ბერტილ ოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერტილ ოლინი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1899
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1979
ეროვნება შვედი
ჯილდოები ნობელის პრემია

ბერტილ გოტარდ ოლინი (დ. 23 აპრილი, 1899 - გ. 3 აგვისტო, 1979 ) — შვედი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის პროფესორი 1929 წლიდან 1965 წლამდე. ასევე იყო სახალხო პარტიის ლიდერი, რომელიც იმ დროს შვედეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყო, 1944 წლიდან 1967 წლამდე. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944-1945 წლებში, შვედეთის კოალიციურ მთავრობაში იგი მცირე ხნის განმავლობაში ვაჭრობის მინისტრად მსახურობდა. იყო ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტი 1959 და 1964 წლებში.

1977 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ბრიტანელ ეკონომისტ ჯეიმზ მიდთან ერთად „საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობის თეორიაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]