შინაარსზე გადასვლა

დენი დიდრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენი დიდრო
ფრანგ. Denis Diderot
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1713(1713-10-05)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბ. ადგილი Langres, შამპანი, საფრანგეთის სამეფო[21] [22] [18]
გარდ. თარიღი 31 ივლისი, 1784(1784-07-31)[23] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [14] [15] [17] [19] [20] (70 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[21]
დასაფლავებულია Saint-Roch, Paris
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[17] , რომანისტი, ესეისტი, ენციკლოპედისტი, ხელოვნების კრიტიკოსი[24] , დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, კორესპონდენტი[25] , მთარგმნელი, ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, ლექსიკოგრაფი, მწერალი[17] [26] [2] , ხელოვნების თეორიტიკოსი[2] და ლიტერატურის თეორიტიკოსი
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი, სენტ-ლუის ლიცეუმი და პარიზის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Paul Boësnier de l'Orme
მეუღლე Anne-Antoinette Diderot
მამა Didier Diderot
შვილ(ებ)ი Angélique Diderot
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი denis-diderot.com

დენი დიდრო (ფრანგ. Denis Diderot; დ. 5 ოქტომბერი, 1713 — გ. 31 ივლისი, 1784) — ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი.

ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ენციკლოპედისტი დაიბადა ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის წოდება. 1732 წლიდან სათავეში ჩაუდგა ორიგინალურ-ფარნაგული ენციკლოპედიის შედგენას. იყო მატერიალისტი და ათეისტი (1749 წწ ასეთი სულისკვეთებისათვის დააპატიმრეს კიდეც). დიდროს წერილებმა საფუძველი ჩაუყარა მხატვრულ კრიტიკას. თავის „სალონებში“ მან განიხილა და შეაფასა 50-70-იანი წლების ხელოვნება. მისი მთავარი პიესებია „ნაბიჭვარი”, „ოჯახის მამა“, „კარგია თუ ცუდი?“, „პიესა და პროლოგი“. XVIII საუკუნის ფრანგული პროზის განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია დიდროს ბელეტრისტიკა, რამაც შესამჩნევად დაჩრდილა მისი დრამატურგია. დიდროს მნიშვნელოვანი რომანებია: „მონაზონი“, რომელიც გამოხატავს პროტესტს რელიგიის, ფანატიზმის სამონასტრო ცხოვრების, ქალთა უუფლებობის წინააღმდეგ; „ჟაკ ფატალისტი) მოთხრობა-დიალოგი „რამოს ძმისწული“ მე-18 საუკუნის სხვა ფრანგი მატერიალისტური ფილოსოფოსების მსგავსად დენი დიდრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. „განათლება, — წერდა იგი, — ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“. დიდრო აღზრდას უდიდეს როლს ანიჭებდა ადამიანის პიროვნების ფორმირების საქმეში. ამასთან ის მიიჩნევდა, რომ ბავშვთა განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 4 RKDartists
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 3 4 Find a Grave — 1996.
  5. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 1 2 filmportal.de — 2005.
  7. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. 1 2 Goodden A. Diderot, Denis // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T022668
  10. 1 2 GeneaStar
  11. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 1 2 Internet Philosophy Ontology project
  13. AlKindi
  14. 1 2 Babelio — 2007.
  15. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  16. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  17. 1 2 3 4 abART
  18. 1 2 J. Mo. Diderot, Denis // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 204–206.
  19. 1 2 Педагоги и психологи мира — 2012.
  20. 1 2 Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers
  21. 1 2 Дидро Дени // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  22. Веселовский А. Дидро, Дени // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. Xа. — С. 581–588.
  23. Deutsche Nationalbibliothek Record #118525263 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  24. https://www.cambridge.org/core/journals/modern-intellectual-history/article/for-a-new-social-history-of-the-enlightenment-authors-readers-and-commercial-capitalism/24AD19D5F29CDC1F1EE0DE31D1365B88
  25. https://www.serieslitteraires.org/site/Commentaire-de-la-Lettre-a-Sophie-Volland-de-Diderot
  26. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.