გლობალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გლობალიზმი — აღწერს სხავადსხვა სისტემებს, რომლების ფართობიც უბალოდ საერტაშორისობას სცდება. პოლიტიკის მეცნიერები, როგერებიცაა ჯოზეფ ნაი, ტერმინს იყენებენ „თანამედროვე მსოფლიოს ყველა ურთიერთკავშირის და იმ შაბლონებზე ხაზის გასმის გაგება, რომელიც ხსნის მათ.“[1] როდესაცტერმინი უპირველს ყოვლის ასოცირდება მსოფლიო სისტემებთამ, ის ასევე შეიძლება ახასითებდეს გლობალურ ტრენდებს. ტერმინი ასევე გამოიყენება გლობალიზაციის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ, როგორებიცაა პოპულისტები.

ტერმინი მსგავსია ინტერნაციონალიზმისა და კოსმოპოლიტანიზმთან.

პოლიტიკური მეცნიერებების ახსნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოსი პოლ ჯეიმზი გლობალიზმს ხსნის, „ყოველ შემთხვევაში, უფრო კონკრეტულ გამოყენებაში [...] როგორც დომინანტური იდეოლოგია და სუბიექტივი ასოცირებულია განხვავებულ ისტორიულ-დომინანტ გლობალური ფორმაციის გაფართოება, გვიჩვენებს რომ გლობალიზმსა და გლობალიზაციის ტრადიციულ ან პრე-თანამედროვე ფორმებს საწყისი უნდა ჰქონოდათ ძველ პერიოდში, რომის იმპერიაში ან თუნდათ ძველ საბერძნეთში.“[2]

მანფრედ სტეგერი განასხვავებს გლობალიზმს, იურიდიულ გლობალიზმს, ჯიჰადურ გლობალიზმს და მარკეტულ გლობალიზმს[3] მარკეტულ გლობალიზმში შედის ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიები. ზოგ შემთხვევაში გლობალიზმის მარკეტული გლობალიზმის ან ნეოლიბერალიზმის ერთ იდეოლოგიამდე შემცირება იწვევს დაბნეულობებს. მაგალითად, 2005 წლის წიგნში „გლობალიზმის დაცემა და მსოფლიოს ხელახლა გამოგონება“, კანადელი ფილოსოფოსი ჯონ რალსტონ საული გლობალიზმს ექცეოდა როგორც ნეოლიბერალიზმის და ნეოლიბერალური გლობალიზაციის კონტერმინს. მისი აზრით, გლობალიზაცია ,რომელიც შორსაა შეუჩერებელი ძალისაგან, უკვე დაშლილია სხვადასხვა ნაწილება და მოქალაქეები ხელახლა აყენებენ საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს როგორც პოზიტიური, ასევე დამანგრეველი გზებით.

ალტერნატიულად, ამერიკელმა პოლიტიკის მეცნიერმა, ჯოზეფ ნაიმ, ნეოლიბერალიზმის საერთაშორისო უმთიერთობების თეორიის თანადამფუძნებელი, მოახდინა ტერმინი „გლობალიზმის“ განზოგადება ისე რომ ახასიათებდეს ყველა მულტიკონტინენტური დამაკავშირებელი ქსელების ყვლა ახსნა-განმარტებას; ხოლო გლობალიზაცია ახასიათებდეს გლობალიზმის შემცირებას ან გაზრდას.[1] ეს ტერმინი ჩამოყალიბდა და დღემდე გამოიყენება აკადემიურ დებატებში კონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებების შესახებ რომლებიც ახასიათებენ გლობალიზაციას.[4]

არგუმენტები გობალიზმის სასარგებლოდ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალიზმის მხარდაჭერებს სჯერათ გლობალური მოქალქეობის; რაც ნიშნავს რომ კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა შეიძლება მოხდეს დემოკრატიული გლობალიზმით. დემოკრატიული გლობალიზმის არის იდეა რომ ყველა ხალხი მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი ადგილის განურჩევალდ, და რომ უნივერსალური თავისუფლებსა და უფლებებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მთლიან კაცობრიობას.[5] მსოფლიოს მოქალაქეებს სჯერათ სამოქალაქო გლობალიზმის[6] და სჯერათ რომ გლობალურ ფიქრს და ადგილობრივ მოქმედებას შეუძლიათ პოზიტიურად შეცვალონ ყველა ბარიერი.

არგუმენტები გლობალიზმის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგუმენტები გლობალიზმის წინააღმდეგ მოიცავს, კულტურული იდენტობის დაკარგვას, საზოგადოებრივი ისტორიის წაშლა, ცივლიზაციის კონფლიქტს, პოლიტიკური წარმომადგენლობის დაკარგვას და დემოკრატიული პროცესის გაწირვას გლობალურად მართული საზოგადოებისათვის.[7] მაგრამ, ტერმინი „გლობალისტი“ ასევე გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დსამცირებლად, მარცხნივ 1990-იანების ანტოგლობალისტური მოძრაობებისა და პროტესტებისას და მარჯვნივ როგორც „კოსმოპილიტანების“ ან სხვა ადამიანების დასახასიათებლად, რომლებსაც საერთაშორისო პროექტები ნაციონალურ პროექტებზე უფორ მნიშვნელოვანი მიაჩნდათ. მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მან და მისმა ადმინისტრაციამ ტერმინი „გლობალისტი“ სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენეს. ადმინისტრაციას ბრალს სდებენ ტერმინის ანტისემიტურ „ძაღლის შტვენად“ გამოყენებაში.[8][9][10][11][12]

კონცეპტის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინის პირველი ფართომაშტაბიანი გამოყენება აშშ-ში გაჩნდა.[13] ტერმინი „გლობალისტის“ ადრეული გამოყენების უმეტესობა კუ-კლუქს-კლანისა და ნეონაცების მსგავსი ორგანიზაციების დამცირებაზე მოდიოდა.

გლობალიზმის თანამედროვე კონცეპტი 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დებატებში გაჩნდა აშშ-ში.[14] მანამდე არ ნახული ძალაუფლების მფლობელი აშშ გეგმავდა ომის შენდეგ სამყაროს ისე ფორმულირება როგორც მათ უნდოდათ, რაც, ეკონომიკურად, ნიშნავდა მსოფლიო მაშტაბის მქონე კაპიტალისტური ორდენს, რომელსაც აშშ გაუძღვებოდა. ეს იყო პერიოდი როდესაც აშშ-ის გლობალური ძალაუფლება პიკში იყო: სახელმწიფოს ჰქონდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მყარი და დიდი ეკონომიკური ძალა კაცბრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ არმიასთან ერთად.[15] როგორც ჯორჯ კენანის პოლიტიკის დაგეგმვის შტაბმა განაცხადა 1948 წელს: „ჩვენ, მსოფლიოს მოსახლეობის 6.3%-ით ვაკონტროლებთ მსოფლიო სიმდიდრის დაახლოებით 50%. […] ჩვენი რეალური მიზანია შევიმუშავოთ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც მოყვებიან უთანასწორობის შენარჩუნების გეგმას.“[16] ამერიკის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ჯერ კიდევ სახელმწიფოების ხელახლა აშენების ფაზაში იყვნენ მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული ნგრევის შემდეგ.[17]

თანამედროვე გლობალიზმი იყო დაკავშირებული სახელმწიფოების და ეკონომიკების ინტეგრაციასთან. პირველი ადამიანი რომელმაც ტერმინი „ეკონომიკური ინტეგრაცია“ (მისი თანამედროვე გაგებით, ესეიგი განსხვავებული ეკონომიკების შერწყმა უფრო დიდი ეკონომიკის შექმნის მიზნით) იყო ჯონ დე ბირსი, ეკონომისტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინოში, 1941 წელს.[18] უკვე 1948 წლისათვის, „ეკონომიკური ინტეგრაცია“ ჩნდებოდა უამრავ ამერიკულ დოკუმენტებსა და სიტყვით გამოსვლებში.[19] პოლ ჰოფმანმა, მაშინ ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციის მეთაური, ტერმინი გამოიყენა ევროპის ეკონომიკის თანამშროლმობის ორგაზიციის მიართ გაკეთებულ სიტყვით გამოსვლაზე 1949 წელს.[19]

გლობალიზმი დომინანტური იდეოლოგიების კონპლექსად XX საუკუნის ბოლოს გადაიქცა. როგორც ეს იდეოლოგიები აცხადებენ და გლობალიზაცია კიდევ უფრო მძაფრდება, მათ წვლილი შიაქვთ დაკავშირებულ, გლობალურ წარმოსახვაში [20] 2010 წელს მანფრედ სტეგერმა და პოლ ჯეიმსმა, ეს პროცესი ოთხ დონედ დაყვეს: იდეების, შემდეგ იდეოლოგიების, წარმოსახვების და ბოლოს ონტოლოგიის შეცვლა.[21]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ankerl Guy; Coexisting Contemporary Civilizations. INUPRESS; Geneva, 2000, ISBN 2-88155-004-5
  • Steger, Manfred B. (2009). Globalism: The New Market Ideology, 3rd, Lanham, MD: Rowman & Littlefield. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nye 2002.
  2. James 2006.
  3. Steger 2008.
  4. Martell, Luke (2007). "The Third Wave in Globalization Theory". International Studies Review 9 (2): 173–196. . http://sro.sussex.ac.uk/id/eprint/1243/1/thirdwaveweb.pdf.
  5. The answer to nationalist fervour isn't less globalisation. It's more.
  6. Naidoo, Kumi (April 20, 2000). "The New Civic Globalism". The Nation. https://www.thenation.com/article/new-civic-globalism/.
  7. Parekh, Bhikhu C. (2000). Rethinking Multiculturalism: Cultural Diversity and Political Theory (en). Harvard University Press. ISBN 9780674004368. 
  8. Stack, Liam. “Globalism: A Far-Right Conspiracy Theory Buoyed by Trump“, The New York Times, 14 November 2016. (en) 
  9. Sales, Ben. (6 April 2017) Stephen Bannon reportedly called Jared Kushner a 'globalist.' Here's why the term makes some Jews uneasy. en-US. Jewish Telegraphic Agency. ციტირების თარიღი: 2018-11-25
  10. Weber, Peter. “Mick Mulvaney throws an 'anti-Semitic dog whistle' into his fond farewell message to Gary Cohn“, The Week, 7 March 2018. 
  11. Levin, Brian. “Opinion | Brian Levin: How globalism became a dirty word in the Trump White House (and America)“, NBC News, 1 April 2018. (en-US) 
  12. Goodkind, Nicole. “Donald Trump keeps calling adversaries "globalists," despite warnings it's anti-Semitic“, Newsweek, 1 August 2018. (en) 
  13. globalism in American-English corpus, 1800–2000. Google Ngram Viewer. ციტირების თარიღი: 24 October 2014.

    Compare this with globalism in the British-English corpus, where its appearance is later and much more muted.

  14. Rosenboim, Or (2017) The Emergence of Globalism. Princeton University Press. ISBN 978-1-4008-8523-7. 
  15. Leffler 2010.
  16. DoS 1948.
  17. Kolko და Kolko 1972
  18. Machlup 1977.
  19. 19.0 19.1 Machlup 1977.
  20. Steger 2008.
  21. James და Steger 2010.