ვალერის (სპირიდონის) ძე ჯამდელიანი, დაიბადა 1981 წლის 1 ოქტომბერს მესტიაში. მამა — ვალერი (სპირიდონ) ჯამდელიანი, პროფესიით იურისტი, ისტორიკოსი, დედა — დალი დადვანი, პროფესიით ექიმი-პედიატრი. სწავლობდა თბილისის I კლასიკურ გიმნაზიაში, 1998 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები-დიპლომატიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს.

2005 წლიდან იწყებს მონასტრულ ცხოვრებას რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამის ხეობაში. 2006 წლის 27 აგვისტოს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით, იღუმენმა ეფრემმა (შემდგომში ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი) ქოზიფის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა. 2006 წლის 4 დეკემბერს რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) მიერ იკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 2007 წლის 19 იანვარს მის მიერვე — მღვდელ-მონაზვნად. წინამძღვრობდა ტბეთის, ქოზიფის, პირღებულის და სახუნდარის მამათა მონასტრებს.

2013 წლის 11 ოქტომბერს, მიტროპოლიტი იობის წარდგენით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მოხდა გამორჩევა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
  2. პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება 23/11/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2015-01-31.