ტომას პეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომას პეინი
Thomas Paine.jpg
დაბ. თარიღი 9 თებერვალი 1737(1737-02-09) ან 29 იანვარი 1737(1737-01-29)[1][2]
დაბ. ადგილი თეტფორდი
გარდ. თარიღი 8 ივნისი 1809(1809-06-08)[1][2] (72 წელი)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[3]
საქმიანობა ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მწერალი, მეწარმე და ჟურნალისტი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
აშშ
საფრანგეთი
ხელმოწერა Thomas Paine Signature.svg
Thomas Paine ვიკისაწყობში

ტომას პეინი (ინგლ. Thomas Paine; დ. 9 თებერვალი, 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი – გ. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ) — აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი. 1774 წელს პეინი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1777-79 წლებში იყო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი. 1781 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებაშისაფრანგეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებისადმი დახმარების გაწევის შესახებ. 1787 წელს საცხოვრებლად გადავიდა ევროპაში, სადაც წერს ტრაქტატს "ადამიანის უფლებები" (1791-92), რომელშიც იცავს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პრინციპებს, ავითარებს ხალხის სუვერენიტეტისა და რესპუბლიკანიზმის იდეას.

წიგნში "აგრარული სამართალი" (1797) პეინი კიცხავდა საკუთრების განაწილების სისტემას და მიუთითებდა, რომ კაპიტალისტები მუშების შრომით მდიდრდებიან. პეინი ათეისტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკაში. ნაშრომში " "გონების საუკუნე" (1794) იგი გონების ძალას უპირისპირებდა რელიგიურ ცდუნებას. 1802 წელს პეინი დაბრუნდა ამერიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118591215 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 26 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Пейн Томас, Пейн Томас // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015: