ლიბერალური ქრისტიანობა
ლიბერალური ქრისტიანობა, აგრეთვე ცნობილი როგორც ლიბერალური თეოლოგია — მოძრაობა, რომელიც თანამედროვე სწავლების, მეცნიერებისა და ეთიკის საფუძველზე ცდილობს ქრისტიანობის ინტერპრეტაციასა და რეფორმას. ის აგრეთვე ხაზს უსვამს ინდივიდუალური გონის ძალაუფლებასა და გამოცდილებას. ლიბერალი ქრისტიანები თავიანთ თეოლოგიას აღიქვემენ ალტერნატივად როგორც ათეიზმისთვის, რაციონალიზმი ისე ტრადიციული თეოლოგიებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია არსებულ წყაროებზე (როგორიცაა ბიბლია ან წმინდა ტრადიცია). „ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია არის ტრადიცია, რომელიც მომდინარეობს გვიანდელი XVIII და ადრინდელი XIX საუკუნეების პროტესტანტული მცდელობიდან - მოეხდინათ ტრადიციული ქრისტიანული სწავლების კონცეპტუალიზაცია თანამედროვე ცოდნისა და ეთიკური ღირებულებების ფონზე. ეს არა რევოლუციური, არამედ რეფორმისტული იდეაა. ფუნდამენტურად ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, რომელიც არ ეფუძნება გარეგან ავტორიტეტს. ლიბერალური თეოლოგია ცდილობს მოახდინოს ტრადიციული ქრისტიანობის სიმბოლოების ახლებური ინტერპრეტაცია იმ გზით, რომელიც მას უფრო პროგრესულს გახდის.“ „თეოლოგიური ლიბერალიზმი, როგორც რელიგიური აზროვნების ფორმა აფუძნებს ძიების იმგვარ პროცესს, რომელიც არ დაეყრდნობა ტრადიციას. ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა პროტესტანტიზმზე შუა XVII საუკუნეებიდან 1920-იან წლებამდე.“ „ლიბერალიზმი მოითხოვდა განსაკუთრებულ მოქნილობას ტრადიციულ ქრისტიანულ თეოლოგიასთან მიმართებაში. მისი წამყვანი მწერლები განიხილავდნენ იმას, რომ რწმენის რეკონსტრუქცია იყო არსებითი იმისათვის, რომ ქრისტიანობა დარჩენილიყო როგორც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური არჩევანი თანამედროვე სამყაროში. ამისათვის, ისინი მოითხოვდნენ თავისუფალ დამოკიდებულებას ერთი მხრივ დოქტრინულ მემკვიდრეობასა და მეორე მხრივ ბიბლიური ინტერპრეტაციის ტრადიციულ მეთოდებს შორის. იქ, სადაც საღვთო წერილისა და ტრადიციული რწმენის ინტერპრეტაცია მოითხოვს კომპრომისს ადამიანის მსოფლმხედველობის განვითარების პროცესში, არსებითად მნიშვნელოვანია მათი ხელახალი ინტერპრეტაცია იმისათვის, რომ ის დაკავშირებული იყოს თანამედროვე აღქმასთან სამყაროსთან მიმართებაში.“
ლიბერალური თეორია ჩამოყალიბდა XVIII და XIX საუკუნეების განმანათლებლობისა და რომანტიზმის საფუძველზე. გვიანდელი XIX და ადრეული XX საუკუნისთვის, მასზე გავლენა მოახდინა დარვინიზმმა, ბიბლიის კრიტიკამ პრაქტიკულმა გამოყენებამ და სოციალური სახარების მოძრაობაში მონაწილეობას. ეს იყო აგრეთვე პერიოდი, როდეაც ლიბერალური თეოლოგია იყო ყველაზე დომინანტური პროტესტანტულ ეკლესიებში. ლიბერალური თეოლოგიის გავლენა შესუსტდა 1930-იან წლებში ნეო-მართლმადიდებლობის და 1960-იან წლებში განმათავისუფლებელი თეოლოგიის აღზევების ფონზე. ლიბერალური თეოლოგიის კათოლიკური ფორმები გამოჩნდა გვიანდელ XIX საუკუნეში. XXI საუკუნემდე, ლიბერალური ქრისტიანობა გახდა ეკუმენური ტრადიცია, რომელიც მოიცავს პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს.
თეოლოგიის კონტექსტში, სიტყვა ლიბერალი არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ლიბერალიზმთან და ის უნდა განვასხვავოთ პროგრესული ქრისტიანობისგან. ისტორიულად, ლიბერალური ქრისტიანობა აგრეთვე მოიხსენიება როგორც ქრისტიანული მოდერნიზმი (იხილეთ კათოლიკური მოდერნიზმი და ფუნდამენტალისტურ-მოდერნისტული დაპირისპირება).
ლიბერალური პროტესტანტიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბერალური პროტესტანტიზმი განვითარდა მეცხრამეტე საუკუნეში იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანობა დაკავშირებულიყო თანამედროვე ინტელექტუალურ კონტექსტთან. ჩარლზ დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიის აღიარების შემდეგ რთული გახდა ტრადიციული ქრისტიანული რწმენის სხვადასხვა ასპექტის დაცვა. რადგან შეუძლებელი გახდა რწმენის დასაბუთება მხოლოდ წმინდა წერილით ან იესო ქრისტეს პიროვნებით, ლიბერალებმა, ალისტერ მაკგრატის მიხედვით, „ცადეს რწმენა დაეფუძნებინათ ადამიანთა საერთო გამოცდილებაზე და მისი ინტერპრეტაცია მოეხდინათ იმგვარი გზით, რომ შესაბამისი ყოფილიყო თანამედროვე მსოფლმხედველობასთან.“ თავდაპირველად, გერმანიაში, ლიბერალურ თეოლოგიაზე გავლენა მოახდინა აზროვნების რამდენიმე მიმდინარეობამ, ერთ-ერთი იყო განმანათლებლობის ხანის შეხედულება ადამიანის გონზე და პიეტიზმის ხაზგასმა რელიგიურ გამოცდილებასა და ინტერდენომინაციულ ტოლერანტობაზე.
ლიბერალი პროტესტანტები კონსერვატი პროტესტანტებისგან განსხვავებულად აღიქვამდნენ რელიგიურ წყაროებს. ტრადიციული პროტესტანტებისთვის ბიბლია ცალსახად ავტორიტეტული იყო (წმინდა წერილი); მთლიანად დოქტრინული ხასიათის და ეკლესიის ავტორიტეტიც სწორედ მისგან გამომდინარეობს. ტრადიციციული პროტესტანტი დაადასტურებს იმასაც, რომ „რასაც ამბობ წერილი, ამბობს ღმერთი.“ ამავდროულად, ლიბერალები ცდილობენ ბიბლია გაიგონ თანამედროვე ბიბლიური კრიტიკის მეშვეობით, მაგალითად როგორიცაა ისტორიული კრიტიკა, რომელიც დაიწყო 1700-იან წლებში იმისათვის, რომ გაერკვია იყო თუ არა, ბიბლიური ცნობები ძველ ტექსტებზე დაფუძნებული ან ნამდვილად გადმოგვცემდა თუ არა, სახარება ქრისტეს სიტყვებს. ბიბლიის ინტერპრეტაციის ამგვარმა მეთოდებმა ლიბერალები მიიყვანა დასკვნამდე, რომ „ახალი აღთქმის ჩანაწერები ვერ იქნებოდა სამოციქულო იმ გაგებით, რა ტრადიციული გაგებითაც ის არსებობს დღეს“. ამ დასკვნამ წმინდა წერილი საეჭვო გახადა. ლიბერალებმა ისტორიული იესო გააიგივეს „ქრისტიანული ეკლესიის რეალურ კანონად“.
ეს ორი მხარე აგრეთვე ვერ თანხმდებოდა გამოცდილების როლზე სიმართლის დადასტურების შემთხვევაში. ტრადიციულ პროტესტანტებს სჯეროდათ, რომ საღვთო წერილი და იესოს გამოცხადება ყოველთვის ადასტურებდა ადამიანურ გამოცდილებასა და გონს. ლიბერალი პროტესტანტებისთვის, რელიგიური ავტორიტეტის ორი საბოლოო წყარო არსებობდა: ღმერთის ქრისტიანული გამოცდილება, რაც იესო ქრისტეში გამოვლინდა და ადამიანის უნივერსალური გამოცდილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ადამიანთა საერთო გონისა და გამოცდილების გამოყენებამ შეიძლება დაადასტუროს ქრისტიანობის ჭეშმარიტი მტკიცებები.
ლიბერალებმა უახლესი ცოდნის გათვალისწინებით უარი თქვეს ტრადიციულ დოქტრინებზე, ან მათი ახლებური ინტერპრეტაცია მოახდინეს. მაგალითისთვის, თავდაპირველი ცოდვა უარყვეს იმის გამო, რომ ის გამომდინარეობა ნეტარი ავგუსტინესგან, ვისი ხედვებიც ახალ აღთქმასთან დაკავშირებით გამომდინარეობდა მანიქეიზმიდან. აგრეთვე მოხდა ქრისტოლოგიის ახლებული ინტერპრეტაცია. ლიბერალები ხაზს უსვამდნენ იესო ქრისტეს განკაცებას, რითაც მისი ღვთაებრიობა გახდა „დასტური იმისა, რომ იესო ქრისტეს სახასიათო თვისებები მისაბაძია მთლიანი კაცობრიობის მხრიდან“. ლიბერალი ქრისტიანები ცდილობდნენ ქრისტეს გაიგივებას ისეთ ჰუმანურ სწავლებასთან, როგორიცაა კულტისგან და ელინისტური პოლითეიზმისგან გათავისუფლებული მსოფლიო ცივილიზაციის სტანდარტი.
შედეგად, ლიბერალი ქრისტიანები მის სწავლებებთან შედარებით ნაკლებად აკეთებდნენ აქცენტს სასწაულებრივ მოვლენებზე, რომლებიც იესოს ცხოვრებას უკავშირდებოდა. ძალისხმევა, რომ წაშლილიყო ცრურწმენული ელემენტები ქრისტიანული რწმენიდან, თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც შეიცვალა მიდგომა რენესანსის ეპოქის იმ ქრისტიანების მიმართ, როგორიც იყო ერასმუსი (რომელმაც გამოსცა პირველი თანამედროვე «ახალი აღთქმა»ბერძნულ ენაზე გვიანდელ XV და ადრეულ XVI საუკუნეებში, ხოლო მოგვიანებით, დეისტების ბუნებრივ-რელიგიური ხედვა, რომელიც უარყოფდა ნებისმიერ გამოვლენილ რელიგიას ან ურთიერთქმედებას შემოქმედსა და ქმნილებას შორის XVII და XVIII საუკუნეებში. დებატებმა იმის შესახებ, იყო თუ არა სასწაულების რწმენა უბრალო ცრურწმენა თუ ის აუცილებელია ქრისტეს ღვთაებრიობის მისაღებად, XIX საუკუნის ეკლესიაში შექმნა კრიზისი, რისთვისაც ისინი თეოლოგიურ კომპრომისებს ეძებდნენ. ბევრი ლიბერალი ამჯობინებს იესოს სასწაულების მეტაფორულ გაგებას, იმისათვის რომ გაიაზროს ღმერთის ძალა. ლიბერალური მიდრეკილებების მქონე ყველა თეოლოგი არ უარყოფს სასწაულების არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ ბევრი უარყოფს პოლემიკას, რომელსაც იწვევს ამის უარყოფა აან დადასტურება.
მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალიზმი იყო ოპტიმისტური იმ მომავლის მიმართ, რომელშიც კაცობრიობა გააგრძელებდა უფრო მეტ პროგრესს. ისტორიის ამგვარი ოპტიმისტურ ხედვა გაგებულია, როგორც ღმერთის სამეფოს წარმოშობა სამყაროში.
თეოლოგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეფორმისტი თეოლოგი ფრიდრიხ შლაიერმახერი (1768-1834) მიჩნეულია ლიბერალური პროტესტანტიზმის მამად. რომანტიზმის იმედგაცრუების საპასუხოდ განმანათლებლური რაციონალიზმით. შლაიერმახერი ამტკიცებდა, რომ ღმერთის შეცნობა მხოლოდ შეგრძნებითაა შესაძლებელი, და არა - გონით. შლაიერმახერის თეოლოგიაში, რელიგია არის ღმერთზე აბსოლუტური დამოკიდებულის განცდა. კაცობრიობა აცნობიერებს საკუთარ ცოდვას და გამოსყიდვას საჭიროებს, რომლის განხორციელებაც მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია. შლაიერმახერსითვის, რწმენა შესაძლებელია არსებობდეს მორწმუნე საზოგადოებაში, და არა - იზოლირებულად. ეს ნიშნავს, რომ თეოლოგია ყოველთვის ასახავს კონკრეტულ რელიგიურ კონტექსტს, რამაც შლაიერმახერი დაუცველი გახადა რელატივიზმის ბრალდებებთან.
ალბრეხტ რიჩლი (1822-1889) ეწინააღმდეგებოდა შლაიერმახერის მხრიდან გრძნობების ხაზგასმას. იგი ფიქრობდა, რომ რელიგიური რწმენა უნდა ემყარებოდეს ისტორიას, კონკრეტულად ახალი აღთქმის ისტორიულ მოვლენებს. სასწაულებრივი მოვლენების გათვალისწინების გარეშე ისტორიის შესწავლისას, რიჩლის სჯეროდა, რომ ახალი აღთქმა ამტკიცებდა იესოს ღვთიურ მისიას. ის უარყოფდა ისეთ დოქტრინებს, როგორებიცაა ქრისტეს ქალწულებრივი შობა და სამება. რიტჩელისთვის ქრისტიანული ცხოვრება ეთიკურ საქმიანობასა და განვითარებას ეძღვნებოდა, ამიტომ მას ესმოდა, რომ დოქტრინები უფრო ფასეულ შეფასებებს წარმოადგენდა, ვიდრე ფაქტების მტკიცებას. იმანუელ კანტის ფილოსოფიის ზეგავლენით, რიტჩელი რელიგიას განიხილავს „როგორც სულის (ან ზნეობრივი აგენტის) ტრიუმფს კაცობრიობის ბუნებრივ წარმოშობასა და გარემოზე.“ რიტჩლის იდეები მისაღები გახდა სხვებისთვისაც და რიტჩელიანიზმი გახდა მნიშვნელოვანი თეოლოგიური სკოლა გერმანული პროტესტანტიზმისთვის პირველ მსოფლიო ომამდე. რიტჩლის გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ვილჰელმ ჰერმანი, იულიუს კაფტანი და ადოლფ ფონ ჰარნაკი.
ლიბერალური კათოლიციზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოლოგიური ლიბერალიზმის კათოლიკური ფორმები არსებობს XIX საუკუნიდან ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. გვიანდელ XIX და ადრინდელ XX საუკუნეებში, ლიბერალური თეოლოგიური მოძრაობა განვითარდა კათოლიკურ ეკლესიაში და ცნობილია როგორც კათოლიკური მოდერნიზმი. ლიბერალური პროტესტანტიზმის მსგავსად, კათოლიკური მოდერნიზმი იყო მცდელობა, რომ კათოლიციზმი შესაბამისობაში მოეყვანა განმანათლებლობასთან. მოდერნისტი თეოლოგები ეთანხმებოდნენ რადიკალურ ბიბლიურ კრიტიკას და მზად იყვნენ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ტრადიციული ქრისტიანული დოქტრინები, განსაკუთრებით ქრისტოლოგია. აგრეთვე, ისინი ხაზს უფრო უსვამდნენ ქრისტიანობის ეთიკურ ასპექტებს, ვიდრე - თეოლოგიურს. მნიშვნელოვანი მოდერნისტი მწერლები არიან ალფრედ ლოისი და ჯორჯ ტირელი. მოდერნიზმი კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობით დაგმეს როგორც ერესი.
პაპის მიერ მოდერნიზმის დაგმობამ და ამერიკანიზმმა შეაფერხა ლიბერალური კათოლიციზმის განვითარება შეერთებულ შტატებში. თუმცა ვატიკანის მეორე საბჭოს შემდეგ ლიბერალური თეოლოგია აღორძინდა. ლიბერალური კათოლიციზმის თეოლოგები არიან დევიდ ტრეისი და ფრანციზ შუსლერ ფიორენცა.
გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბერალური ქრისტიანობა ყველაზე გავლენიანი იყო ძირითადი პროტესტანტიზმის წარმომადგენელ ეკლესიებში ადრეულ XX საუკუნეებში, როდესაც მომხრეებს სჯეროდათ, რომ მის მიერ შეტანილი ცვლილებები იქნებოდა ქრისტიანული ეკლესიის მომავალი. მისი ყველაზე გავლენიანი გამოვლინება იყო ქრისტიანული სოციალური სახარება, რომლის ყველაზე გავლენიანი სპიკერი იყო ამერიკელი ბაპტისტი ვალტერ რაუშენბუში. რაუშენბაშმა გამოავლინა ოთხი ინსტიტუციონალიზებული სულიერი ბოროტება ამერიკულ კულტურაში (რომელიც მან განსაზღვრა, როგორც „ზეპიროვნული თვისებები“, ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მორალური თავისუფლება): ესენი იყო ინდივიდუალიზმი, კაპიტალიზმი, ნაციონალიზმი და მილიტარიზმი.
სხვა თეოლოგიური მოძრაობები ამერიკის შეერთებულ შტატებში პროტესტანტული ხაზით მოიცავდა პოლიტიკურ ლიბერალურ თეოლოგიას, პოსტმოდერნისტული ქრისტიანობის ფილოსოფიურ ფორმებს და ისეთ მრავალფეროვან საღვთისმეტყველო გავლენებს, როგორიცაა ქრისტიანული ეგზისტენციალიზმი (წარმოიშვა სიორეკ კირკეგორის და სხვა ისეთი თეოლოგების მხრიდან, როგორებიც იყვნენ რუდოლფ ბულტმანი და პოლ ტილიჩი), აგრეთვე კონსერვატიულ მოძრაობას - ნეო-ევანგელისტალიზმი, ნეო-მართლმადიდებლობა და პალეო-ორთოდოქსია. დეან კელის, ლიბერალ სოციოლოგს, 1970-იანი წლების დასაწყისში დაევალა პრობლემის შესწავლა და მან დაადგინა ლიბერალური ეკლესიების დაცემის პოტენციური მიზეზი: სახარების გადაჭარბებული პოლიტიზირება, განსაკუთრებით კი მცდელობა, რომ მომხდარიყო სახარების აშკარა მიბმა მემარცხენე-დემოკრატებთან / პროგრესულ პოლიტიკურ მიზნებთან.
გასული საუკუნის 90-იან და 2000-იან წლებში აღორძინდა არადოქტრინული, თეოლოგიური ნაშრომები ბიბლიურ ეგზეგეზსა და თეოლოგიაზე, ამის მაგალითია ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ მარკუს ბორგი, ჯონ დომინიკ კროსანი, ჯონ შელბი სპონჯი, კარენ არმსტრონგი და სკოტ მაკლენანი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biblical hermeneutics
- Christian atheism
- Christian heresy in the modern era
- Conflict thesis (or warfare thesis)
- Death of God theology
- European Liberal Protestant Network
- Existentialist theology
- Free Christians (Britain)
- Fountain Street Church
- Fundamentalist–Modernist_controversy
- Historicity of the Bible
- Jesus Seminar
- Liberal Anglo-Catholicism
- Liberation theology
- Postliberal theology
- Postmodern Christianity
- Religious pluralism
- Secular theology
- Moralistic therapeutic deism
- Unitarian Universalism
- Riverside Church
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brandom, Ann-Marie (2000), „The Role of Language in Religious Education“, Learning to Teach Religious Education in the Secondary School: A Companion to School Experience, Routledge, ISBN 9780415194365.
- Campbell, Ted A. (1996). Christian Confessions: A Historical Introduction. Westminster John Knox Press. ISBN 978-0-664-25650-0.
- Dorrien, Gary (2001). The Making of American Liberal Theology: Imagining Progressive Religion, 1805-1900. Westminster John Knox Press. ISBN 9780664223540.
- Dorrien, Gary (2003). The Making of American Liberal Theology: Idealism, Realism, and Modernity, 1900-1950. Westminster John Knox Press. ISBN 9780664223557.
- ——— (September 2002). „Modernisms in Theology: Interpreting American Liberal Theology, 1805–1950“. American Journal of Theology and Philosophy. University of Illinois Press. 23 (3): 200–220. JSTOR 27944262.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Frei, Hans Wilhelm (March 18, 2018). „Albrecht Ritschl“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Mack, Burton L. (1993). The Lost Gospel: The Book of Q and Christian Origins. Harper Collins. ISBN 9780062275684.
- McGrath, Alister E. (2013). Historical Theology: An Introduction to the History of Christian Thought, 2nd, Wiley-Blackwell. ISBN 978-0-470-67286-0.
- „Modernism: Christian Modernism“. Encyclopedia of Religion. Thomas Gale. 2005.
- Ogden, Schubert M. (September 1976). „Sources of Religious Authority in Liberal Protestantism“. Journal of the American Academy of Religion. Oxford University Press. 44 (3): 403–416. JSTOR 1462813.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Tamilio, John, III (2002). „Friedrich Daniel Ernst Schleiermacher (1768-1834): Progenitor of Practical Theology“. The Boston Collaborative Encyclopedia of Modern Western Theology.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- „Theological Liberalism“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. November 5, 2018.
- Woodhead, Linda (2002), „Christianity“, Religions in the Modern World: Traditions and Transformations, Routledge, pp. 177–209, ISBN 9780415217835, https://books.google.com/books?id=rwqFGUKUb58C.
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Liberal Theology Today" - International Conference, Munich 2018
- The Progressive Christian Alliance დაარქივებული 2020-11-15 საიტზე Wayback Machine.
- Progressive Christian Network Britain
- Fellowship of Non-Subscribing Christians დაარქივებული 2016-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Liberalism By M. James Sawyer, Th.M., Ph.D. დაარქივებული 2007-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Christianity and Liberalism by J. Gresham Machen (1881-1937)
- The Christian Left -- An Open Fellowship of Progressive Christians
- Liberal churches are dying. But conservative churches are thriving, Washington Post