შინაარსზე გადასვლა

ფრედერიკ ბასტია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ ბასტია
ფრანგ. Frédéric Bastiat
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1801(1801-06-30)[1] [2]
დაბადების ადგილი ბაიონა
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 1850(1850-12-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი
მოქალაქეობა საფრანგეთი
განათლება abbaye-école de Sorèze

ფრედერიკ ბასტია (ფრანგ. Frédéric Bastiat; დ. 30 ივნისი, 1801 — გ. 24 დეკემბერი, 1850) — ფრანგი ბურჟუაზიული ეკონომისტი, ვულგარული პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, „ფრიტრედერობის“ პროპაგანდისტი. ბასტია შრომის და კაპიტალის ინტერესების ჰარმონიის თეორიის ერთ-ერთი ავტორია. მხარს უჭერდა „თავისუფალ მეწარმეობას“, რომელსაც ბურჟუაზიულ საზოგადოებაში სოციალური ჰარმონიის დამყარების მთავარ პირობად მიიჩნევდა. ბასტიას ნაშრომი „მძარცველობის ფიზიოლოგია“ ილია ჭავჭავაძემ ქართულად გამოაქვეყნა 1863 წელს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მე-8 ნომერში.[9]

დაიბადა 1801 წლის 30 ივნისს, საპორტო ქალაქ ბაიონაში (აკვიტანია), საფრანგეთის სამხრეთით, ბისკაის ყურის სანაპიროზე. მამამისი, პიერ ბასტია, ქალაქში გამოჩენილი ბიზნესმენი იყო. დედამისი 1808 წელს გარდაიცვალა, როდესაც ფრედერიკი შვიდი წლის იყო.[10] მამამისი საცხოვრებლად მუგრონში გადავიდა, სწორედ აქ, საფრანგეთის რევოლუციის დროს შეიძინა მამული, რომელიც ადრე პოიანეს მარკიზს ეკუთვნოდა. 1810 წელს ფრედერიკი მამითაც დაობლდა. იგი პაპამ და მისმა მოახლე დეიდამ აღზარდეს. ის ბაიონის სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდა, თუმცა დეიდის მხრიდან გამოჩენილი არასაკმარისი ყურადღების გამო, ის სენ-სევერის სკოლაში გადავიდა. 17 წლის ასაკში მან დატოვა სორეზის სკოლა ბიძის საოჯახო ბიზნესში დასასაქმებლად. ეს იგივე ფირმა იყო, რომლის პარტნიორიც იყო ფრედრიკის მამა.[10]

ბასტიამ საკუთარი ინტელექტუალური ინტერესების განვითარება დაიწყო, რადგან აღარ სურდა ბიძასთან მუშაობა და პარიზში სასწავლებლად წასვლაზე ოცნებობდა. პაპამისის ავადმყოფობა მისი მიზნების ასრულებას ხელს უშლიდა. ბასტია გვერდიდან არ მოშორებია და მასზე გამუდმებით ზრუნავდა. პაპის გარდაცვალებისას იგი 24 წლის იყო და მისგან მთელი ქონება ერგო.[10] ბასტიამ საკუთარი ინტელექტუალური ინტერესების განვითარება დაიწყო სხვადასხვა სფეროებში: ფილოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, მოგზაურობა, პოეზია, პოლიტიკური ეკონომიკა და ბიოგრაფია.[11]

1830 წლის საშუალო კლასის რევოლუციის შემდეგ, ბასტია პოლიტიკურად გააქტიურდა, 1831 წელს აირჩიეს მუგრონის მშვიდობის სამართლიანობისთვის, ხოლო 1832 წელს გენერალურ საბჭოში (საოლქო დონის ასამბლეა). ბასტია აირჩიეს ეროვნულ საკანონმდებლო ასამბლეაში 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ.

მისი, როგორც ეკონომისტის, საჯარო კარიერა 1844 წელს დაიწყო, როდესაც თავისი პირველი სტატია გამოაქვეყნა Journal des économistes-ში, ამა წლის ოქტომბერში და დასრულდა მისი გარდაცვალებით 1850 წელს.

ბასტია ტუბერკულოზმა შეაფერხა, იგი თან სდევდა მთელს მის საფრანგეთში მოგზაურობას, საკუთარი იდეების გასამყარებლად, დაავადებამ საბოლოოდ ხელი შეუშალა მის გამოსვლებს, განსაკუთრებით იმ საკანონმდებლო ასამბლეაზე გამოსვლას, რომელზეც 1848-49 წლებში აირჩიეს და სწორედ ამ დიაგნოზით დაასრულა სიცოცხლე. საკუთარ ცნობილ ესეში „კანონი“ მან დაწერა: „ჩემი სიკვდილის დღემდე, ამ პრინციპს მთელი ჩემი ფილტვების ძალის გამოყენებით გამოვაცხადებ (რაც სამწუხაროდ, ძალიან არასაკმარისია)“. მთარგმნელები ამ წინადადებაში ბასტიაზე ტუნერკულოზის ზეგავლენის ნიშნებს ხედავენ. 1850 წლის შემოდგომაზე ექიმებმა იტალიაში გააგზავნეს, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ის ჯერ პიზაში და შემდგომ რომში გაემგზავრა. 1850 წლის 24 დეკემბერს, საკუთარ საწოლთან შეკრებილებს მიმართა, მიუახლოვდნენ, მან კი ჩურჩულით ორჯერ წარმოთქვა „სიმართლე“ და 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბასტიას მრავალი ნაშრომი ეკუთვნის ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში. მისი ნაშრომები ხასიათდება მკაფიო ორგანიზებულობით, ძლიერი არგუმენტაციითა და მახვილგონივრული შენიშვნებით.

ბასტია თვლიდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიების გაცემა აუცილებლად უნდა მოხდეს, თუნდაც საგანგებო პირობებით შეზღუდვების დროს, მან თქვა: „საგანგებო, გადაუდებელ შემთხვევებში, სახელმწიფომ უნდა გამოყოს გარკვეული რესურსები, რომ დაეხმაროს უბედურ ადამიანებს თავიანთი პირობების შეცვლაში“.

მის ცნობილ ნაშრომებს შორისაა ეკონომიკური სოფიზმები, ესეების სერია, რომლებიც ეხება ვაჭრობის დაცვას და სტატისტიკურ პოლიტიკაზე მკაცრად ჩამოყალიბებულ შეტევებს. ნაშრომი ინგლისში ყოფნის დროს დაწერა და საფრანგეთის რესპუბლიკას საფრთხეების თავიდან აცილება ურჩია. 1867 წელს, ალექსანდრე დელ მარმა, ფსევდონიმით ემილ ვალტერსი, თარგმნა და ადაპტირებული გახადა ამერიკელი ხალხისთვის ეკონომიკური სოფიზმები.

ეკონომიკური სოფიზმები და მეწარმეთა შუამდგომლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური სოფიზმების შემადგენლობაში შედის სატირული იგავი, რომელიც ცნობილია, როგორც მეწარმეთა შუამდგომლობა, რომლითაც სანთლისა და ქონის მწარმოებლები ლობირებდნენ საფრანგეთის ივლისის მონარქიის მოადგილეების პალატას, რათა თავიდან აერიდებინათ საკუთარ პროდუქციასთან უსამართლო კონკურენცია. აგრეთვე სოფიზმებში ვხვდებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან იდეას, რომ მეტი სირთულე ნიშნავს მეტ შრომას და მეტი შრომა ნიშნავს მეტ სიმდიდრეს.

ბასტიას ყველაზე ცნობილი ნაშრომი „კანონი“ 1850 წელს გამოიცა. მასში განსაზღვრულია კანონთა სამართლიანი სისტემა და გამოკვეთილია, თუ როგორ უწყობს ასეთი კანონი ხელს თავისუფალ საზოგადოებას. კანონში ბასტია წერს, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების, თავისუფლებისა და საკუტრების უფლება. სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს „საერთო ძალის შემადგენელი ცალკეული ძალების“ ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

„ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წელს გამოქვეყნებულ ნამუშევარში „Ce qu'on voit et ce qu'on ne voit pas“ („ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“), გატეხილი ფანჯრის მაგალითზე, წარმოადგინა შესაძლებლობის ღირებულების კონცეფცია, ყველა ფორმით. ეს ტერმინი 1914 წელს, ფრიდრიხ ფონ ვიისერის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

დებატები პიერ-ჯოზეფ პრუდონთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849-50 წლებში ბასტია ინტერესის ლეგიტიმურობის შესახებ, კამათში ჩაება პიერ-ჯოზეფ პრუდონთან. როგორც რობერტ ლეროქსი ამტკიცებდა, ბასტიას სწამდა რომ პრუდონის საწინააღმდეგო დოქტრინა იყო ნებისმიერი სერიოზული მიდგომის სრული ანტისთეზი. პრუდონმა ბასტიას განუცხადა: „შენს გონებას ეძინა, უფრო სწორად ის არასდროს გამოფხიზლებულა. შენ ადამიანი ხარ, რომლისთვისაც ლოგიკა არ არსებობს, შენ არაფერი გესმის, შენ ვერაფერს გაიგებ. შენ ხარ ფილოსოფია მეცნიერების და კაცობრიობის გარეშე. შენი ყურადღებისა და შედარების უნარები ნულს უტოლდება. მეცნიერულად, მისტერ ბასტია, თქვენ მკვდარი ადამიანი ხართ!“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Sycomore / Assemblée nationale
  3. SNAC — 2010.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  9. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 225.
  10. 10.0 10.1 10.2 Roche III, George Charles (1971). Frédéric Bastiat: A Man Alone. New Rochelle, New York: Arlington House. ISBN 978-0-87000-116-1. 
  11. Thornton, Mark (11.04.2011) "Why Bastiat Is Still Great" დაარქივებული 2014-09-14 საიტზე Wayback Machine. . Mises Institute. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო, 2019.