სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამთავისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
სამთავისი

სამთავისის არქეოლოგიური გათხრები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი სამთავისი
კოორდინატები 42°00′20″ ჩ. გ. 44°24′37″ ა. გ. / 42.00556° ჩ. გ. 44.41028° ა. გ. / 42.00556; 44.41028
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 532[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 88,5 %
ოსები 10,9 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი)
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი)
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი) — კასპის მუნიციპალიტეტი
სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი)

სამთავისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბოჟამი, თოგოიანთკარი).[1] მდებარეობს მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 11 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ — ისიდორემ (ეზდერიო) აქ ააშენა ეკლესია. ძველად სამთავისი საგანმანათებლო კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: ილია (XVI ს.), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს), ანტონ I კათალიკოსი და სხვა. აქ იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც გაუქმდა 1811 წელს.

სოფლისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არაერთი ისტორიული მოვლენა მოხდა: XVIII საუკუნის 30-იან წლებში ყიზილბაშებს განუდგა ქართველ დიდებულთა ერთი ნაწილი (შანშე ქსნის ერისთავი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბაშიძე და სხვა). გამდგარ თავადებს ყიზილბაშებმა რაზმი შეუსიეს. 1736 წელს ყიზილბაშთა რაზმსა და ქართველებს შორის გაიმართა ბრძოლა. მტერმა დაიკავა სამთავისი, მაგრამ მალე ისინი დაამარცხეს ქართველთა რაზმებმა. მტერი გაიქცა და თბილისის ციხეს შეაფარა თავი.

1921 წლის მარტში სოფელ სამთავისის უღარიბესი და საშუალო გლეხობის კრებამ გადაწყვიტა კოლექტიური მეურნეობის ჩამოყალიბება. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი. მალე ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი სას.-სამ. არტელი „ახალი ცხოვრება“, რომელიც თავდაპირველად 17 კომლს აერთიანებდა. მიწას ერთობლივად ამუშავებდნენ და მოსავალს არტელთა წევრებს შორის თანაბრად ანაწილებდნენ. 1922 წლის 27 აგვისტოს სოფლის კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება არტელ „ახალი ცხოვრების“ კომუნად გარდაქმნის შესახებ. კომუნარები მოდის საერთო 28-ბინიანი საცხოვრებელი სახლი და დიდი ორსართულიანი შენობა — კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება. სამთავისის კომუნის მაგალითზე საქართველოში შეიქმნა სხვა კომუნები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 532 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 677 329 348
2014[1] 532 267 265

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]