გლობალიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლეთის სატელეგრაფო კომპანია 1899 წელს, ადრეული გლობალიზაციის მაგალითი

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. 1910 და 1950 წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, გაგრძელებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ, en:IMF) და GATT (en:GATT)), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში.

მუნდიალიზაცია (მუნდიალ — მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიკური ტერიტორიის (მაგ. ქალაქის, დაბის, ქვეყნის) — დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომლის უფლება-მოვალეობანიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.

გლობალიზაციის ინდექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით როგორიცაა: კომერცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ინვესტიცია, შემოსავალი. თუმცა თანამედროვე დათვლის მეთოდებში ცდილობენ ასევე გაითვალისწინონ: პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობა, კულტურა და გარემოს დაცვითი საკითხებიც.[1]

გლობალიზაციის ერთ-ერთი ინდექსი, რომელიც ზომავს სამ ძირითად მაჩვენებელს: ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას და პოლიტიკას არის - KOF.[2]


2014 წლის სია KOF-ის ინდექსის მიხედვით
ადგილი ქვეყანა
1 ირლანდიის დროშა ირლანდია
2 ბელგიის დროშა ბელგია
3 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
4 ავსტრიის დროშა ავსტრია
5 სინგაპურის დროშა სინგაპური
6 დანიის დროშა დანია
7 შვედეთის დროშა შვედეთი
8 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
9 უნგრეთის დროშა უნგრეთი
10 ფინეთის დროშა ფინეთი
2006 სია A.T. Kearney/Foreign Policy Magazine-ის მიხედვით
ადგილი ქვეყანა
1 სინგაპურის დროშა სინგაპური
2 შვეიცარიის დროშა შვეიცარია
3 აშშ-ის დროშა აშშ
4 ირლანდიის დროშა Ireland
5 დანიის დროშა დანია
6 კანადის დროშა კანადა
7 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
8 ავსტრალიის დროშა ავსტრალია
9 ავსტრიის დროშა ავსტრია
10 შვედეთის დროშა შვედეთი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vujakovic, Petra. (2010). "How to Measure Globalization? A New Globalization Index (NGI)." Atlantic Economic Journal, 38(2): 237. [1]
  2. Dreher, Axel (2006): "Does Globalization Affect Growth? Evidence from a new Index of Globalization." Applied Economics 38(10): 1091-1110.