განვითარებადი ქვეყნები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსოფლიოს ფერადი რუკა ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედივთ (2003). ქვეყნები ყვითლად/ნარინჯისფრად მიუთითებს საშუალო ჰუმანურ განვითარებაზე, ხოლო წითლად შეღებილი დაბალ ჰუმანურ განვითარებაზე.

ტერმინში განვითარებადი მოიაზრება ისეთი ქვეყნები, სადაც შედარებით დაბალი ცხოვრების დონეა, განუვითარებელი ინდუსტრიული ბაზა და საშუალო ან დაბალი ჰუმანური განვითარების ინდექსია (HDI). ტერმინმა ხმარებიდან განდევნა შედარებით ადრეული ცივი ომისდროინდელი "მესამე მსოფლიო", რომელმაც დროთა განავლობაში ნეგატიური ასოციაცია შეიძინა.

განვითარება მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას (ფიზიკურს და ინსტიტუციონალურს), და ასევე დაბალი დამატებული ღირებულების სექტერებიდან, როგორიცაა სასოფლო მეურნეობა და ბუნებრივი რესურსების წარმოება, გადანაცვლება უფრო მაღალტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ სფეროებზე. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ემყარება მუდმივ თვითუზრუნველყოფად ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების მაღალ დონეს. ტერმინის "განვითარებადი ქვეყანა" მიკუთვნება მსოფლიოს ყველა ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაზე მიზანშეუწონელია: ზოგიერთი ღარიბი ქვეყანა საკუთარ ეკონომიკურ სიტუაციას ვერ აუმჯობესებს, არამედ პირიქით, განგრძლივ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.