შინაარსზე გადასვლა

რელიგიის თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალხი ლოცულობს ინდუისტურ ღვთაებასთან, ერავანში, ბანგკოკში.

რელიგიის თავისუფლება ან რელიგიური თავისუფლება — პრინციპი, რომელიც მხარს უჭერს პიროვნების ან საზოგადოების თავისუფლებას წარმოაჩინოს/გამოხატოს საკუთარი რწმენა, დაიცვას, ასწავლოს, თაყვანისცეს საჯაროდ, ღიად თუ ინდივიდუალურად. რელიგიის თავისუფლება ასევე, მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას - [1] „უფლება არ აღიაროს ნებისმიერი რელიგია ან რწმენა“[2] ან „არ იყოს რომელიმე რელიგიის მიმდევარი“.[3]

მრავალი ადამიანი და ერების დიდი ნაწილი მიიჩნევენ და თვლიან, რომ რელიგიის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.[4][5] ქვეყანაში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიაა გამოცხადებული, აპრობირებულია, რომ სახელმწიფო სხვა რელიგიის და რწმენის წარმომადგენლების თავისუფლებას არ ზღუდავს და არც დევნის მათ. რწმენის თავისუფლება განსხვავებული რამაა. ის აძლევს საშუალებას ინდივიდს, ჯგუფს ან რელიგიას დაიჯეროს/იწამოს ის, რაც სურთ, თუმცა ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ გამოიყენოს უფლება გამოხატოს თავისი რელიგია ან მრწამსი ღიად და გარეგნული ნიშნებით საზოგადოებაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური ასპექტია რელიგიის თავისუფლების უფლებაში.[6]

მინერვა, როგორც სიბრძნის სიმბოლო, რომელიც იცავს ყველა რელიგიის მორწმუნეს.

ისტორიულად, რელიგიის თავისუფლებას იყენებდნენ, როგორც საშუალებას სხვადასხვა თეოლოგიური მიმდევრობისა და სისტემის ტოლერანტობის აღსაწერად, მაშინ როდესაც თაყვანისცემის (რწმენის) თავისუფლება განისაზღვრა, როგორც ინდივიდუალური მოქმედების თავისუფლება. თითოეული მათგანი გარკვეული ხარისხით არსებობდა. იმის მიუხედავად, რომ მრავალმა ქვეყანამ რელიგიური თავისუფლების გარკვეული სახის ფორმები მიიღო, რეალობაში მიღებული თავისუფლება ხშირად იზღუდება სადამსჯელო ღონისძიებებით, დაბეგვრით, რეპრესიული, მძიმე სოციალური ფონის შექმნითა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვით.

The ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია (1789) უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, მანამ სანამ რელიგიური საქმიანობა არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებისთვის საზიანო გზებით.

ანტიკურ ხანაში, გავრცელებული სინკრეტული (გამაერთიანებელი) თვალსაზრისი, ნებას რთავდა ვაჭართა საზოგადოებას ემოქმედათ/ემუშავათ თავიანთი ადათ-წესების მიხედვით. როდესაც ელინისტურ ან რომაულ ცალკეულ ქალაქებში ქუჩის ბრბო ერთმანეთს უპირისპირდებოდა, საკითხი წყდებოდა, როგორც საზოგადოების/თემის უფლებების დარღვევად.

კიროს დიდმა დააარსა აქემენიდთა იმპერია დაახლოებით ძვ.წ. 550 წელს და დაიწყო ზოგადი პოლიტიკის განხორციელება რელიგიის თავისუფლების ნებართვის გაცემის შესახებ მთელი იმპერიის მასშტაბით, რასაც ცხადყოფს და ამტკიცებს „კიროსის ცილინდრი“.[7][8]

ზოგიერთი ისტორიული გამონაკლისი იყო იმ რეგიონებში, სადაც ერთ-ერთი რელიგია იყო ძლიერი და ძალაუფლების სადავეები მის მიმდევრებს ეპყრათ ხელთ: იუდაიზმი, ზოროასტრიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. სხვები იქ იყვნენ, სადაც დამკვიდრებულმა წესრიგმა საფრთხე იგრძნო და ეს ნათლად წარმოაჩინა სოკრატეს სასამართლო პროცესმა ძვ.წ. 399 წელს ან სადაც მმართველი გაღმერთებული ჰყავდათ, როგორც მაგალითად რომში და დამკვიდრებული წესის მიხედვით, სიმბოლური მსხვერპლის შეწირვაზე უარის თქმა ერთგულების ფიცზე უარის თქმას ნიშნავდა. ეს გახლდათ ადრეული ქრისტიანული თემების დევნის საფუძველი.

რელიგიის თაყვანისცემის თავისუფლება, შეიქმნა ძველი ინდოეთის ბუდისტურ „მავრიის იმპერიაში“ აშოკა დიდის მიერ ძვ.წ. III საუკუნეში.

ბერძნულ-ებრაული დაპირისპირებები კირენაში ძვ.წ. 73 წელს, ძვ.წ. 117 წელს, ხოლო ქალაქ ალექსანდრიაში ძვ.წ. 115 წელს მიმდინარეობდა და ეს ბრძოლები გვაძლევს კოსმოპოლიტური ქალაქების მაგალითებს, როგორც ქაოტურ სცენებს.

რომაელები გამოირჩეოდნენ თავიანთი ტოლერანტულობით, რადგან იმპერია აერთიანებდა მრავალ რელიგიას, მათ შორის იუდაიზმს და ადგილობრივ ქვეშევრდომებს მოუწოდებდნენ, რომ გაეგრძელებინათ თავიანთი ღმერთების თაყვანისცემა, თუმცა ქრისტიანობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქონდათ მანამ, სანამ რომაელმა იმპერატორმა გალერიუსმა ქრისტიანობას არ დართო კანონიერად არსებობის ნება 311 წელს. რომის იმპერიაში რელიგიის თავისუფლებას მილანის ედიქტი უზრუნველყოფდა, თუმცა 380 წელს თესალონიკის ედიქტის მიხედვით, ყველა რელიგია აიკრძალა, ქრისტიანობის გარდა.


თითქმის ასწლიანი ბრძოლების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა მედინაში მცხოვრებ არაბ და ებრაელ (მაშინ ცნობილი, როგორც იათრიბი) ხალხს შორის, ძვ.წ. 620 წელს მუჰამედმა მედინის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით გამოაცხადა ისლამის მიმდევრებისთვის, ებრაელებისთვისა და წარმართებისთვის რელიგიის თავისუფლება. ისლამური ისტორიის ადრეულ პერიოდში (XI საუკუნის შუა ხანებამდე) ისლამი მეცნიერების უმეტესობა ინარჩუნებდა სახელმწიფოებრიობისგან დამოუკიდებლობას, რაც ხელს უწყობდა რელიგიის თავისუფლებისთვის დამახასიათებელი ელემენტების დამკვიდრებას. მოგვიანებით, ისლამური ხალიფატის არსებობისას, რელიგიის თავისუფლება შენარჩუნდა, თუმცა იმ პირობებში, რომ არამუსლიმი საზოგადოება მიიღებდა DHIMMI-ის სტატუსს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზრდასრულ მამაკაცს უნდა გადაეხადა დაკისრებული ჯარიმა - ჯიზია, განსხვავებით ისლამი თემისა, რომელიც იხდიდა ზაქათს. [9] მიუხედავად იმისა, რომ DHIMMI-ის სტატუსის მქონე პირებს არ ჰქონდათ მსგავსი პოლიტიკური უფლებები, როგორც ისლამის მიმდევრებს, ისინი მაინც სარგებლობდნენ თანასწორობის უფლებით საკუთრების, ხელშეკრულებისა და ვალდებულებების თვალსაზრისით. [10][11][12]

რელიგიური პლურალიზმი არსებობდა კლასიკურ ისლამსა და შარიათში, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა რელიგიათა კანონები და წესები, ისლამურ სამართლებრივ ჩარჩოს მოერგო. [13][14] შუა საუკუნეების ისლამურ საზოგადოებაში, კადი (ისლამი მოსამართლეები) როგორც წესი, ვერ ერეოდა არამუსლიმანთა საქმეებში, თუ მხარეები ნებაყოფლობით არ აირჩევდნენ გასამართლებას ისლამური კანონების შესაბამისად, ამრიგად, ისლამურ სახელმწიფოებში მცხოვრები Dhimmis-ის სტატუსის მქონე თემებს, ჩვეულებრვ ეძლეოდათ შესაძლებლობა ჰქონოდათ თავიანთი კანონები დამოუკიდებელი შარიათისგან, როგორც მაგალითად, ჰქონდათ ებრაელებს თავიანთი სასამართლო - ჰალახა.[15]

Dhimmis-ის სტატუსის მქონე პირებს უფლება ჰქონდათ შეექმნათ და ემოქმედათ საკუთარი იურიდიული სისტემის შესაბამისად დაფუძნებული სასამართლოებით იმგვარ შემთხვევებში, როდესაც დანაშაული არ ეხებოდა სხვა რელიგიურ ჯგუფებს, ფინანსურ სამართალდარღვევებს ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას/საფრთხის შექმნას.[16] არამუსლიმებს უფლება ჰქონდათ ისეთ რელიგიურ ჩვეულებებში ჩართულიყვნენ, რომლებიც ჩვეულებრივ, ისლამური კანონმდებლობით იყო აკრძალული, როგორც ალკოჰოლის მიღება და ღორის ხორცით კვებაა. აგრეთვე, უფლება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ისეთ რელიგიურ ღონისძიებებშიც, რომლებიც ისლამისტებს საძულველად და მიუღებლად მიაჩნდათ, მაგალითად როგორიცაა ზოროასტრული ჩვეულება ინცესტური „თვითქორწინება“, რომლის მიხედვითაც მამაკაცს შეეძლო დედის, დის ან ქალიშვილის ცოლად შერთვა. ცნობილი იურისტისა და ისლამური კანონმდებლობის მცოდნე, იბნ ქაიიმის (1292-1350) თანახმად, არამუსლიმ საზოგადოებას ჰქონდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა ასეთ რელიგიურ ღონისძიებებში, მაშინაც კი თუ ეს ქმედებები შეურაცხყოფდა ისლამ თემს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მსგავსი საქმეები არ წარედგინებოდა ისლამურ (შარიათის) სასამართლოს.[17]

მიუხედავად იმისა, რომ Dhimmis-ის სტატუსი მქონე თემები ხალიფატის პერიოდში სარგებლობდნენ გარკვეული ხელსაყრელი მოცემულობით, ისინი მაინც არ ითვლებოდნენ ისლამური თემების მიმართ თანასწორებად და ხალიფატის არსებობის ისტორიაში, არამუსლიმი თემები ხშირად იდევნებოდნენ.[18][19][20]

ებრაელები, რომლებმაც დევნის გამო დატოვეს საკუთარი სამშობლო 2500 წლის წინ, ინდოეთში დასახლდნენ, სადაც ანტისემიტიზმის პირისპირ არასდროს აღმოჩენილან.[21] ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება რელიგიის თავისუფლების შესახებ ნაპოვნი ედიქტები, რომლებიც გამოცემულია აშოკა დიდის მმართველობის პერიოდში. თანამედროვე ინდოეთში კონსტიტუციითაა განმტკიცებული ნებისმიერი რელიგიის გამოხატვის, ქადაგების და გავრცელების თავისუფლება. ძირითადი თემების ძირითადი რელიგიური დღესასწაულები შედის ეროვნული დღესასწაულების ჩამონათვალში.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მცხოვრები მოსახლეობის 80% არის ინდუიზმის მიმდევარი, ინდოეთი არის სეკულარული სახელმწიფო და არ გააჩნია სახელმწიფო რელიგია.

მრავალი სწავლული და მეცნიერი მიიჩნევს, რომ ინდოეთში გაბატონებული რელიგია, ინდუიზმი, დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ყველაზე ტოლერანტულ რელიგიად.[22] რაჯნი კოტარიმ, „განვითარებადი საზოგადოებების კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელმა დაწერა, „(ინდოეთი) არის ქვეყანა, რომელიც აგებულია ცივილიზაციის საფუძველზე, რომელიც არსებითად არარელიგიურია.“[23]

დალაი ლამა, დევნილობაში მყოფი ტიბეტის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი, ამბობს, რომ „არიაბჰომის“ მაგალითი, რომელიც ინდოეთის შესახებ აღმოჩენილ ცნობებში გვხვდება „მაჰაბჰარატაში“, ცხადყოფს, რომ ინდოეთში ათასობით წელია უკვე არსებობს რელიგიური ტოლერანტობა. „არა მხოლოდ ინდუიზმი, ჯაინიზმი, ბუდიზმი, სიკიზმი, რომლებიც ადგილობრივ რელიგიებს წარმოადგენენ, არამედ ქრისტიანობაც და ისლამიც აყვავდა. რელიგიური თავისუფლება და ტოლერანტობა ინდური ტრადიციაა.„ - განაცხადა დალაი ლამამ.[24]

რელიგიის თავისუფლების თვალსაჩინო მაგალითია ინდოეთის ნახევარკუნძულზე მეფე პიადასის (ძვ.წ. 304-232) (აშოკა) მმართველობა. მეფე აშოკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო სამთავრობო ინსტიტუტების რეფორმირება და მორალური პრინციპების გამოყენებით სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების შექმნა. მოგვიანებით, მან ხელი შეუწყო ბუდიზმის პრინციპების განვითარებას და ამის შემდეგ, სამართლიანი და გამგები საზოგადოების შექმნა გახდა აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პრინციპი მრავალი მმართველისათვის.

ინდოეთში თაყვანისცემის თავისუფლების მნიშვნელობას აშოკას წარწერაც ადასტურებს:

ღმერთებისთვის ძვირფასი მეფე პიადასი (აშოკა) პატივს სცემს ყველა სექტას, მოღვაწეს, ან მათ ვინც სახლში ცხოვრობს, იგი პატივს სცემს მათ ქველმოქმედებით და სხვა საშუალებებით, მაგრამ ღმერთებისთვის ძვირფასი მეფე, ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ამ საქველმოქმედო საქმეს, ვიდრე მეფობის სათნოების დანახვის შესაძლებლობაა. ყველა სათნოებისთვის არსებობს საერთო საფუძველი/წყარო - მოკრძალებული სიტყვა. ანუ, არ უნდა მოახდინო საკუთარი სარწმუნოების გამო სხვისი დისკრედიტაცია და არც სხვების მნიშვნელობის დაკნინება ლეგიტიმური მიზნების გარეშე. პირიქით, სხვა აღმსარებლობებს უნდა ვცეთ პატივი, მათთვის სათანადოდ.

აზიის კონტინენტზე, მონღოლები ტოლერანტულები იყვნენ რელიგიების მიმართ. ხალხს შეეძლო თაყვანისცემა თავისუფლად და ღიად.

ევროპელების ჩამოსვლის შემდეგ, ქრისტიანებმა მოიწადინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოქცევა და ღმერთის სამსახურში მათი ჩაყენება. დიდწილად არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქრისტიანული რწმენის მქონე თემებმა დაარღვიეს კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი, გარდა ალბათ, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.[25]

რელიგიის თავისუფლება თანამედროვე ინდოეთში არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცულია ქვეყნის კონსტიტუციის 25-ე მუხლით. შესაბამისად, ინდოეთის თითოეულ მოქალაქეს აქვს რელიგიის მშვიდობიანად აღიარების, გამოხატვის და გავრცელების/პროპაგანდირების უფლება.[26]

2010 წლის სექტემბერში, ინდოეთის კერალას შტატის სახელმწიფო კომისარმა განაცხადა, რომ „რელიგიურ ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ შეტყობინების გაგზავნა კონკრეტული საზოგადოების მხარდაჭერის შესახებ ან იმის შესახებ, რომ დაამარცხონ ურწმუნონი.“[27] კათოლიკური ეკლესია მოიცავს ლათინურ, სირო-მალაბარურ და სირო-მალანკარას რიტუალებს. ისინი ხშირად აძლევდნენ მკაფიო მითითებებს ერთგულ მორწმუნეებს მათ შორის, ისინი მორწმუნეებს ათეისტებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებდნენ.[27]

დღესაც კი ინდოელთა უმეტესობა ყველა რელიგიის ფესტივალს მსგავსი ენთუსიაზმითა და პატივისცემით აღნიშნავს. ინდუისტური ფესტივალი, როგორიცაა Deepavali და Holi, მუსლიმანური ფესტივალები, როგორიცაა Eid al-Fitr, Eid-Ul-Adha, Muharram, ქრისტიანული ფესტივალები, როგორიცაა შობა და სხვა ფესტივალები, როგორიცაა Buddha Purnima, Mahavir Jayanti, Gur Purab და სხვა. აღინიშნება და მასში მონაწილეობს ყველა ინდოელი.

რელიგიური შეუწყნარებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეცხრამეტე საუკუნის ალეგორიული ქანდაკება ბელგიის კონგრესის სვეტზე, რომელიც ასახავს რელიგიურ თავისუფლებას.


რომის კათოლიკური სამეფოების უმეტესობა, მკაცრად აკონტროლებდნენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ებრაელები ყველაზე ხშირად განიცდიდნენ შევიწროებასა და დევნას. მათ შორის ყველაზე მძიმე მომენტი იყო 1492 წელს, როდესაც ყველა ებრაელი გამოდევნეს ესპანეთიდან. ზოგიერთნი, ვინც შემორჩნენ და მოექცნენ კათოლიკურ სარწმუნოებაზე, მოგვიანებით ამხილეს იუდაიზმის ფარულად თაყვანისცემასა და ერეტიკოსობაში და ინკვიზიციის წესით გაასამართლეს.

ებრაელების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, ნაწილობრივ დააჩქარა მზარდი მოძრაობა, რომელიც რეფორმაციის საბაბი გახდა. ჯერ კიდევ ადრეულ 1380 წელს, ჯონ უიკლიფმა უარყო ტრანსუბსტანცია და დაიწყო ბიბლიის (წმინდა წერილის) თარგმნა ინგლისურად. 1410 წელს პაპის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით დაგმეს ჯონ უიკლიფი და ყველა მისი წიგნი დაწვეს.

1414 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა უსაფრთხოების გარანტიით მიიწვია რეფორმაციის მქადაგებელი იან ჰუსი, კონსტანცას საეკლესიო კრებაზე დასასწრებად. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო თავის უსაფრთხოებაში დარწმუნებული, მაინც გადაწყვიტა კრებაზე დასწრება. მისი ვარაუდები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სიმართლე აღმოჩნდა და ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ 1415 წლის 6 ივლისს კოცონზე დაწვეს.

ესპანეთში, გრანადას დაცემის შემდეგ, 1492 წელს, ისლამ მოსახლეობას „გრანადას ხელშეკრულებით“ აღუთქვეს რელიგიური თავისუფლება, მაგრამ ეს დაპირება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1501 წელს გრანადაში მცხოვრებ ისლამ მოსახლეობას ულტიმატუმი წაუყენეს ან ქრისტიანობა უნდა მიეღოთ ან ემიგრაციაში უნდა წასულიყვნენ. უმრავლესობა დათანხმდა ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევას, თუმცა მხოლოდ ზედაპირულად, რადგან არც ჩაცმის სტილი შეუცვლიათ, არც საუბარი და იგივენაირად სცემდნენ ისლამს თაყვანს, როგორც აქამდე. საბოლოოდ მორისკოები (მუსლიმი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო) განდევნა ესპანეთიდან 1609 წელს (კასტილია) და 1614 წელს (დანარჩენი ესპანეთიდან), ფილიპე III-მ.

მარტინ ლუთერმა 1517 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი 95 თეზისი ვიტენბერგში. მარტინ ლუთერის ძირითადი მიზანი იყო თეოლოგიური და ჩამოაყალიბა პროტესტანტიზმის სამი ძირითადი დოგმა:

  • მხოლოდ ბიბლია არის უტყუარი/უშეცდომო.
  • ყოველ ქრისტიანს შეუძლია მისი ინტერპრეტირება
  • ადამიანის ცოდვები იმდენად უსამართლო და მძიმეა, რომ მისგან ხსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

მარტინ ლუთერს იმედი ჰქონდა, რომ შეწყდებოდა ინდულგენციებით ვაჭრობა და მოახდენდა კათოლიკური ეკლესიის რეფორმირებას. 1521 წელს, კარლ V-მ საღვთო რომის იმპერატორმა, საშუალება მისცა მარტინ ლუთერს უარი ეთქვა საკუთარ ნაშრომებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც წინადადების მიღებაზე უარი განაცხადა, ერეტიკოსად გამოაცხადეს. ლუთერმა გადაწყვიტა ვორმსის დატოვება და შინ, ვიტენბერგში დაბრუნება. ფრედერიკ III-ის ბრძანებით ლუთერი უსაფრთხოების მიზნით შეაფარეს ვარტბურგის ციხესიმაგრეში, სადაც ბიბლიის გერმანულად თარგმნას შეუდგა.

მარტინ ლუთერის არყოფნის დროსაც გაგრძელდა პროტესტანტული მოძრაობა და გავრცელდა შვეიცარიაშიც. ულრიხ ცვინგლი 1520-1523 წლებში ციურიხში რეფორმაციის აუცილებლობას ქადაგებდა. ის ეწინააღმდეგებოდა ინდულგენციების, ხატების, ლოცვების, ქანდაკებებისა და სხვა სიწმინდეების გაყიდვას. ამ პროცესის კულმინაცია იყო ის, რომ შვეიცარულ კანტონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც მიიღეს პროტესტანტიზმი და კათოლიკეები, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 1531 წელს კათოლიკეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ცვინგლი ბრძოლაში დაიღუპა. კათოლიკურმა კანტონებმა ზავი დადეს ციურიხთან და ბერნთან.[28]

პაპის ავტორიტეტისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადამდები აღმოჩნდა და 1533 წელს, როდესაც ჰენრი VIII განკვეთეს ეკლესიიდან განქორწინებისა და ანა ბოლეინთან ხელახალი ქორწინების გამო, მან დაუყონებლივ დააარსა კათოლიკური ეკლესიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ეკლესია, სადაც მეფე ნიშნავდა ეპისკოპოსებს. ამ ყველაფერს შიდა არეულობისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია და ტომას მორი, რომელიც მეფის კანცლერი იყო, სიკვდილით დასაჯეს მეფისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 1535 წელს.

1535 წელს ჟენევის შვეიცარული კანტონა პროტესტანტული გახდა. 1536 წელს ქალაქ ბერნის კანტონამ დაიპყრო ვოდის კანტონა და ქალაქში რეფორმატორული იდეები გაავრცელა. მათ გაძარცვეს ლოზანას საკათედრო ტაძარი და გაანადგურეს ყველა ხელოვნების ნიმუში და დალეწეს ქანდაკებები. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხებული ჟან კალვინი ჟენევიდან 1538 წელს გააძევეს, თუმცა 1540 წელს იგი კვლავ მიიწვიეს.

რელიგიური თავისუფლების აღსანიშნავი აშშ-ის საფოსტო მარკა

როდესაც მერი I გახდა ინგლისის დედოფალი, მან კვლავ აღადგინა კათოლიკური ეკლესია და უარყო პროტესტანტიზმი. მისი მმართველობის პერიოდში დევნიდნენ პროტესტანტებს, თუმცა მისმა ნახევარდამ, ელისაბედ I-მა 1558 წელს კვლავ დაუბრუნა ინგლისურ ეკლესიას ძველი დიდება, ამჯერად სამუდამოდ და კვლავ განახლდა კათოლიკეთა დევნა. 1611 წელს, მეფე ჯეიმზ I--ის დაკვეთით დაიწერა და გამოიცა „მეფე ჯეიმზის ბიბლია“ პროტესტანტი მორწმუნეებისთვის და ოფიციალურად აიკრძალა კათოლიკური თაყვანისცემის ფორმები.

საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ 1570 წელს ზავი დაიდო პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის, დევნა კვლავ გრძელდებოდა. სისხლიანი დევნის განსაკუთრებული მაგალითია 1572 წლის 24 აგვისტოს მომხდარი ბართლომეს ღამე, როდესაც ათასობით ფრანგი პროტესტანტი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ საზარელ კოშმარს წინ უძღოდა 1567 წელს ნიმსის „მიქელადაში“ პროტესტანტების მიერ ადგილობრივი კათოლიკე ბერებისა და სამღვდელოების დახოცვა.

ადრეული ნაბიჯები და მცდელობები ტოლერანტობის გზაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქრისტიანული ჯვარი და მენორაჰი თანაარსებობენ, ოქსფორდი, ოქსფორდშირი, ინგლისი.

სიცილიის სამეფო როჯერ II-ის მმართველობის დროს, გამოირჩეოდა თავისი ეთნიკური მრავალფეროვნებითა და რელიგიური შემწყნარებლობით. ნორმანები, ებრაელები, მაჰმადიანი არაბები, ბიზანტიელი ბერძნები, ლომბარდიელები და ადგილობრივი სიცილიელები ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ.[29][30] ვიდრე სიცილიაში მცხოვრებ მუსლიმებს გაანადგურებდნენ, მეფე როჯერ II-ის შვილიშვილმა, ფრედერიკ II-მ (1215-1250) ნება დართო მათ დასახლებულიყვნენ ქვეყნის დიდ ნაწილში და აეშენებინათ მეჩეთები.[31]

ბოჰემიის სამეფო (დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა) ბოჰემური რეფორმაციის შედეგად, რელიგიური თავისუფლებით სარგებლობდა 1436-1620 წლებში და იმ პერიოდისთვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქრისტიანული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. 1436 წლის ბაზელის შეთანხმების მიხედვით გამოცხადდა რელიგიური თავისუფლება და მშვიდობის აქტს ხელი მოაწერეს კათოლიკეებმა და ჭაშნიკური (უტრაქვისტი) ეკლესიის წარმომადგენლებმა. 1609 წელს საღვთო რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ ხელი მოაწერა ე.წ. უდიდებულესობის სიგელს და ბოჰემიაში რელიგიური თავისუფლება კიდევ უფრო მეტად განამტკიცა. ჩეხეთის სამეფოში კათოლიკური ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა, 1620 წლის თეთრის მთის ბრძოლის შემდეგ დამყარდა. ეტაპობრივად ირღვეოდა და დასასრულს უახლოვდებოდა რელიგიური თავისუფლება და ბოჰემური მიწიდან მრავალი პროტესტანტი გააძევეს, სხვები კი თავისით გაიქცნენ. საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ II-მ, რომელიც მორწმუნე კათოლიკე იყო, ძალდატანებით მოაქცია კათოლიკურ რელიგიაზე ავსტრიელი და ბოჰემი პროტესტანტები.[32]

ამავე პერიოდში, გერმანიაში ფილიპ მელანხტონმა შეიმუშავა აუგსბურგის აღსარება, როგორც ლუთერანული ეკლესიის რწმენის აღმსარებლობა და წარდგენილ იქნა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სთვის აუგსბურგის სეიმზე 1530 წლის 25 ივნისს.

რომის საღვთო იმპერიაში, კარლ V აუგსბურგის რელიგიური ზავის მიხედვით რელიგიურ თავისუფლებას ანიჭებდა კათოლიკეებსა და ლუთერანული მრწამსის მთავრებს. ყოველ რეგიონს/შტატს უნდა მიეღო ამავე შტატის/რეგიონის მთავრის მრწამსი, მაგრამ ასეთ შტატებში/რეგიონებში სულაც არ იყო რელიგიური შემწყნარებლობა. ისეთ მოქალაქეებს, რომელთაც განსხვავებული რელიგია და მრწამსი ჰქონდათ, შეეძლოთ სხვა ადგილას გადასახლება, სადაც მეტად მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემო იქნებოდა.

საფრანგეთში კათოლიკეებისა და პროტესტანტების შერიგებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნის მრავალი მცდელობა ჩაიშალა, რადგან სახელმწიფოს არ შესწევდა ძალა მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც პროტესტანტმა (წარსულში კათოლიკემ) ანრი IV-მ, დაიკავა საფრანგეთის სამეფო ტახტი, 1598 წელს ნანტის ედიქტის მიხედვით დაწესდა რელიგიური ტოლერანტობა. 80 წელზე მეტ ხანს იმოქმედა აღნიშნულმა ედიქტმა, ხოლო ეს შეთნხმება 1685 წელს ლუი XIV-მ გააუქმა. შეუწყნარებლობა, შუღლი და დაპირისპირება ნორმად იქცა, თუმცა აღნიშნული ვითარება შეცვალა ლუი XVI-მ, რომელმაც ვერსალის ედიქტისა (1787) და კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით 1789 წლის 24 დეკემბერს, პროტესტანტებს სამოქალაქო უფლებები მიანიჭა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ სრულად გაუქმდა სახელმწიფო რელიგია და „ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაციის“ მიხედვით დაწესდა რელიგიის თავისუფლება და ეს თავისუფლება მოქმედებდა მანამ, სანამ რელიგიური საქმიანობა/გამოხატვა არ დაარღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

რელიგიის თავისუფლების ადრეული კანონები და სამართლებრივი გარანტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსილვანიის სამთავრომ, 1558 წელს „თორდას ედიქტის“ გამოცემით, კათოლიციზმსა და ლუთერანიზმს, თავისუფლად მსახურების უფლება მისცა. კალვინიზმი აკრძალული იყო და ის დასაშვებ რელიგიათა სიაში მხოლოდ 1564 წელს მოექცა. პირველი კანონის მიღებიდან ათი წლის შემდეგ, 1568 წელს გამოიცა მსგავსი ედიქტი, უნგრეთის მეფის ხელმძღვანელობითა და ტრანსილვანიის პრინცის ჯონ ზიგმუნდ ზაპოლიას თანამონაწილეობით, რომელიც ტრანსილვანიის უნიტარული ეკლესიის დამფუძნებელი იყო[33], დააწესეს ფერენჩ დევიდის [34] სწავლების საფუძველზე, ყველა რელიგიის თავისუფლება [35] და თქვეს "დაუშვებელია ვინმეს განდევნა, დაშინება ან დატყვევება მისი რელიგიის გამო". რეალურად, ეს იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ რელიგიური ტოლერანტობა; გარანტირებული იყო რელიგიათა თანასწორობა, აიკრძალა სახელმწიფოსა თუ უბრალო ხალხის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ჯგუფებს ან ინდივიდს მისი რელიგიური აღმსარებლობის გამო. სოციალური იერარქია არ ეყრდნობოდა მრწამს, შესაბამისად ტრანსილვანიას ჰყავდა, როგორც კათოლიკე, ისე პროტესტანტი მონარქები, რომლებიც პატივს სცემდნენ „თორდას ედიქტს“. უნიკალური იყო ის, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფო რელიგია და სწორედ აქედან გამომდინარე, ქრისტიანულ ევროპაში რელიგიის თავისუფლების მხრივ „თორდას ედიქტი“ ითვლება პირველ სამართლებრივ გარანტიად. [36]

დეკლარაცია, დეივიდ ფერენცის მიერ, რელიგიური და სინდისის თავისუფლების შესახებ, თორდასში, 1568 წელს

ოთხი რელიგია (კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, კალვინიზმი, უნიტარიზმი) დასახელდა დასაშვებ რელიგიებად (religo recepta), რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლები ეყოლებოდათ ტრანსილვანიის წარმომადგენლობით ორგანოში, ხოლო სხვა რელიგიები, როგორიცაა მართლმადიდებლობა, საბაბატორები და ანაბაპტისტები, გამოაცხადეს ეკლესიებად (religio tolerata), რაც ნიშნავდა, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება კანონის მიღების პროცესში მონაწილეობა მიეღოთ და ვეტოს უფლება გამოეყენებინათ წარმომადგენლობით ორგანოში, მაგრამ მათ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ დევნიდნენ. „თორდას ედიქტის“ წყალობით, XVI საუკუნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრანსილვანია, ერთადერთი ადგილი იყო ევროპაში, სადაც მრავალი რელიგიის წარმომადგენელს შეეძლო ერთად, ჰარმონიულად და დევნის გარეშე ცხოვრება. [37]

ტრანსილვანიაში ამ სახით არსებული რელიგიის თავისუფლება 1638 წელს, ზოგიერთი რელიგიისთვის დასრულდა. ამ წლის შემდეგ, საბატარიანელების მიმართ დაიწყო დევნა და აიძულებდნენ ის ქრისტიანული მოძღვრება ეწამათ, რომელიც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ტრანსილვანიაში.[38]

უნიტარიანელების მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ "დასაშვებ რელიგიათა" ნუსხაში იყვნენ) დაიწყეს რეპრესიები და ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ, რისი კულმინაციაც ჰაბსბურგერთა მიერ ტრანსილვანიის დაპყრობა იყო 1691 წელს. [39] ჰაბსბურგერთა მიერ ტრანსილვანიის დაპყრობის შემდეგ, ახალმა ავსტრიელმა სწავლულებმა/ოსტატებმა მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ჰუტერიტ ანაბაპტისტებს (რომლებმაც სამოთხე აღმოაჩინეს 1621 წელს ტრანსილვანიაში, მას შემდეგ, რაც ავსტრიიდან განდევნეს) აიძულეს არჩევანი გაეკეთებინათ, ან ემიგრაციაში წასულიყვნენ ან კათოლიციზმი მიეღოთ. მათ არჩევანი გააკეთეს, დატოვეს ტრანსილვანია და ჯერ ვლახეთში წავიდნენ, შემდეგ რუსეთში, ხოლო ბოლოს აშშ-ში გაემგზავრნენ.[40]

„უტრეხტის გაერთიანებაში“ (1579 წლის 20 იანვარი) რელიგიის თავისუფლების ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ნიდერლანდებისა და ესპანელებს შორის გამართულმა ბრძოლამ. უტრეხტის გაერთიანებამ განაპირობა ჰოლანდიის რესპუბლიკის ჩამოყალიბება (1581-დან 1795 წლამდე). კალვინისტების მმართველობისას ნიდერლანდები გახდა ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა ევროპაში. მათ თავშესაფარი მისცეს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც მაგალითად ჰუგენოტებსა და ესპანეთიდან და პორტუგალიიდან გამოდევნილ ებრაელებს. [41] ნიდერლანდებსა და ახალ ამსტერდამში (დღევანდელი ნიუ-იორკი) ებრაული საზოგადოების დაარსება და ჩამოყალიბება ჰოლანდიის რესპუბლიკის დროს რელიგიური თავისუფლების თვალსაჩინო მაგალითია. როდესაც ახალი ამსტერდამი 1664 წელს ჩაბარდა ინგლისს, კაპიტულაციის აქტის მიხედვით რელიგიის თავისუფლება შენარჩუნდა. ამ აქტით ისარგებლეს იმ ებრაელებმაც, რომლებიც პორტუგალიაში დევნას, თავს ბრაზილიაში ემიგრაციით უშველეს 1654 წელს. მე-18 საუკუნის განმავლობაში შეიქმნა მრავალი ებრაული თემი, მაგალითად ნიუპორტში, როდ–აილენდში, ფილადელფიაში, ჩარლსტონში, სავანასა და რიჩმონდში.[42]

პროტესტანტთა დევნა და შევიწროვება გრძელდებოდა, რასაც მოწმობს მომლოცველთა ემიგრაციაში წასვლა ჯერ ნიდერლანდებში და ბოლოს აშშ-ში, სადაც მასაჩუსეტის შტატში დააარსეს პლიმუთის კოლონია 1620 წელს. იულიამ პენი, პენსილვანიის დამფუძნებელი, მონაწილეობდა და იყო ერთ-ერთი ფიგურანტი საქმეში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია, როგორც აშშ-ს, ასევე ინგლისის კანონებზე. ნაფიცმა მსაჯულებმა, უარი თქვეს უილიამ პენის გასამართლებაზე, რომელიც ერთ-ერთ რელიგიას ქადაგებდა. ნაფიც მსაჯულთა ქმედება უკანონო იყო, თუმცა მათ არ შეუცვლიათ საკუთარი განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ისინი დააპატიმრეს. ნაფიცი მსაჯულები არ აპირებდნენ რელიგიის თავისუფლება შეეზღუდათ და ამ ფაქტმა, კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ამ იდეის დამკვიდრებას. [43]

1573 წლის ვარშავის კონფედერაციის ორიგინალი აქტი. რელიგიური თავისუფლების დასაწყისი პოლონეთ–ლიეტუვის თანამეგობრობაში


ებრაელთა თავისუფლების ქარტია, ცნობილი, როგორც „კალიშის წესდება“, გამოსცა დიდი პოლონეთის ჰერცორგმა ბოლესლაუს ღვთისმოსავმა 1264 წლის 8 სექტემბერს. აღნიშნული წესდება საფუძვლად დაედო ებრაელთა სამართლებრივ მდგომარეობას პოლონეთში და შეიქმნა ებრაელთა ავტონომიური ერი, რომლებიც იდიშის ენაზე საუბრობდნენ 1795 წლამდე. წესდების თანახმად, განსაკუთრებული იურისდიქციის ქვეშ მოექცა ებრაული სასამართლო და ის ებრაელი მოსახლეობის საკითხებს განიხილავდა და აგრეთვე, ცალკე სასამართლო შეიქმნა ქრისტიანულ და ებრაულ საკითხთებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წესდების მიხედვით, შეთანხმება შეეხო ებრაული საზოგადოების პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, რელიგიის, გადაადგილებისა და ვაჭრობის სფეროებში. შემდგომ პერიოდშიც, აღნიშნული წესდება სხვა პოლონელმა მეფეებმაც გაიზიარეს, 1334 წელს კაზიმირ III-მ, 1453 წელს კაზიმირ IV-მ და სიგიზმუნდI-მა 1539 წელს.[44]

პოლონურ-ლიეტუვური თანამეგობრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების უფლება და მრწამსის თავისუფლება იყო ის ძირითადი უფლებები, რომლებზეც პოლონურ-ლიეტუვური თანამეგობრობა შეთანხმდა ყოველი მოსახლის მიმართ მე-15 საუკუნისა და მ-16 საუკუნის პერიოდში, თუმცა რელიგიის სრული თავისუფლება ვარშავის კონფედერაციის დროს 1573 წელს აღიარეს. პოლონურ–ლიეტუვური თანამეგობრობა იცავდა რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონებს იმ პერიოდში, როცა დანარჩენ ევროპაში რელიგიური დევნა ყოველდღიურობად იქცა.[45]

ამერიკის შეერთებული შტატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კოლონიები არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული შემწყნარებლობითა და მიმღებლობით განსხვავებული რწმენის მიმართ, თუმცა მერილენდი გამონაკლისი იყო. მაგალითად, როჯერ უილიამსმა საჭიროდ ჩათვალა გასცლოდა თეოკრატიულად განწყობილ მასაჩუსეტსის კოლონიას და დაეარსებინა - როდ-აილენდის კოლონია. მასაჩუსეტსის კოლონიის მკვიდრი პურიტანები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ახალი ინგლისის ქუაქერების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში და მსგავს პოზიციას იზიარებდნენ პლიმუთისა და კონექტიკუტის კოლონიებიც.[46] 1660 წელს, რელიგიური შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლია ინგლისელი ქუაქერი მერი დაიერი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო ბოსტონში, იმის გამო,რომ პურიტანულ მასაჩუსეტსში მიიღეს კანონი კოლონიიდან ქუაქერების გაძევების შესახებ.[46] მერი დაიერის ჩამოხრჩობამ საფუძველი ჩაუყარა პურიტანული თეოკრატიის დასრულებასა და ახალი ინგლისის დამოუკიდებლობას ინგლისის მმართველობისგან. 1661 წელს მეფე ჩარლზ II-მ აუკრძალა მასაჩუსეტსის კოლონიას ადამიანების სიკვდილით დასჯა იმის გამო, რომ ქუაქერიზმის მიმდევრები იყვნენ. [47] ახალ ინგლისში ანტიკათოლიკური განწყობა პირველად მაშინ გაჩნდა, როცა გამოჩნდნენ ჩამოსახლებული მოხეტიალე მორწმუნეები და პურიტანები. [48] 1647 წელს, მასაჩუსეტსში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც რომაელ-კათოლიკე (იეზუიტებს) ბერებსა და მლოცველებს ეკრძალებოდათ იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც პურიტანული იურისდიქცია ვრცელდებოდა.[49] ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებდა მკაფიოდ საკუთარი მრწამსის შესახებ ეთქვა, აძევებდნენ კოლონიიდან და შემდეგი ნაბიჯი, სიკვდილით დასჯა იყო. [50] ახალ ინგლისში მყოფმა რადიკალმა მომლოცველებმა არ დაუშვეს შობის აღნიშვნა.[51] ბოსტონში შობის დღესასწაულის აღნიშვნა 1659 წელს აიკრძალა. [52] პურიტანების მიერ დაწესებული აკრძალვა 1681 წელს გაუქმდა ინგლისის გუბერნატორის ჩარევით, ხოლო ბოსტონის რეგიონში შობის აღნიშვნა მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან გახდა შესაძლებელი. [53]

რელიგიის თავისუფლება, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, პირველად გამოყენებულ იქნა კათოლიკე, ლორდ ბალტიმორის მიერ მერილენდის დაარსებისას 1634 წელს. [54] თხუთმეტი წლის შემდეგ (1649), „მერილენდის ტოლერანტული აქტი“, რომელიც დაიწერა ლორდ ბალტიმორის მიერ, გულისხმობდა: „არც ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი... არავის უნდა ჰქონდეს პრობლემა თავისუფლად თაყვანისცეს თავის რელიგიას და არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი.“ ამ კანონის თანახმად, გათვალისწინებული იყო ყველა ქრისტიანი ტრინიტარიანიზმის მიმდევრის აღმსარებლობის თავისუფლება, მაგრამ სიკვდილით დასაჯეს ყველა, ვინც იესოს ღვთაებრიობას უარყოფდა. მერილენდის ტოლერანტობის აქტი გაუქმდა კრომველიანის ეპოქაში პროტესტანტების დახმარებით და ახალი კანონით კათოლიკეებს ეკრძალებოდათ თავიანთი რელიგიის ღიად თაყვანისცემა.[55] 1657 წელს, კათოლიკე ლორდ ბალტიმორმა კვლავ მოიპოვა მერილენდზე კონტროლი პროტესტანტებთან დადებული გარიგების შედეგად და „რელიგიის თავისუფლების აქტი“ კვლავ აღადგინა და ძალაში 1658 წელს შევიდა. ამჯერად, ამ აქტს ძალა არ დაუკარგავს ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, სანამ 1692 წელს, [56] მერილენდის პროტესტანტული რევოლუციის შემდეგ (1689), რელიგიის თავისუფლების აქტი კვლავ არ გაუქმდა.[54][57] გარდა ამისა, 1704 წელს მიიღეს მორიგი აქტი „აქტი ამ რეგიონში პოპერის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, რაც კათოლიკე მოსახლეობას ხელს უშლიდა პოლიტიკური თანამდებობების დაკავებაში.[57] სრული რელიგიური ტოლერანტობა მერილენდში, მხოლოდ მაშინ დაწესდა, როცა ჩარლზ ქეროლმა მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

როდ-აილენდი (1636), კონექტიკუტი (1636), ნიუ ჯერსი, და პენსილვანია (1682) - დააარსეს პროტესტანტმა როჯერ უილიამსმა, თომას ჰუკერმა და უილიამ პენიმ და შესაბამისად, ამ შტატებში იყო დემოკრატიული მმართველობის ფორმა, რომელიც შეიმუშავეს პურიტანებმა და სეპარატისტმა კონგრეგაციონალისტებმა. [58][59][60][61] ეს კოლონიები/შტატები სამოთხედ იქცნენ რელიგიური უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის. კათოლიკეებსაც და ებრაელებსაც ჰქონდათ სრული მოქალაქეობა და სამართლებრივი სტატუსი, შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ საკუთარი რელიგიური რიტუალები.[62][63][64] უილიამსი, ჰუკერი, პენი და მათი მეგობრები დარწმუნებულები იყვნენ და სწამდათ, რომ სინდისის თავისუფლება ღვთის ნება იყო. უილიამსმა წარმოთქვა ყველაზე ღრმა შინაარსის მქონე არგუმენტი: რწმენა არის სულიწმინდის თავისუფლების შედეგი და აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება ძალდატანებითი. აქედან გამომდინარე ის თვლიდა, რომ დაცული უნდა იყოს ზღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. [65] პენსილვანია იყო ერთადერთი კოლონია, სადაც აშშ-ის დაარსებამდე შენარჩუნებული იყო რელიგიის აბსოლუტური თავისუფლება. განუყოფელი ნაწილია დემოკრატია, რელიგიის თავისუფლება და თავისუფლების სხვა ფორმები, რომელთა არსებობამ ჩაუყარა საფუძველი ახალი ერის პოლიტიკურ და სამართლებრივ მდგომარეობას. ბაპტისტები და პრესვიტარიანელები, ითხოვდნენ სახელმწიფო რელიგიების გაუქმებას - ანგლიკანურსა და კონგრეგაციონალისტურს - და რელიგიის თავისუფლების სრულად დაცვას.[66]

„ვირჯინიის სტატუტი რელიგიის თავისუფლების“ შესახებ დაწერილია თომას ჯეფერსონის მიერ 1779 წელს და ის აცხადებს:

ყველა ადამიანი იძულებულია მხარი დაუჭიროს ან პატივი სცეს რელიგიურ აღმსარებლობას, ადგილს, მსახურებას, არ მოხდეს მათი იძულებით შეკავება, ძალადობა მათ მიმართ, არც სულიერი და არც ფიზიკური ტანჯვა ან სხვაგვარი რელიგიური შევიწროება; ყველა ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი გამოხატოს თავისი აზრები არგუმენტებით, საკუთარი აზრი რელიგიური საკითხების შესახებ და ამან არ უნდა იქონიოს გავლენა მათ სამოქალაქო უფლებებზე.

არსებულმა განწყობებმა გამოიწვია ეროვნული კონსტიტუციის პირველი შესწორება და აისახა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ბილშიც: „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ამკვიდრებს კონკრეტულ რელიგიას ან კრძალავს თავისუფლად თაყვანისცემას...“. რელიგიური თავისუფლების აღიარება, როგორც უფლებათა ბილში დაცული პირველი უფლება, მიუთითებს ამერიკელი დამფუძნებელი მამების მიერ რელიგიის მნიშვნელობის სწორად აღქმას ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებების განხორციელებისთვის. პირველი შესწორება ცდილობდა დაეცვა „რელიგიის თავისუფალი გამოხატვა“ ან სხვანაირად რომ ვთქვათ, „რელიგიის თავისუფლად გამოხატულების თანასწორობა“.[67]

აშშ საერთაშორისო ურთიერთობებში, მნიშვნელოვან როლს ანიჭებს რელიგიურ თავისუფლებას. რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო აქტის მიხედვით, 1998 წელს დაარსდა „რელიგიური თავისუფლების აშშ-ის საერთაშორისო კომისია“, რომელიც იკვლევს 200-ზე მეტი ქვეყნის ანგარიშებს რელიგიური თავისუფლების მხრივ და იმ ქვეყნებს, სადაც სიტუაცია სავალალოა, აფრთხილებს შესაძლო ეკონომიკური სანქციების შესახებ. მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს, კიდევ უფრო მკაცრად და მკაფიოდ დაეწესათ სანქციები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ უშვებდნენ და არ იცავდნენ რელიგიურ თავისუფლებას.

რელიგიის თავისუფლება კანადაში არის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლება, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას აძლევს თავისუფლად შეიკრიბონ და თავისუფლად თაყვანისცენ საკუთარ რელიგიას, შეუზღუდავად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე. კანადური კანონმდებლობა კიდევ უფრო შორს მიდის და მოქალაქეებისგან და კერძო კომპანიებისგან მოითხოვს, რომ შეუქმნან საჭირო პირობები იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად, ძლიერი რელიგიური რწმენა აქვს. „კანადის ადამიანის უფლებათა აქტი“ საშუალებას იძლევა, რომ პატივი სცენ რელიგიურ ჩაცმულობას და გამონაკლისები დაუშვან მათთვის, მაგალითად, ინდოელ ხალხს, რომელთაც სპეციალური თავსაბურავი ახურავთ, ნება დართონ ეხუროთ სამუშაო ადგილზე, სადაც სამუშაო პირობებიდან გამომდინარე ითხოვენ სამუშაო კასკას.[68] 2017 წელს სანტო დაიმეს ტაძარ მონტრეალში, რელიგიური გამნაკლისის სახით დაშვებულ იქნა აიაჰუასკას გამოყენება, როგორც ზიარების რიტუალისთვის აუცილებელი სითხე.[69]

1981 წლის 25 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია „რელიგიისა და რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. ეს დეკლარაცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას.[70]

რელიგიის თავისუფლების შესახებ ყველაზე არსებითი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიიღო საერთაშორისო საზოგადოებამ, არის ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენცია, რომლის მე-14 მუხლში შემდეგ რამეს ვკითხულობთ: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის უფლებას აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე.- მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, გაუწიონ ბავშვს კონსულტაციები თავისი უფლების განხორციელებაში ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისად.- რელიგიის ან რწმენის გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული და აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვისი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“[71]

თანამედროვე დებატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი „იცავს თეისტურ, არათეისტურ და ათეისტურ მრწამსს, ისევე როგორც უფლებას არ აღიარონ ნებისმიერი რელიგია და რწმენა“.[72] კომიტეტმა შემდგომ განაცხადა, რომ „რელიგიის ან რწმენის არსებობის ან მიღების თავისუფლება აუცილებლად გულისხმობს რელიგიის ან რწმენის არჩევის თავისუფლებას, მათ შორის, ამჟამინდელი რელიგიის ან რწმენის სხვა რელიგიით ან რწმენით შეცვლის ან ათეისტური შეხედულებების მიღების უფლებას“. კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს ეკრძალებათ „გამოიყენონ ფიზიკური ძალა ან სისხლის სამართლის სანქციები, რათა აიძულონ მორწმუნეები და არამორწმუნეები“ უარი თქვან თავიანთ მრწამსზე ან იძულებით მოაქციონ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მრავალ წერტილში, კვლავ ხდება რელიგიურ უმცირესობათა შევიწროება, დევნა.[73][74]

სეკულარული ლიბერალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადამ სმითი, ამტკიცებდა და იყო რელიგიის თავისუფლების ღიად დამცველი.

ფრანგმა ფილოსოფოსმა, ვოლტერმა აღნიშნა ინგლისელებზე თავის წიგნში „წერილები ინგლისზე“, რომ რელიგიის თავისუფლება მრავალეროვან და მრავალფეროვან საზოგადოებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას თუ რატომაც იყო იმ პერიოდისთვის ინგლისი შედარებით უკეთესს მდგომარეობაში იმ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ნაკლები იყო რელიგიის თავისუფლების მიმართ ტოლერანტობა.

ინგლისში რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთი რელიგია დაშვებული, სახელმწიფო ალბათ, არბიტრის როლს შეასრულებდა; თუ დაშვებულ რელიგიათა რიცხვი იქნებოდა ორი, მაშინ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ყელს გამოჭრიდნენ, მაგრამ რადგან დაშვებულ რელიგიათა რაოდენობა მრავალია, ყველა ბედნიერად და მშვიდად გრძნობს თავს.[75]

ადამ სმითი, თავის წიგნში გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ (თავისი მეგობრის დევიდ ჰიუმის არგუმენტზე დაყრდნობით) აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მთლიანად საზოგადოების და სამოქალაქო მაგისტრატის (მთავრობა) ინტერესებში შედის. კერძოდ, თუ ხალხს საშუალება მიეცემა თავისუფლად აირჩიოს საკუთარი რელიგია, ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო არეულობების გაქრობას და შეამცირებს შეუწყნარებლობას. მანამ, სანამ საზოგადოებაში არსებობს მრავალი რელიგია/ ან რელიგიური სექტა, რომლებიც თავისუფლად მოქმედებენ საზოგადოებაში, იძულებულნი არიან საკუთარი საკამათო ან ძალადობრივი სწავლებები გააუქმონ ან შეცვალონ, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს მიმზიდველი და ბევრი ახალწვეული ჰყავდეთ. სწორედ მსგავსი თავისუფალი კონკურენცია რელიგიურ სექტებს შორის, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და სიმშვიდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.

სმიტი ასევე აღნიშნავს, რომ კანონები, რომლებიც ხელს უშლის რელიგიურ თავისუფლებას და ცდილობს შეინარჩუნოს კონკრეტული რელიგიის ძალა, რწმენა და ერთპიროვნულობა, გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ამ რელიგიის შესუსტებას და გახრწნას ემსახურება, რადგან მისი ლიდერები და მქადაგებლები თვითკმაყოფილნი, გათიშულები და არაპროდუქტიულები არიან იმაში, რომ ეძებონ ახალი გზები, რათა ახალი ხალხი მიიზიდონ მათთან:[76]

გულმოდგინე, აქტიური და დაინტერესებული პედაგოგი შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც ან მხოლოდ ერთი რელიგია სარგებლობს ტოლერანტულობით, ან სადაც მთლიანი საზოგადოება იყოფა ორ ან სამ დიდ რელიგიურ დაჯგუფებად; მაგრამ ეს მონდომება და აქტიურობა უშედეგო და ნაკლებად საშიში იქნებოდა ისეთ საზოგადოებაში, სადაც ორასი, სამასი სხვადასხვა სექტაა და მათგან არც ერთი ფლობს საკმარისად მნიშვნელოვან ძალას. თითოეული რელიგიური სექტის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა მხრიდან იგრძნობდნენ ნეგატივს და წინააღმდეგობას და არა მეგობრულობას, ვალდებულნი იქნებოდნენ ისეთი ზომიერება შეესწავლათ, რომელიც ასე ძალიან აკლია მათ სწავლებებს.[77]

ინდუიზმი, ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოაზროვნე რელიგიური მიმდინარეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რელიგიის თავისუფლებას.[78] ინდუიზმი პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებას თავისებური გზით მივიდეს/მიაღწიოს ღმერთამდე. ინდუისტები თვლიან, რომ ღმერთთან მისაღწევად მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. ისინი აღიარებენ რელიგიას, როგორც ფილოსოფიას და ყველა რელიგიას ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევენ. ინდუისტების ყველაზე ცნობილი ფრაზაა: „ჭეშმარიტება ერთია, უბრალოდ ბრძენი ადამიანები მათ განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ“.[78]

დასავლეთის კედელთან დაკავებული ქალები ლოცვისა და შარლის (სამოსი) ტარების გამო;

იუდაიზმი მოიცავს სხვადასხვა ქვეჯგუფს როგორიცაა მართლმადიდებლობა, რეფორმატორული იუდაიზმი, კონსერვატიული იუდაიზმი, რეკონსტრუქციული იუდაიზმი, ებრაული განახლება და ჰუმანური იუდაიზმი. ამასთან, იუდაიზმს ახასიათებს მრავალი ფორმა, როგორც ცივილიზაციას და უფრო მეტად კაცობრიობისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში ექცევა, ვიდრე რელიგიის მკაცრ დოგმებში.[79] თორას მიხედვით, ებრაელებს ეკრძალებათ კერპთაყვანისმცემლობა და ყველა იმ ადათ-წესის დავიწყება ევალებათ, რაც კერპთაყვანისმცემლობას ეხება, მათ შორისაა იმ ადამიანების მოკვლა, რომლებიც თავიანთ ღმერთებს სწირავენ შვილებს ან უზნეო/ამორალური საქმით არიან დაკავებულნი. თუმცა ეს წესები აღარ ფუნქციონირებს, რადგან ებრაელებს, როგორც წესი, მრავალრელიგიურ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება.

რომის იმპერიის მიერ ისრაელისა და იუდეის სამეფოების დაპყრობის შემდეგ, ებრაულმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა, ხოლო 1948 წელს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში, ებრაელებს უწევდათ ცხოვრება წარმართული, ქრისტიანული, მუსლიმანური და სხვა წესების მიხედვით. მსგავს ქვეყნებში მრავალი ებრაელი იყო დევნისა და ძალადობის მსხვერპლი - დაწყებული შუა საუკუნეების პოგრომებით, დამთავრებული ებრაული გეტოების მოწყობით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შუა აღმოსავლეთში ებრაელები მოხსენიებულები იყვნენ, როგორც dhimmi, არამუსლიმი საზოგადოება, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Dhimmi-ის სტატუსის მქონე ადამიანები სარგებლობდნდნ გარკვეული უფლებებით, ისინი მაინც არ ითვლებოდნენ მუსლიმთა თანასწორად, სწორედ ისე, როგორც არაებრაელი ისრაელის მოქალაქე არ არის ეროვნებით ებრაელის თანასწორი თანამედროვე ისრაელში.

შესაძლოა, მძიმე ისტორიისა და მუდმივი დევნის გამო, თანამედროვე ებრაელები იყვნენ ყველაზე აქტიურად ჩართულნი აშშ-სა და საზღვარგარეთ, რელიგიის თავისუფლების მზარდაჭერის საქმეში და მათ შექმნეს და მხარს უჭერდნენ სიძულვილის ენის წინააღმდეგი ინსტიტუტები, მათ შორის Anti-Defamation League, the Southern Poverty Law Center and the American Civil Liberties Union. ებრაელები აშშ-ში აქტიურად უჭერდნენ მხარს მუსლიმებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს, ებრძოდნენ მათ წინააღმდეგ წარმართულ დისკრიმინაციასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებებს.

ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა ებრაელი ემიგრანტების ძალისხმევით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაშინ როდესაც ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მოიხსენიებდა რელიგიის თავისუფლებას, როგორც ფუნდამენტურ უფლებას/პრინციპს, პრაქტიკაში არსებულ მთავრობაში დომინირებენ ულტრა-ორთოდოქსი წარმომადგენლები, რადგან შეიქმნა ბუნებრივი ბარიერები მათთვის, ვინც არ არიან ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრები. თუმცა, სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ისრაელი ძალიან გახსნილი და თავისუფალია ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა რელიგია და რელიგიური აღმსარებლობა, მათ შორის დაშვებულია ისლამური ლოცვის რიტუალი და ქრისტიანული ზარების რეკვა იერუსალიმში. Pew-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ისრაელი დასახელებულია, როგორც „უმაღლესი“ შეზღუდვების მქონე ქვეყანა რელიგიის თავისუფლების მიმართ. სახელმწიფო ცნობს გარკვეული საკითხების დროს მხოლოდ მართლმადიდებლურ იუდაიზმს და ქორწინებაც შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური წესის დაცვით და რელიგიური მოძღვრების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი იუდეველი მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ, სახელმწიფოს დაფინანსების ყველაზე დიდი წილი, სწორედ მათთან მიდის.[80] ებრაელი ქალები, მათ შორის ანა ჰოფმანი, დასავლეთის კედელთან მაშინ დააკავეს, როდესაც რელიგიურ სამოსში, რომელიც კაცებისთვისაა განკუთვნილი, გამოწყობილები ლოცულობდნენ და მღეროდნენ. „კედლის ქალებმა“ ორგანიზება გაუწიეს რელიგიური თავისუფლების პოპულარიზაციას.[81] 2014 წლის ნოემბარში, 60 არამართლმადიდებელი რაბინი სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა, თქვეს, რომ ისინი არ იქნებოდნენ დაშვებულნი კნესეთის სინაგოგაში სალოცავად, რადგან მხოლოდ მართლმადიდებლებისთვისაა განკუთვნილი. რაბი ჯოულ ლევი, იერუსალიმის კონსერვატორული იეშივას დირექტორი ამბობს, რომ სტუდენტებმა შოკი მიიღეს მას შემდეგ, რაც მან თავისი სახელით შეიტანა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს განცხადება არ დააკმაყოფილეს. მან აღნიშნა: „ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა ყველა საუბარი რელიგიისა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე“. დოვ ლიპმანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ კნესეთში დასაქმებული მრავალი ადამიანი არ იცნობს არაორთოდოქსულ და ამერიკულ პრაქტიკას და თვლიან, რომ თანასწოროუფლებიანობა შეურაცხყოფა იქნებოდა.[82] არაორთოდოქსული საქმიანობა ისრაელში დამოუკიდებელია, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც ეხება დასავლეთის კედელს.

ოსკარ სტრაუსის მემორიალის ნაწილი ვაშინგტონში, რომელიც პატივს სცემს თაყვანისმცემლობის უფლებას.

კათოლიკური ეკლესიის მიხედვით, Vatican II-ში მიიღეს რელიგიის თავისუფლების შესახებ დოკუმენტი - Dignitatis Humanae, რომელშიც საუბარია ადამიანის რელიგიის თავისუფლების შესახებ.[83] რელიგიური თავისუფლების ეს პრინციპი „ტოვებს ხელუხლებლად ტრადიციულ კათოლიკურ დოქტრინას კაცთა და საზოგადოებათა ზნეობრივი მოვალეობის შესახებ ჭეშმარიტი რელიგიის მიმართ“.[83][83]

რომის პაპმა პიუს IX-მ დაწერა დოკუმენტი სახელწოდებით „შეცდომების სილაბუსი“. სილაბუსი შედგებოდა ადრინდელი პაპის დოკუმენტების ფრაზებისა და პარაფრაზებისგან, და წარმოდგენილი იყო როგორც „დაგმობილი წინადადებების“ სია. მასში არ არის განმარტებული, თუ რატომ არის თითოეული კონკრეტული წინადადება არასწორი. სილაბუსში შეტანილი ფრაზებიდან აღსანიშნავია: „(პაპის მიერ დამატებული ფრაზები წინადადებას უცვლის შინაარსს)[შეცდომაა იმის თქმა, რომ] ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია აითვისოს და აღიაროს ის რელიგია, რომელსაც, საღი აზრის გათვალისწინებით, ჭეშმარიტად მიიჩნევს“(15); „[შეცდომაა იმის თქმა, რომ] ამრიგად, ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში კანონით იქნა გადაწყვეტილი, რომ იქ საცხოვრებლად მისულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი რელიგიისთვის დამახასიათებელი თაყვანისმცემლობის ფორმის საჯაროდ შესრულებით“.[84]

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ, მხარს უჭერს ყველა რელიგიის თავისუფლებას, რაც განტკიცებულია კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაში. მსგავს პოზიციას იზიარებს მრავალი პროტესტანტული მოძრაობაც, მათ შორის ბაპტისტები, შვიდიანელები და ყველა სხვა ძირითადი სექტა. „იესო ქრისტეს ბოლო დღის წმინდათა ეკლესია“ ასევე აღიარებს რელიგიის თავისუფლებას.[85]

მიუხედავად ამისა, სხვები და მათ შორის აფრიკელი მეცნიერი მაკაუ მუტუა, ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანები დაჟინებით მოითხოვდნენ ქრისტიანობის გავრცელებას მშობლიურ კულტურებში, როგორც რელიგიური თავისუფლების ელემენტს, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი წესებისა და ტრადიციების განადგურება. როგორც მან აღნიშნა წიგნში, რომელიც წარმოებულ იქნა „ოსლოს კოალიცია რელიგიის თავისუფლების ან რწმენის თავისუფლების შესახებ“ მიერ, „საიმპერატორო რელიგიებმა დაარღვიეს ინდივიდუალურობა და აფრიკელთა საზოგადოებრივი ქცევები იმით, რომ გაანადგურეს ისინი“.[86][87]

თავიანთ წიგნში Breaking India, Rajiv Malhotra and Aravindan Neelakandan განიხილავენ „აშშ-ის ეკლესიის“ დაფინანსების ღონისძიებებს ინდოეთში, როგორიცაა რეკლამირებული პოპულარული კამპანიები ღარიბი ბავშვების „გადარჩენისთვის“ (save) საკვებით, ტანსაცმლით და მათი განათლებით. წიგნში განიხილავენ, რომ შეგროვებული თანხები არ იხარჯებოდა იმ მიზნებისთვის რა მიზნებისთვისაც გროვდებოდა, არამედ ინდოქტრინაციისთვისა და სხვადასხვა აქტივობისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ინდოეთი არის მთავარი სამიზნე მათი მიზნების განსახორციელებლად - ორგანიზაციების, ინდივიდებისა და ეკლესიათა ქსელი - რომლებიც ემსახურებიან ინდოეთის დაუცველი ფენების სეპარატისტულ იდენტობის, ისტორიისა და რელიგიის შექმნის ამოცანას. მათი აზრით, მოთამაშეთა ეს კავშირი მოიცავს არა მხოლოდ საეკლესიო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანოებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, არამედ კერძო კვლევით ცენტრებსა და აკადემიკოსებს.[88]

ჯოელ სპრინგმა დაწერა რომის იმპერიის გაქრისტიანების შესახებ:

ქრისტიანობამ ახალი იმპულსი შესძინა იმპერიის გაფართოებას. გაიზარდა საიმპერატორო ქედმაღლობა, ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ სახარებები და ეკლესია, რელიგიური მრწამსის ერთადერთი მოქმედი წყარო იყო. იმპერიალისტებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ისინი წარმოადგენენ, როგორც ცივილიზებულ სამყაროს, აგრეთვე ავრცელებდნენ ჭეშმარიტ რელიგიასაც. მეხუთე საუკუნისთვის, ქრისტიანობა განიხილებოდა, როგორცImperium romanum. ეს ნიშნავდა იმას, რომ იყო ადამიანი, ბუნებრივად მონად ყოფნისგან განსხვავებით, საჭიროა იყო „ცივილიზებული“ და ქრისტიანი. ისტორიკოსი ანტონი პაგდენი ამტკიცებს, „ცივილური“ ახლა უკვე ქრისტიანსაც ნიშნავს, ამდენად, იყო ადამიანი ნიშნავდა, იყო ცივილიზებული და შეგეძლოს სწორად ინტერპრეტირება ბუნების კანონის - ახლა ქრისტიანობაც უნდა შეგეძლოს. მე-15 საუკუნის შემდეგ, დასავლელი კოლონიალისტების უმეტესობა იმპერიის გავრცელებას რაციონალურად განიხილავს, რწმენით, რომ ისინი გადაარჩენენ ბარბაროსულ და წარმართულ სამყაროს ქრისტიანული ცივილიზაციის გავრცელებით.[89]

ისლამის მიღება მარტივია, მაგრამ მუსულმანებს ეკრძალებათ ისლამის უარყოფა და სხვა რელიგიის თაყვანისცემა. იმ ქვეყანათა უმრავლესობაში, სადაც ისლამი მოსახლეობა ჭარბობს, რელიგიის თავისუფლება შეზღუდულია, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება ისლამ მოქალაქეებს და იჩაგრებიან არამუსლიმი მოქალაქეები. [90]

ისლამი თეოლოგები ციტირებენ ყურანს („რელიგიაში იძულება არ არის“ [2: 256] და „თქვი: თქვენ, ვინც უარყოფთ რწმენას, მე არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ თაყვანს სცემთ, არც თქვენ იმას, რასაც მე თაყვანს ვცემ. ... შენთვის იყოს შენი სარწმუნოება და ჩემთვის იყოს ჩემი“ [109: 1–6], ანუ., სურა ალ-კაფირუნი), რათა გამოავლინონ საღვთო წერილის რელიგიური თავისუფლებისადმი მიდრეკილება.

ყურანი 2: 190–194, რომელიც გულისხმობს წარმართთა წინააღმდეგ ომს მედინაში, მიუთითებს, რომ მუსლიმებს უფლება აქვთ იბრძოლონ მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც მათ ზიანს აყენებს (თავდაცვის უფლება) და თუ მათი მტრები დანებდებიან, ისინი უმალ უნდა შეჩერდნენ, რადგან ღმერთს არ მოსწონს ის, ვინც ზღვარს გადალახავს.

„ბუჰარში“: V9 N316, ჯაბირ იბნ 'აბდულაიმ თქვა, რომ ბედუინმა ისლამი მიიღო და შემდეგ სიცხე მიიღო, მან მუჰამედს მოსთხოვა პირობის გაუქმება (მას შეეძლო ეთქვა „ისლამი“). მუჰამადმა ამაზე უარი თქვა. ბედუინმა კაცმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა, მაგრამ მუჰამედმა კვლავ თქვა უარი. შემდეგ, მან (ბედუინმა) დატოვა მედინა. მუჰამედმა თქვა: „მადინა ჰგავს წყვილს (ღუმელი): ის გამოდევნის მის მინარევებს და ანათებს და ასუფთავებს მის სიკეთეს“. ამ მონათხრობში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მუჰამედმა ბრძანა ბედუინის სიკვდილით დასჯა იმის გამო, რომ სურდა ისლამზე უარის თქმა.

გარდა ამისა, ყურანში 5: 3, რომელიც მიჩნეულია, რომ ეს არის ღმერთის საბოლოო გამოცხადება მუჰამედთან, აღნიშნავს, რომ მუსლიმებს უნდა ეშინოდეთ ღმერთისა და არა მათ, ვინც უარყოფს ისლამს. ამიტომ, იგი ადგენს, რომ ისლამში, რელიგიის პრაქტიკის საკითხებში, ეს არ ეხება ამქვეყნიურ დასჯას, არამედ ეს ქმედებები ღმერთის წინაშე, ანგარიშვალდებულია სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში. ამრიგად, ეს მხარს უჭერს ისლამში განდგომილთა სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო არგუმენტს.[91]

ამასთან, მეორე მხრივ, ზოგიერთი მუსლიმი მხარს უჭერს განდგომილთა სიკვდილით დასჯის პრაქტიკას, რომლებიც ტოვებენ ისლამს, როგორც ბუჰარში: V4 B52 N260; „წინასწარმეტყველმა თქვა: „თუ მუსლიმი უარყოფს თავის რელიგიას და გამოეყოფა მუსულმანთა მთავარ სხეულს, მოკალი იგი“.[92]

ირანში კონსტიტუცია ცნობს ოთხ რელიგიას, რომელთა სტატუსი ფორმალურად დაცულია: ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი.[93] ამასთან, კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა ბაჰაიების ინსტიტუციონალურ დევნას,[94] რომლებმაც დაპატიმრება, ცემა, სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაცია და განადგურება განიცადეს, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფა და უმაღლეს განათლებაზე წვდომის აკრძალვა.[93] ირანში არ არსებობს სინდისის თავისუფლება, რადგან ისლამიდან სხვა რელიგიაში მოქცევა აკრძალულია.

ეგვიპტეში, ეგვიპტის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აშკარად გამოიკვეთა აღიარებული რელიგიები - ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი. ყველა სხვა რელიგიურ მრწამსს შორის.[95][96] სხვა რელიგიური ნიშნები ოფიციალურად არ არის დაშვებული.[97] დადგენილებით, სხვა რელიგიური თემების წევრები, მათ შორის ბაჰაიელები, ვერ შეძლებენ მიიღონ აუცილებელი სამთავრობო დოკუმენტები, რათა ჰქონდეთ უფლებები ქვეყანაში, და რისი არქონის გამოც უარყოფილია მოქალაქეობის ყველა უფლება.[97] მათ არ შეუძლიათ მიიღონ პირადობის, დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ან განქორწინების მოწმობები და პასპორტები; მათ ასევე არ შეუძლიათ დასაქმება, განათლება, მკურნალობა საავადმყოფოებში ან ხმის მიცემა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად.[97]

რელიგიური თავისუფლების ყველაზე სადავო სფეროებს შორის არის ადამიანის უფლება შეცვალოს ან უარი თქვას საკუთარ რელიგიაზე (განდგომილობა) და ევანგელიზაციის (გავრცელება,ქადაგება) უფლება აქვს იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ სხვები ასეთი ცვლილების განხორციელებაში.

სხვა საკითხები ძირითადად ეხებოდა რელიგიების მიერ მისიონერული საქმიანობის გარკვეული სახის შეზღუდვას. მრავალი ისლამური სახელმწიფო და არა მარტო, მაგალითად როგორიცაა ჩინეთი, მკაცრად ზღუდავს სხვა რელიგიების მისიონერულ საქმიანობას. საბერძნეთი, ევროპის ქვეყნებს შორის, ზოგადად არაკეთილგანწყობილად უყურებს მისიონერულ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისიონერულ საქმიანობას უმრავლესობის ეკლესია ასრულებს და მორწმუნის გადარწმუნების მცდელობა (პროზელიტიზაცია) აკრძალულია კონსტიტუციით.[98]

რელიგიის თავისუფლების პროპაგანდის განსხვავებული კრიტიკა არაბრაჰამიული ტრადიციებიდან მომდინარეობს, როგორიცაა აფრიკული და ინდური. აფრიკელი მეცნიერი მაკაუ მუტუა აკრიტიკებს რელიგიურ ევანგელიზმს კულტურული განადგურების ნიადაგზე, რასაც ის უწოდებს "პროზელიტიზების უნივერსალისტურ სარწმუნოებებს" (თავი 28: პროზელიტიზმი და კულტურული მთლიანობა, გვ. 652)

„... (ადამიანის უფლებათა რეჟიმი) არასწორად ითვალისწინებს თანაბარ პირობებს და მოითხოვს აფრიკული რელიგიების კონკურენციას იდეების ბაზარზე. უფლებების კორპუსი არა მხოლოდ ძალდატანებით აკისრებს აფრიკულ რელიგიებს კონკურენციის ვალდებულებას, არამედ იცავს მქადაგებელი რელიგიების უნივერსალურობას ... წარმოუდგენელია, რომ ადამიანის უფლებები მიზნად ისახავდეს გარკვეული რელიგიების არსებობას სხვა რელიგიების განადგურების ფასად.[99]

ზოგი ინდოელი მკვლევარი ანალოგიურად ამტკიცებს, [100] რომ რელიგიის პროპაგანდის უფლება კულტურულად ან რელიგიურად ნეიტრალური არ არის.

შრი-ლანკაში გაიმართა დებატები რელიგიური თავისუფლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მკვიდრი მოსახლეობის რელიგიური ტრადიციების დაცვას გარკვეული სახის მისიონერული საქმიანობისგან. დებატები ასევე გაიმართა ინდოეთის სხვადასხვა შტატებში მსგავს კანონებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ზღუდავს რელიგიის შეცვლას ძალის გამოყენებით, თაღლითობებით და სხვა.

2008 წელს Christian Solidarity Worldwide– მა, ქრისტიანი ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სპეციალიზებულია რელიგიური თავისუფლების საკითხებში, დაიწყო სიღრმისეული მოხსენება ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, რომლებსაც განიცდიან ის პირები, რომლებიც ისლამს უარყოფენ და სხვა რელიგიის მიმდევრები ხდებიან. ანგარიში ექვს ქვეყანაში ჩატარებული ერთწლიანი კვლევის პროდუქტია. იგი მოუწოდებს მუსლიმ ერებს, საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს და საერთაშორისო მედიას, რომ მტკიცედ განიხილონ განდგომილთა მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.[101]

განდგომილობა ისლამში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იურიდიული დასკვნა კაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტის, მსოფლიოში უმაღლესი ისლამური ინსტიტუტი, ფატვას კომიტეტის მიერ, ქრისტიანობაში მოქცეული ადამიანის საქმესთან დაკავშირებით: „მას შემდეგ, რაც მან ისლამი დატოვა, მას სინანულის შესაძლებლობა აქვს. თუ ის არ ინანებს, ის მოკვდება ისლამური კანონის უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით.“

ისლამში განდგომას რიდას („უკუსვლა“) უწოდებენ და იგი ღვთის ღრმა შეურაცხყოფადაა მიჩნეული. მუსლიმი მშობლებისგან დაბადებულ ადამიანს, რომელიც უარყოფს ისლამს, ეწოდება მურთადი ფიტრი (ბუნებრივი განდგომილება), ხოლო ადამიანი, რომელმაც ისლამი მიიღო და მოგვიანებით უარყო, მურტად მილი (საზოგადოებისგან განდგომილი).[102]

ისლამურ სამართალში (შარიათი), კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ განდგომილი მამაკაცი უნდა მოკვდეს, თუ ის არ განიცდის ფსიქიკურ აშლილობას ან მოექცა სხვა რელიგიაზე იძულებით, მაგალითად მოკვლის მოსალოდნელი საფრთხის გამო. განდგომილი ქალი ან უნდა მოკლან შაფის, მალიკის და ჰანბალის ისლამური იურიდიული სკოლის მიხედვით, ან სუნის, ჰანაფის სკოლისა და შიას სწავლებების მიხედვით, უნდა დააპატიმრონ, სანამ კვლავ არ დაუბრუნდება ისლამს.[103]

საუკეთესო შემთხვევაში, ის, ვინც სიკვდილის დასჯას ახორციელებს უნდა იყოს იმამი.[103] ამავე დროს, ისლამური იურისპრუდენციის ყველა სკოლა თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერ მუსლიმს შეუძლია განდგომილის მოკვლა დასჯის გარეშე.[104]

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მკვლევარი თანახმაა სასჯელის შესახებ, ბევრი არ ეთანხმება განდგომილობის უარყოფის დასაშვებ ვადაზე. ს. ა. რაჰმანი, პაკისტანის ყოფილი მთავარი მოსამართლე, ამტკიცებს, რომ ყურანში არ არის მითითებული განდგომილების სიკვდილით დასჯის შესახებ.[105][106]

გერმანული კანონი მოიცავს „რელიგიურ სიმწიფეს“ (Religiöse Mündigkeit), რომლის მიხედვითაც დაწესებულია არასრულწლოვანის მინიმალური ასაკი, რა ასაკიდანაც შეუძლია დაიცვას საკუთარი მრწამსი მაშინაც კი თუ მშობლები არ იზიარებენ ან არ იწონებენ მის არჩევანს. ბავშვებს 14 წლის ასაკიდან აქვთ უფლება შევიდნენ რომელიმე რელიგიურ საზოგადოებაში ან გამოვიდნენ მისგან. ბავშვები 12 წლის ასაკიდან და ზევით ვერ გახდებიან იძულების მსხვერპლები აირჩიონ თუ უარყონ ესა თუ ის მრწამსი. მშობლები, სანამ რელიგიურ აღმსარებლობას შეიცვლიან უნდა იკითხონ 10 წლის ან უფროსი ასაკის შვილის აზრიც.[107] მსგავსი სახის კანონები არის ავსტრიაშიც[108] და შვეიცარიაშიც.[109]

სეკულარული სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური პრაქტიკა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საერო სამართალს, რელიგიური თავისუფლების პრიზმაში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიგამია ნებადართულია ისლამში, ბევრ ქვეყანაში ეს აკრძალულია საერო სამართალში. ეს ბადებს კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა მსგავსი პრაქტიკის აკრძალვა გარკვეული ისლამური თემის რწმენას. შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა, როგორც კონსტიტუციურად სეკულარულმა ქვეყნებმა, მსგავსი დებატის შესახებ ორი მოსაზრება ჩამოაყალიბეს. ინდოეთში პოლიგამია ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მუსლიმებისთვის, „მუსლიმთა პერსონალური კანონის“ შესაბამისად. აშშ-ში პოლიგამია აკრძალულია თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო კონფლიქტის მთავარი მიზეზი ადრეულ LDS ეკლესიასა და შეერთებულ შტატებს შორის მანამ, სანამ ეკლესიამ არ შეცვალა პოზიცია პოლიგამიის პრაქტიკის შესახებ.

1955 წელს კალიფორნიის მთავარმა მოსამართლემ როჯერ ჯ. ტრაინორმა აკურატულად შეაჯამა ამერიკის პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რელიგიის თავისუფლება გულისხმობდეს კანონისგან თავისუფლებას: „მიუხედავად იმისა, რომ სინდისის თავისუფლება და რწმენის თავისუფლება აბსოლუტურია, მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური”.[110] რაც შეეხება ცხოველთა რელიგიური რიტუალებისთვის გამოყენებას, საერო კანონისა და ამ მოქმედებების თანახმად, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს „ლუკუმი ბაბალუს ეკლესია vs ქალაქ ჰიალიას წინააღმდეგ“ საქმეში დაცული იყო სანტერიას მიმდევრების უფლება რიტუალის მსხვერპლშეწირვაზე. მოსამართლე ენტონი კენედიმ აღნიშნა გადაწყვეტილებაში: ”რელიგიური მრწამსი არ უნდა იყოს მისაღები, ლოგიკური, თანმიმდევრული ან გასაგები სხვებისთვის, რათა გამოყენებულ იქნეს პირველი შესწორება.“[111]

1962 წელს, საქმე Engel v. Vitale-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სასამართლოში პირველი შესწორების შესაძლო დარღვევის გამო, არასასურველი ლოცვის შესრულების შესახებ ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში. უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო გაამტყუნა და მათ საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება.[112]

1963 წელს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Abington School District v. Schempp–ის წინააღმდეგ. ედვარდ სქემპმა პენსილვანიის კანონის გამო უჩივლა აბინგტონის სკოლის რაიონს, რომლის თანახმად სტუდენტებს ყოველდღიური განათლებისთვის უნდა მოესმინათ ბიბლიის ნაწილი და ზოგჯერ წაკითხულიც უნდა ჰქონოდათ. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო შემპის სასარგებლოდ და პენსილვანიის კანონი გააუქმა. [113]

1968 წელს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე Epperson v. Arkansas. სუზან ეპერსონმა, საშუალო სკოლის მასწავლებელმა არკანზასში, უჩივლა რელიგიური თავისუფლების დარღვევას. შტატს ჰქონდა კანონი, რომელიც კრძალავს ევოლუციის სწავლებას, ხოლო სკოლაში, სადაც ეპერსონი მუშაობდა, უზრუნველყო ევოლუციური თეორიის სასწავლო გეგმა. ეპერსონს არჩევანის გაკეთება მოუწია კანონის დარღვევასა და სამსახურის დაკარგვას შორის. უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არკანზასის კანონის გაუქმების შესახებ, რადგან ეს იყო არაკონსტიტუციური.[114]

დისკრიმინაცია, როგორც სამართლებრივი ფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანი ლიდერები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ქმნიან წინააღმდეგობრივ მოძრაობებს ლგბტ საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ საკუთარი რელიგიური თავისუფლების დაცვის მოტივით.[115]

სასამართლო საქმეებში, რელიგიური მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მათ სჭირდებათ გამონაკლისის დაშვება ისეთ კანონებზე, სადაც მოეთხოვებათ ლგბტ საზოგადოების თანასწორი მოპყრობა, რათა თავიდან აიცილონ ლგბტ საზოგადოების ცოდვილ ქმედებებში თანამონაწილეობა.[115] უფრო მეტიც, ქრისტიანი ნაციონალისტები ამტკიცებდნენ, რომ ლგბტ საზოგადოების უფლებები უნდა ამოეწეროს კანონიდან კონსერვატიული ქრისტიანების რელიგიური თავისუფლების შესანარჩუნებლად. ამ შემთხვევაში ტერმინი თავისუფლება გამოიყენება, როგორც სხვისი თავისუფლებების შეზღუდვის თავისუფლება.[116]

2015 წელს, კენტუკის ოლქის მდივანმა კიმ დევისმა უარი თქვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე Obergefell v. Hodges, რომელი საქმეც ეხებოდა შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინებას. როდესაც მან უარი განაცხადა ქორწინების ლიცენზიის გაცემაზე მას უჩივლეს Miller v. Davis. მისი მოქმედებების შესახებ ადვოკატმა რობერტა კაპლანიმ განაცხადა, რომ „კიმ დევისი არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, ვისაც სურს გამოიყენოს რელიგიური თავისუფლების არგუმენტი დისკრიმინაციისთვის“.[117]

რელიგიის თავისუფლების გამო, დისკრიმინაციის ნაბისმიერი სახის დაშვება ტოლერანტობის პარადოქსის მაგალითია..[115]

რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო დღე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 ოქტომბერს აღინიშნება რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო დღე, რომელ დღესაც პატივს მიაგებენ ბოსტონის მოწამეებს, ქუიქერების ჯგუფს, რომლებიც პურიტანებმა, ბოსტონის საზოგადოებამ გაასამართლეს რელიგიური აღმსარებლობის გამო არსებული კანონის მიხედვით 1659-1661 წლებში.[118] ამერიკის შეერთებულ შტატებში, რელიგიის თავისუფლების დღე, 16 იანვარს აღინიშნება.[119]

თანამედროვე შიშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ყოველწლიურ მოხსენებაში, „შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ“ დაახასიათა თოთხმეტი ერი, როგორც „განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნები“. კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, სადაც არსებული რეალობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ირღვევა, როგორც რელიგიის თავისუფლების პრინციპები, ასევე ადამიანის უფლებები. ეს 14 ქვეყანაა - ვიეტნამი, უზბეკეთი, თურქმენეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სუდანი, ერაყი, ეგვიპტე, ბურმა, ჩინეთი, ერითრეა და ნიგერია. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მყოფი ქვეყნებია - ავღანეთი, ბელარუსი, კუბა, ინდოეთი, ინდონეზია, ლაოსი, რუსეთი, სომალია, ტაჯიკეთი, თურქეთი და ვენესუელა.[120]

რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არსებობს რეალური საშიშროება, საფრთხე შეექმნას საჯაროდ რელიგიური ჩაცმულობის შეზღუდვას (მათ შორის ჰიჯაბი, ქიპა და ქრისტიანული ჯვარი).[121][122] გაეროს მიერ მიღებული „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ მე-18 მუხლი, ზღუდავს რელიგიის ან მრწამსის გამოხატვის თავისუფლებას მხოლოდ რიგ შემთხვევებში - საზოგადოების უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.[123] რელიგიის თავისუფლება, როგორც იურიდიული ცნება უკავშირდება რელიგიურ ტოლერანტობასაც, თუმცა იდენტური არ არის, ის მიჯნავს სახელმწიფოსა და ეკლესიას, იცავს სეკულარიზმს.

საზოგადოებრივი დაპირისპირებები და სახელმწიფო შეზღუდვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რელიგიის თავისუფლების ინდექსი ქვეყნების მიხედვით (Pew Research Center– ის კვლევა, 2009). ღია ყვითელი: დაბალი შეზღუდვა; წითელი: რელიგიის თავისუფლების ძალიან მაღალი შეზღუდვა.

Pew Research Center-მა ჩაატარა საერთაშორისო სახის კვლელები რელიგიური თავისუფლების შესახებ 2009-2015 წლებში. მასში მონაწილეობდა 16 არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, Human Rights Watch და გაერო - საერთო ჯამში, მონაწილეთა რიცხვია მსოფლიო მოსახლეობის 99.5%.[124][125] 2009 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 70% ცხოვრობდა ისეთ ქვეყანაში, სადაც რელიგიური თავისუფლება არ არსებობდა ან დიდი შეზღუდვები იყო დაწესებული.[124][125] აქ საუბარია მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, სიტყვისა და გამოხატვის, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვებზე, ასევე, მოხსენიებულია მოქალაქეების, ორგანიზაციებისა და სოციალური ჯგუფების მიერ განხორციელებული უკანონო და ძალადობრივი მოქმედებები. საზოგადოებრივი დაპირისპირებები დახარისხებული იყო, ერთის მხრივ საზოგადოებრივი ძალადობა და მეორეს მხრივ, ძალადობა რელიგიური ნიშნით, რელიგიური ტერორიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმრავლესობამ უზრუნველყო საკანონმდებლო ჩარჩო და რელიგიური თავისუფლების დაცვა კონსტიტუციებში ან კანონებში ასახა, მხოლოდ მეოთხედი სცემდა პატივს და იცავდა რატიფიცირებულ უფლებებს. 75 ქვეყანაში ეზღუდებათ რელიგიურ ორგანიზაციებს თავისუფლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ხოლო 178 ქვეყანაში რელიგიურ ორგანიზაციებს ევალებათ სახელმწიფო წესით დარეგისტრირება. Pew-ის მიხედვით, ქვეყნების 30%-ში დაწესებულია შეზღუდვები, რომელთა მიზანს რელიგიური უმცირესობები წარმოადგენენ, ხოლო ქვეყნების 61%-ში საზოგადოებრივი დაპირისპირებები მიმართულია რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ.[126]

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, გამოირჩევიან ნაკლები სახელმწიფო და სოზოგადოებრივი შეზღუდვებითა და შევიწროებით, მაშინ როდესაც შუა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, შეზღუდვები მრავალგვარია. საუდის არაბეთი და ირანი, ლიდერობენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვების დაწესების მიხედვით. Pew-ის კვლევის მიხედვით, შეზღუდვების არსებობის მაღალი კოეფიციენტის მიხედვით გამოირჩევიან საუდის არაბეთი, ირანი, უზბეკეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ბურმა, მალდივები, ერითრეა, მალაიზია და ბრუნეი.

Pew-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, 25 ყველაზე მჭიდროთ დასახლებულ ქვეყნებში, რელიგიის თავისუფლების მხრივ შეზღუდვათა სიმრავლით გამოირჩევა ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია და პაკისტანი, ხოლო ამავე სიის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლები შეზღუდვით შეფასდა ბრაზილია, იაპონია, იტალია, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

ვიეტნამი და ჩინეთი, დაკვალიფიცირდნენ, როგორც მაღალი შეზღუდვების მქონე ქვეყანა, თუმცა რელიგიური დაპირისპირებების მხრივ, დაბალ ან საშუალო დიაპაზონში მოხვდნენ. ნიგერია, ბანგლადეში და ინდოეთი, გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივი დაპირისპირებებით, თუმცა სახელმწიფო შეზღუდვების თვალსაზრისით შეფასება ზომიერია.

Pew Research Center- ის 2012 წლის კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში რელიგიის შეზღუდვები 2009 წლის შუა რიცხვებსა და 2010 წლის შუა რიცხვებში გაიზარდა. მსოფლიოს ხუთი ძირითადი რეგიონიდან შეზღუდვები გაიზარდა - მათ შორის ამერიკასა და საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში, ორ რეგიონში, სადაც ადრე მცირდებოდა ყველა შეზღუდვა. 2010 წელს საომარი მოქმედებების „ძალიან მაღალ“ კატეგორიას დაემატა ეგვიპტე, ნიგერია, პალესტინის ტერიტორიები, რუსეთი და იემენი.[127] საზოგადოებრივი მტრობის ხუთი ყველაზე მაღალი ქულა მიენიჭა პაკისტანს, ინდოეთს, შრი-ლანკას, ერაყსა და ბანგლადეშს.[128] 2015 წელს Pew-მ გამოაქვეყნა, რომ 2013 წელს საომარი და საბრძოლო მოქმედებები შემცირდა, თუმცა ებრაელთა შევიწროების ფაქტმა იმატა.[126]

პალესტინის ტერიტორიებზე, პალესტინელებს მკაცრი რელიგიური შეზღუდვები აქვთ დაწესებული, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო. ჟენევაში ადამიანის უფლებათა ევრო-ხმელთაშუაზღვის მონიტორინგის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, თვითმხილველებმა აღნიშნეს სისტემური პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისთვის ხელის შეშლას ლოცვების შესრულებაში „ალ-აქსის მეჩეთში“. აღნიშნული პრაქტიკა, მოიცავს ისრაელის თავდაცვის არმიის მეთაურის მიერ გაცემულ სამხედრო ბრძანებებს, კონკრეტული პალესტინელების წინააღმდეგ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იერუსალიმში, ახალგაზრდა მამაკაცების დაკითხვასა და იმ ადამიანების საიდუმლო სიის შექმნაში, რომელთაც ხელს უშლიან და არ უშვებენ ალ-აქსას მეჩეთში.[129]

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Universal Declaration of Human Rights. The United Nations.
  2. United Nations Human Rights Committee General Comment No. 22 (CCPR/C/21/Rev.1/Add.4), 30 July 1993, § 2.
  3. European Court of Human Rights Buscarini and Others v San Marino (24645/94), 18 February 1999, § 34.
  4. Davis, Derek H.. The Evolution of Religious Liberty as a Universal Human Right. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2008. ციტირების თარიღი: 5 December 2006.
  5. Congress, U. S. (2008) Congressional Record #29734 – 19 November 2003. ISBN 9780160799563. ციტირების თარიღი: 3 September 2011. 
  6. What in the World is Religious Freedom? en-US. ციტირების თარიღი: 2019-11-28
  7. Cyrus Cylinder დაარქივებული 2017-07-22 საიტზე Wayback Machine. , livius.org.
  8. (15 October 2004) Haggai, Malachi. B&H Publishing Group, გვ. 31–32. ISBN 978-0-8054-0121-9. 
  9. Njeuma, Martin Z. (2012). Fulani Hegemony in Yola (Old Adamawa) 1809-1902. African Books Collective, გვ. 82. ISBN 978-9956-726-95-0. „Of all the various forms of taxation known to Islamic communities, it seems only two – the zakat and the jixya were of importance in Adamawa. [...] The jizya was the levy on non-Muslim peoples who surrendered to Islam and were given the status dhimmi“ 
  10. H. Patrick Glenn, Legal Traditions of the World. Oxford University Press, 2007, p. 219.
  11. The French scholar Gustave Le Bon (the author of La civilisation des Arabes) writes "that despite the fact that the incidence of taxation fell more heavily on a Muslim than a non-Muslim, the non-Muslim was free to enjoy equally well with every Muslim all the privileges afforded to the citizens of the state. The only privilege that was reserved for the Muslims was the seat of the caliphate, and this, because of certain religious functions attached to it, which could not naturally be discharged by a non-Muslim." Mun'im Sirry (2014), Scriptural Polemics: The Qur'an and Other Religions, p.179. Oxford University Press. ISBN 978-0199359363.
  12. Abou El Fadl, Khaled (2007) The Great Theft: Wrestling Islam from the Extremists. HarperOne, გვ. 204. ISBN 978-0061189036. „According the dhimma status system, non-Muslims must pay a poll tax in return for Muslim protection and the privilege of living in Muslim territory. Per this system, non-Muslims are exempt from military service, but they are excluded from occupying high positions that involve dealing with high state interests, like being the president or prime minister of the country. In Islamic history, non-Muslims did occupy high positions, especially in matters that related to fiscal policies or tax collection.“ 
  13. Weeramantry, C. G. (1997). Justice Without Frontiers: Furthering human rights. Volume 1. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 138. ISBN 90-411-0241-8. 
  14. Sachedina, Abdulaziz Abdulhussein (2001). The Islamic Roots of Democratic Pluralism. Oxford University Press. ISBN 0-19-513991-7. 
  15. Mark R. Cohen (1995). Under Crescent and Cross: The Jews in the Middle Ages. Princeton University Press, გვ. 74. ISBN 0-691-01082-X. ციტირების თარიღი: 10 April 2010. 
  16. al-Qattan, Najwa (1999). „Dhimmis in the Muslim Court: Legal Autonomy and Religious Discrimination“. International Journal of Middle East Studies. University of Cambridge. 31 (3): 429–44. doi:10.1017/S0020743800055501. ISSN 0020-7438.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  17. Sherman A. Jackson (2005). Islam and the Blackamerican: looking toward the third resurrection. Oxford University Press, გვ. 144. ISBN 0-19-518081-X. ციტირების თარიღი: 10 April 2010. 
  18. A Shameful Act: The Armenian Genocide and the Question of Turkish Responsibility ISBN 0-8050-7932-7
  19. Granada by Richard Gottheil, Meyer Kayserling, Jewish Encyclopedia. 1906 ed.
  20. The Jews of Morocco.
  21. Katz, Nathan (2000-11-18). Who Are the Jews of India? (en). University of California Press. ISBN 9780520920729. 
  22. David E. Ludden (1996). Contesting the Nation: Religion, Community, and the Politics of Democracy in India. University of Pennsylvania Press, გვ. 257–58. ISBN 0-8122-1585-0. 
  23. Rajni Kothari (1998). Communalism in Indian Politics. Rainbow Publishers, გვ. 134. ISBN 978-81-86962-00-8. 
  24. India's religious tolerance lauded. Deccan Herald. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  25. Christian Persecution in India: The Real Story. Stephen-knapp.com. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  26. The Constitution of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2014. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  27. 27.0 27.1 „Using places of worship for campaigning in Kerala civic polls is violation of poll code“. Indian Orthodox Herald. 18 September 2010. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  28. Zschokke, Heinrich; Zschokke, Emil (1855) The History of Switzerland, for the Swiss People (en). C. S. Francis & Company. 
  29. „Roger II“. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 May 2007. ციტირების თარიღი: 3 September 2011. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  30. Tracing The Norman Rulers of Sicily. The New York Times (26 April 1987). ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  31. Christopher Gravett (15 November 1997). German Medieval Armies 1000–1300. Osprey Publishing, გვ. 17. ISBN 978-1-85532-657-6. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2020. [მკვდარი ბმული]
  32. Family tree of Ferdinand II Habsburg AUSTRIA en. ციტირების თარიღი: 2019-12-23
  33. "Destination Romania/Unitarianism, a religion born in Cluj " დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine. Romanian National News Agency (27 August 2014)
  34. History of Transylvania. Volume I. From the Beginnings to 1606. Hungarian Research Institute of Canada and A Research Ancillary of the University of Toronto. ISBN 0-88033-479-7. ციტირების თარიღი: 20 November 2016. 
  35. History of Transylvania. Volume I. From the Beginnings to 1606. Hungarian Research Institute of Canada and A Research Ancillary of the University of Toronto. ISBN 0-88033-479-7. ციტირების თარიღი: 20 November 2016. 
  36. The Story of Francis David and King John Sigismund: The Establishment of the Transylvanian Unitarian Church. Lightbringers. ციტირების თარიღი: 17 October 2016.
  37. "Kovács Kálmán: Erdély és a Habsburg valláspolitika a 17. század utolsó évtizedeiben" Mult-Kor (25 November 2005)
  38. History of Transylvania. Volume II. From 1606 to 1830. Hungarian Research Institute of Canada and A Research Ancillary of the University of Toronto. ISBN 0-88033-491-6. ციტირების თარიღი: 20 November 2016. 
  39. History of Transylvania. Volume II. From 1606 to 1830. Hungarian Research Institute of Canada and A Research Ancillary of the University of Toronto. ISBN 0-88033-491-6. ციტირების თარიღი: 20 November 2016. 
  40. Hutterite History Overview. Hutterian Brethren.
  41. Karl Heussi, Kompendium der Kirchengeschichte, 11. Auflage (1956), Tübingen (Germany), pp. 396–97
  42. Clifton E. Olmstead (1960), History of Religion in the United States, Prentice-Hall, Englewood Ciffs, N.J., p. 124
  43. Krauss, Stanton D (1999). „An Inquiry into the Right of Criminal Juries to determine the Law in Colonial America“. Journal of Criminology Law and Criminology. 89 (1): 111–214. doi:10.2307/1144220. JSTOR 1144220.
  44. Sinkoff, Nancy (2003). Out of the Shtetl: Making Jews Modern in the Polish Borderlands. Society of Biblical Lit, გვ. 18. ISBN 978-1-930675-16-2. 
  45. Zamoyski, Adam. The Polish Way. New York: Hippocrene Books, 1987.
  46. 46.0 46.1 Rogers, Horatio, 2009. Mary Dyer of Rhode Island: The Quaker Martyr That Was Hanged on Boston Common, 1 June 1660 pp. 1–2. BiblioBazaar, LLC.
  47. Bremer, Francis J.; Webster, Tom (2006) Puritans and Puritanism in Europe and America: a comprehensive encyclopedia. ISBN 9781576076781. ციტირების თარიღი: 3 September 2011. 
  48. „America's dark and not-very-distant history of hating Catholics“. The Guardian. 14 June 2016.
  49. Pat, Perrin (1 January 1970) Crime and Punishment: The Colonial Period to the New Frontier. Discovery Enterprises, გვ. 24. 
  50. Mahoney, Kathleen A. (10 September 2003) Catholic Higher Education in Protestant America: The Jesuits and Harvard in the Age of the University. Johns Hopkins University Press, გვ. 47. 
  51. Barnett, James Harwood (1984). The American Christmas: A Study in National Culture. Ayer Publishing, გვ. 3. ISBN 0-405-07671-1. 
  52. Schnepper, Rachel N. (14 December 2012). „Yuletide's Outlaws“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 December 2012. ციტატა: „From 1659 to 1681, anyone caught celebrating Christmas in the colony would be fined five shillings. ...“
  53. Marling, Karal Ann (2000). Merry Christmas!: Celebrating America's Greatest Holiday. Harvard University Press, გვ. 44. ISBN 0-674-00318-7. 
  54. 54.0 54.1 Zimmerman, Mark, Symbol of Enduring Freedom, p. 19, Columbia Magazine, March 2010.
  55. Brugger, Robert J. (1988). Maryland: A Middle Temperament. p 21, Baltimore, Maryland: Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-3399-X.
  56. Finkelman, Paul, Maryland Toleration Act, The Encyclopedia of American Civil Liberties, New York: CRC Press. ISBN 0-415-94342-6.
  57. 57.0 57.1 Roark, Elisabeth Louise (2003). Artists of Colonial America, გვ. 78. ISBN 9780313320231.  Retrieved 22 February 2010
  58. Plymouth Colony Legal Structure. ციტირების თარიღი: 2019-08-13
  59. Liberties. ციტირების თარიღი: 2019-08-13
  60. M. Schmidt, Pilgerväter, in Die Religion in Geschichte und Gegenwart, 3. Auflage, Tübingen (Germany), Band V (1961), col. 384
  61. M. Schmidt, Hooker, Thomas, in Die Religion in Geschichte und Gegenwart, 3. Auflage, Band III (1959), col. 449
  62. Clifton E. Olmstead (1960), History of Religion in the United States, Prentice-Hall, Englewood Cliffs, N.J., pp. 74–75, 99, 102–05, 113–15
  63. Edwin S. Gaustad (1999), Liberty of Conscience: Roger Williams in America, Judson Press, Valley Forge
  64. Hans Fantel (1974), William Penn: Apostel of Dissent, William Morrow & Co., New York, N.Y.
  65. Heinrich Bornkamm, Toleranz. In der Geschichte der Christenheit, in Die Religion in Geschichte und Gegenwart, 3. Auflage, Band VI (1962), col. 943
  66. Robert Middlekauff (2005), The Glorious Cause: The American Revolution, 1763–1789, Revised and Expanded Edition, Oxford University Press, ISBN 978-0-19-531588-2, p. 635
  67. Farr, Thomas. (1 November 2019) What in the World is Religious Freedom?.
  68. Freedom of Religion and Religious Symbols in the Public Sphere. 2.2.2 Headcoverings დაარქივებული 17 November 2015 საიტზე Wayback Machine. . Parliament of Canada. Publication No. 2011-60-E. Published 2011-07-25. Retrieved 21 December 2011.
  69. Rochester, Rev Dr Jessica. (2017-07-17) How Our Santo Daime Church Received Religious Exemption to Use Ayahuasca in Canada en-US. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  70. A/RES/36/55. Declaration on the Elimination of All Forms of Intolerance and of Discrimination Based on Religion or Belief. United Nations (25 November 1981). ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  71. Religious Rights – International Legal Instruments. Unesco.org (2015-11-19). ციტირების თარიღი: 2018-12-06.
  72. CCPR General Comment 22: 30/07/93 on ICCPR Article 18. Minorityrights.org.
  73. International Federation for Human Rights. (1 August 2003) Discrimination against religious minorities in Iran. fdih.org. ციტირების თარიღი: 3 March 2009.
  74. Davis, Derek H.. The Evolution of Religious Liberty as a Universal Human Right. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 July 2011. ციტირების თარიღი: 3 March 2009.
  75. Voltaire, François Marie Arouet de.. (1909–1914) Letter VI – On the Presbyterians. Letters on the English.. The Harvard Classics. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  76. Smith, Adam (1776), Wealth of Nations დაარქივებული 20 October 2013 საიტზე Wayback Machine. , Penn State Electronic Classics edition, republished 2005, pp. 643–49
  77. Smith, Adam (1776), Wealth of Nations დაარქივებული 20 October 2013 საიტზე Wayback Machine. , Penn State Electronic Classics edition, republished 2005, p. 647
  78. 78.0 78.1 Hindu Beliefs. religionfacts.com.
  79. Brown, Erica; Galperin, Misha (2009) The Case for Jewish Peoplehood: Can We be One?. Jewish Lights Publishing, გვ. 71. ISBN 978-1-58023-401-6. „The 'hood' is not only a geographic reference; it is a shared identity that may be characterized by joint assumptions, body language, certain expressions, and a host of familial-like behaviors that unite an otherwise dispirate groupe of people.“ 
  80. "Pew Forum on Religion and Public Life: Global restrictions on Religion (2009" http://www.pewforum.org/files/2009/12/restrictions-fullreport1.pdf დაარქივებული 2018-07-24 საიტზე Wayback Machine.
  81. "Police arrest 5 women at Western Wall for wearing tallitot" Jerusalem Post (11 April 2013)
  82. Maltz, Judy (26 November 2014). „Non-Orthodox Jews prohibited from praying in Knesset synagogue“. Haaretz. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
  83. 83.0 83.1 83.2 Declaration on religious freedom – Dignitatis humanae. Vatican.va. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 February 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  84. Pope Pius IX. The Syllabus. EWTN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-02. ციტირების თარიღი: 2020-11-17., Global Catholic Network
  85. "We claim the privilege of worshiping Almighty God according to the dictates of our own conscience, and allow all men the same privilege, let them worship how, where, or what they may", the eleventh Article of Faith.
  86. Mutua, Makau. 2004. Facilitating Freedom of Religion or Belief, A Deskbook. Oslo Coalition on Freedom of Religion or Belief.
  87. (1996) Religious human rights in global perspective: legal perspectives. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 418. ISBN 90-411-0177-2. 
  88. Introduction. Breaking India.
  89. Joel H. Spring (2001). Globalization and educational rights: an intercivilizational analysis. Routledge, გვ. 92. ISBN 978-0-8058-3882-4. ციტირების თარიღი: 2020-11-17. [მკვდარი ბმული]
  90. United States, Department of State. 2010 International Religious Freedom Report. International Religious Freedom Report. US Department of State. ციტირების თარიღი: 15 February 2012.
  91. Islam and Belief: At Home with Religious Freedom, Abdullah Saeed (2014): 8.
  92. HadithSahih al-BukhariBook of JihaadHadith 52/260. muflihun.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 11 August 2019.
  93. 93.0 93.1 International Federation for Human Rights. (1 August 2003) Discrimination against religious minorities in Iran. fdih.org. ციტირების თარიღი: 20 October 2006.
  94. Iran Human Rights Documentation Center. (2007)A Faith Denied: The Persecution of the Baha'is of Iran. Iran Human Rights Documentation Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-27. ციტირების თარიღი: 3 March 2007.
  95. Mayton, Joseph. (19 December 2006) Egypt's Bahais denied citizenship rights. Middle East Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-02. ციტირების თარიღი: 23 January 2007.
  96. Otterman, Sharon. (17 December 2006) Court denies Bahai couple document IDs. The Washington Times. ციტირების თარიღი: 23 January 2007.
  97. 97.0 97.1 97.2 Nkrumah, Gamal. (21 December 2006) Rendered faithless and stateless. Al-Ahram weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2007. ციტირების თარიღი: 23 January 2007.
  98. US State Department report on Greece. State.gov (8 November 2005). ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  99. Mutua, Makau (2004). Facilitating Freedom of Religion or Belief, A Deskbook. Oslo Coalition on Freedom of Religion or Belief, გვ. 652. ISBN 978-90-04-13783-7. 
  100. Sanu, Sankrant. (2006)Re-examining Religious Freedom. Manushi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  101. No place to call home. Christian Solidarity Worldwide (29 April 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2020.
  102. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 November 2007. ციტირების თარიღი: 2007-11-11. from "Leaving Islam: Apostates speak out" by Ibn Warraq
  103. 103.0 103.1 Heffening, W. „Murtadd“. In P.J. Bearman; Th. Bianquis; C.E. Bosworth; E. van Donzel; W.P. Heinrichs (eds.). Encyclopaedia of Islam Online Edition. Brill Academic Publishers. ISSN 1573-3912.
  104. Adbul Qadir Oudah (1999). Kitab Bhavan. New Delhi: Kitab Bhavan. ISBN 81-7151-273-9. , Volume II. pp. 258–62; Volume IV. pp. 19–21
  105. Sadakat Kadri (2012). Heaven on Earth: A Journey Through Shari'a Law from the Deserts of Ancient Arabia. New York: Macmillan. ISBN 9780099523277. 
  106. S. A. Rahman (2007). „Summary and Conclusions“, Punishment of Apostasy in Islam. The Other Press, გვ. 132–42. ISBN 978-983-9541-49-6. 
  107. Gesetz über die religiöse Kindererziehung. Bundesrecht.juris.de. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  108. Bundesgesetz 1985 über die religiöse Kindererziehung
  109. Schweizerisches Zivilgesetzbuch Art 303: Religiöse Erziehung. Gesetze.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
  110. Pencovic v. Pencovic, 45 Cal. 2d 67 (1955).
  111. Criminal Law and Procedure, Daniel E. Hall. Cengage Learning, July 2008. p. 266. [1]
  112. „Facts and Case Summary - Engel v. Vitale“. United States Courts (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  113. Abington School District V Schempp - Cases | Laws.com en-US. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  114. Epperson V Arkansas - Cases | Laws.com en-US. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  115. 115.0 115.1 115.2 Fredman, Sandra (August 23, 2020). „Tolerating the Intolerant: Religious Freedom, Complicity, and the Right to Equality“. Oxford Journal of Law and Religiou. doi:10.1093/ojlr/rwaa017.
  116. Whitehead, Andrew L.; Perry, Samuel L. (2020) Taking America back for God: Christian Nationalism in the United States. New York: Oxford University Press, გვ. 134–149. ISBN 978-0190057886. OCLC 1150958230. 
  117. Bromberger, Brian (15 October 2015). „New book details Windsor Supreme Court victory“. Bay Area Reporter. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
  118. Margery Post Abbott (2011). Historical Dictionary of the Friends (Quakers). Scarecrow Press, გვ. 102. ISBN 978-0-8108-7088-8. 
  119. Religious Freedom Day, 2006 – A Proclamation by the President of the United States of America, Religious Freedom Day, 2001 – Proclamation by the President of the United States of America 15 January 2001 დაარქივებული 13 July 2018 საიტზე Wayback Machine.
  120. „US commission names 14 worst violators of religious freedom“. Christianity Today. 29 April 2011. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
    ^ „USCIRF Identifies World's Worst Religious Freedom Violators: Egypt Cited for First Time“ (პრეს-რელიზი). United States Commission on International Religious Freedom. 28 April 2011. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
    ^ Annual Report 2011. United States Commission on International Religious Freedom (May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 October 2011. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  121. „France Passes Religious Symbol Ban“. Christianity Today. 9 February 2004. ციტირების თარიღი: 29 April 2011.
  122. „The Islamic veil across Europe“. BBC News. 17 November 2006. ციტირების თარიღი: 2 December 2006.
  123. International Covenant on Civil and Political Rights. Retrieved 4 July 2009.
  124. 124.0 124.1 Global Restrictions on Religion (Executive summary). The Pew Forum on Religion & Public Life (December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 29 December 2009.
  125. 125.0 125.1 Global Restrictions on Religion (Full report). The Pew Forum on Religion & Public Life (December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  126. 126.0 126.1 Latest Trends in Religious Restrictions and Hostilities. Pew Forum (26 February 2015).
  127. Rising Tide of Restrictions on Religion. Pew Research Center (20 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2020.
  128. Table: Social Hostilities Index by country. Pew Research Center (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-05. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  129. New report: Israel punishes Al-Aqsa worshippers, escalates harassment of Palestinians in Jerusalem. Euro-Mediterranean Human Rights Monitor (8 October 2018). ციტირების თარიღი: 2019-07-09