შინაარსზე გადასვლა

ჯინის კოეფიციენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემოსავლების უთანაბრობის ჯინის ინდექსი ქვეყნების მიხედვით (2021 წლის მონაცემები)

ჯინის კოეფიციენტი ან ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემების გაფანტულობის საზომს, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლის უთანასწორობას ან სიმდიდრის უთანასწორობას ერში ან ხალხის სხვა ჯგუფში.[1] იგი შეიმუშავა იტალიელმა სტატისტიკოსმა და სოციოლოგმა კორადო ჯინიმ და გამოქვეყნდა 1912 წელს, თავის ნაშრომში, ცვლადი და ცვალებადობა.

ჯინის კოეფიციენტი ზომავს უთანასწორობის განაწილების სიხშირეს (მაგალითად, შემოსავლის დონეები). ჯინის კოეფიციენტი 0 გამოხატავს სრულყოფილ თანასწორობას, სადაც ყველა ღირებულების მნიშვნელობა ერთნაირია (მაგალითად, სადაც ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს). ჯინის ერთი (100 %) კოეფიციენტი გამოხატავს მაქსიმალურ უთანსწორობას ღირებულებებს შორის (მაგალითად, ადამიანების დიდი ნაწილისთვის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს მთელი შემოსავალი, ხოლო დანარჩენებს არ აქვთ, ჯინის კოეფიციენტი თითქმის ერთის ტოლი იქნება).[2]

ჯინის კოეფიციენტი შემოგვთავაზა პროფესორმა ჯინმა, როგორც შემოსავლის ან სიმდიდრის უთანსწორობის საზომი.[3] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებისთვის, XX საუკუნის ბოლოს, გადასახადებისა და ტრანსფერული გადასახადების ეფექტის გათვალისწინებით, ჯინის კოეფიციენტი იყო 0,24-დან 0,49-მდე, სადაც სლოვენიამ მიიღო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მექსიკას წილად ხვდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.[4] 2008-2009 წლებში, აფრიკის ქვეყნებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი ჯინის კოეფიციენტები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში — მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელიც მერყეობდა 0,63-დან 0,7-მდე,[5][6] თუმცა შემდგომში ეს მაჩვენებელი 0,52-მდე ჩამოვიდა, სოციალური დახმარების შემდეგ, დაბეგვრის გათვალისიწინებით კი ეს მაჩვენებელი კვლავ დაეცა 0,47-მდე.[7] ქვეყანა ყველაზე დაბალი ჯინის კოეფიციენტით არის სლოვაკეთი, ჯინის კოეფიციენტი აქ უდრის 0,232-ს.[8] ჯინის გლობალური შემოსავლის კოეფიციენტი 2019 წელს სხვადასხვა წყაროს მიხედვით 0,61-დან 0,71-მდე მერყეობდა.[9][10]

იტალიელი სტატისტიკოსი კორადო ჯინი გარდაიცვალა რომში, 1965 წლის 13 მარტს, იგი ვერც წარმოიდგენდა, რომ 50 წლის შემდეგ გაერო კვლავ გამოიყენებდა მის სახელს ერთა ყოველწლიურ რეიტინგში.[11][12] ჯინის კოეფიციენტი შეიმუშავა იტალიელმა სტატისტიკოსმა და სოციოლოგმა კორადო ჯინმა 1912 წელს. ამერიკელი ეკონომისტის მაქს ლორენცის ნაშრომზე დაყრდნობით, ჯინიმ შემოგვთავაზა სხვაობა ჰიპოთეტურ სწორ ხაზს შორის, რომელიც ასახავს სრულ თანასწორობას და მეორეს მხრივ შემოგვთავაზა სხვაობა ხალხის შემოსავლის რეალურ ხაზს შორის, რაც წარმოადგენს უთანასწორობის საზომს.[13]

მნიშვნელობის განსაზღვრა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯინის კოეფიციენტი უდრის A ფართობს გაყოფილს A და B ფართობების ჯამზე, ანუ . კოორდინატთა ღერძები მერყეობს 0-დან 1-მდე, ამიტომ A და B ქმნის სამკუთხედს ფართობით and .

ჯინის კოეფიციენტი არის ერთი მარტივი რიცხვი, რომლის მიზანია განაწილების უთანასწორობის ხარისხის გაზომვა. ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ეკონომიკაში იმის დასადგენად თუ რამდენად დაშორებულია ქვეყნის სიმდიდრე ან შემოსავლის განაწილება სრულიად თანაბარი განაწილებიდან.[14]

როგორც წესი, ჯინის კოფიციენტი განისაზღვრება მათემატიკურად ლორენცის მრუდის საფუძვლეზე, რომელიც ასახავს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის (y ღერძი) ნაწილს, რომელიც კუმულაციურად მიიღება მოსახლეობის ქვედა ფენის მიერ (იხ. დიაგრამა).[15] ამრიგად, 45 გრადუსიანი ხაზი წარმოადგენს შემოსავლების სრულ თანასწორობას. ამის შემდეგ ჯინის კოეფიციენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანაფარდობის ხაზსა და ლორენცის მრუდს შორის არსებული დიაპაზონის თანაფარდობა (დიაგრამზე აღნიშნულია როგორც A) თანასწორობის ხაზის მთელ ფართობზე (დიაგრამზე აღნიშნულია როგორც A და B); ანუ G=A/(A+B). იგი ასევე უდრის 2A-ს და 1 - 2B იმის გამო, რომ A+B = 0,5 (ვინაიდან ღერძების მასშტაბია 0-დან 1-მდე).[16]

თუ ყველა ადამიანს აქვს არაუარყოფითი შემოსავალი (ან სიმდიდრე, შესაბამისად), ჯინის კოეფიციენტი შეიძლება თეორიულად მერყეობდეს 0-დან (სრული თანასწორობა) 1-მდე (სრული უთანსაწორობა); იგი ზოგჯერ გამოიხატება პროცენტულად 0-დან 100-მდე. რეალობაში კი ორივე უკიდურესი მნიშვნელობა არ არის მიღწეული. თუ უარყოფითი მნიშვნელობები შესაძლებელია (მაგალითად, ვალების მქონე ადამიანების უარყოფითი სიმდიდრე), მაშინ თეორიულად ჯინის კოეფიციენტი შეიძლება იყოს 1-ზე მეტი. ჩვეულებრივ საშუალო მიიღება პოზიტიურად, რაც გამორიცხავს ჯინის კოეფიციენტს ნულზე ნაკლებს.

ალტერნატიული მიდგომაა ჯინის კოეფიციენტის განსაზღვრა, როგორც ფარდობითი საშუალო აბსოლუტური სხვაობის ნახევარი, რომელიც მათემატიკურად უდრის ლორენცის მრუდის საფუძველზე განსაზღვრულ დეფინიციას.[17] საშუალო აბსოლუტური სხვაობა არის მოსახლეობის ყველა წყვილის საშუალო აბსოლუტური სხვაობა, ხოლო ფარდობითი საშუალო აბსოლუტური სხვაობა არის საშუალო აბსოლუტური სხვაობა გაყოფილი საშუალოზე, მასშტაბის ნორმალიზებისთვის. თუ x არის პირის სიმდიდრე ან შემოსავალი და იქ n ადამიანია, მაშინ ჯინის კოეფიციენტი G გამოითვლება ფორმულით.

ქვეყნები ჯინის ინდექსის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინის კოეფიციენტი და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ჯინის ინდექსი შედარებით მაღალია, თუმცა, წლების განმავლობაში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჯინის კოეფიციენტი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სოციალური უთანასწორობის ინდექსი 2011-2015 წლებში მცირდებოდა, თუმცა მიუხედავად კლების ტენდენციისა ჯინის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ხოლო 2016 წელს 0,01 პუნქტით გაიზარდა და 0,40 შეადგინა. გაეროს მონაცმებით, საქართველოს, რუსეთის შემდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყენებს შორის ჯინის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს, რაც ნიშნავს რომ სოციალური უთანასწორობა გაცილებით მაღალია. საქართველოს შემდეგ სოციალური უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე არის ლიეტუვა.

საქართველოს მაჩვენებელი კი სენეგალის (40,3), მალის (40,1), ტუნისისა (40,0) და იორდანიის (39,7) მსგავსია, რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კალსის არარსებობა ან/და მცირერიცხოვანი საშუალო კლასია.[18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Glossary | DataBank.
  2. Current Population Survey (CPS) – Definitions and Explanations. US Census Bureau.
  3. Gini, Corrado (1936). "On the Measure of Concentration with Special Reference to Income and Statistics", Colorado College Publication, General Series No. 208, 73–79.
  4. Income distribution – Inequality: Income distribution – Inequality – Country tables. OECD (2012).
  5. South Africa Snapshot, Q4 2013. KPMG (2013).
  6. Gini Coefficient. United Nations Development Program (2012).
  7. Schüssler, Mike. (16 July 2014) The Gini is still in the bottle. Money Web. ციტირების თარიღი: 24 November 2014
  8. World Bank Open Data. ციტირების თარიღი: 2023-05-09
  9. Hillebrand, Evan. (June 2009) Poverty, Growth, and Inequality over the Next 50 Years. FAO, United Nations – Economic and Social Development Department.
  10. Nations, United (2011) The Real Wealth of Nations: Pathways to Human Development, 2010. United Nations Development Program, გვ. 72–74. ISBN 978-0-230-28445-6. 
  11. Gini, C. (1909). "Concentration and dependency ratios" (in Italian). English translation in Rivista di Politica Economica, 87 (1997), 769–789.
  12. Gini, C (1912). Variabilità e Mutuabilità. Contributo allo Studio delle Distribuzioni e delle Relazioni Statistiche. Bologna: C. Cuppini. 
  13. Who, What, Why: What is the Gini coefficient? (12 March 2015). ციტირების თარიღი: 30 March 2022
  14. Glossary | DataBank. ციტირების თარიღი: 2023-04-13
  15. Weisstein, Eric W.. Gini Coefficient en. ციტირების თარიღი: 2023-04-13
  16. 5. Measuring inequality: Lorenz curves and Gini coefficients – Working in Excel en. ციტირების თარიღი: 2023-04-26
  17. Sen, Amartya (1977), On Economic Inequality (2nd რედ.), Oxford: Oxford University Press
  18. ჯინის კოეფიციენტი და საქართველო