ნეოლიბერალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოლიბერალიზმი მიუთითებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფილოსოფიაზე, რომელიც უარჰყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე. საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური და/ან სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.

ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. ამ ფილოსოფიის საყრდენი თეორიაა კეინსიანიზმი, რომლის "უხილავი ხელი" მთავრობის პირდაპირ ინტერვენციაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს ფროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ. მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას.

ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. ადგილობრივად ის პროტექციონიზმს, როგორც ასეთი, არ უარჰყოფს, თუმცა გამოიყენებს მხოლოდ როგორც მოლაპარაკებებში ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინონ. ნეოლიბერალიზმი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თანასწორუფლებიან ვაჭრობასა და სხვა ისეთ მოძრაობებთან, რომლთა აზრით მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში.