კარელ ჩაპეკი

კარელ ჩაპეკი (Karel Čapek), (დ. 9 იანვარი, 1890, მალე-სვატონიოვიცე ― გ. 25 დეკემბერი, 1938, პრაღა) — XX საუკუნის ჩეხი მწერალი. მისი გამოგონილია სიტყვა „რობოტი“, რომელიც პირველად გაჩნდა მის ნაწარმოებში R. U. R. (Rossum's Universal Robots). მეორე ნაწარმოებში, სალამანდრების ომი, ჩაპეკი შავი იუმორით ხატავს თავისი დროის გეოპოლიტიკას და მასხრად იგდებს ნაციონალ-სოციალიზმს. ამის გამო ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის დაკავების პირველივე დღეებში გესტაპოს დაავალა ჩაპეკის დაპატიმრება, მაგრამ ამ პერიოდისთვის მწერალი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, ამიტომ მის ძმას, ჟოზეფს მოუწია საკონცენტრაციო ბანაკში სიცოცხლის დასრულება.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაპეკი დაიბადა მალე-სვატონიოვიცში, ბოჰემიაში. საშუალო განათლება მიიღო ქალაქ ჰრადეკ კრალოვეში, შემდეგ კი ბრნოში, სადაც ანტიავსტიულ წრეში გაერთიანდა. შემდეგში სწავლას აგრძელებს პრაღაში შარლის უნივერსიტეტში, ბერლინში ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში და ბოლოს პარიზში სორბონში. 1915 წელს დაიცვა დისერტაცია.
პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დემობილიზირებულია ჯარიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ომი მაინც დიდი გავლენას ახდენს მასზე და მის შემოქმედებაზე. 1917 წელს იგი არის გრაფ ლაზანსკის ვაჟის აღმზრდელი, შემდეგ კი ჟურნალისტად მუშაობს სხვადასხვა გაზეთებში.
1925–1933 წლებში ჩაპეკი ჩეხოსლოვაკიის პენ კლუბის პრეზიდენტია.
1935 წლის 16 აგვისტოს ცოლად მოჰყავს მსასხიობი ოლგა შეინპფლუგოვა, რომელსაც 1920 წლიდან იცნობს.
1939 წელს ნაცისტების მიერ სუდეტების ანექსიას მწერალი ძალიან განიცდის. მისი ჯანმრთელობა უარესდება და იმავე წლის 25 დეკემბერს პნევმონიით გარდაიცვლება პრაღაში. ჩაპეკის გვარი გესტაპოს დასაპატიმრებელი პიროვნებების სიაში მესამეა, მართალია ამისგან მწერალს ნაადრევი სიკვდილი იხსნის, მაგრამ მის მაგივრად ტრაგიკული ბედი მისავე ძმას ერგება წილად .
1924 წელს ჩაპეკმა გამოაქვეყნა სტატია რატომ არ ვარ კომუნისტი, სადაც ანტი-ტოტალიტარული შეხედულებები ჩამოაყალიბა, რის გამოც კომუნისტური რეჟიმი მას არ სწყალობდა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარელ ჩაპეკი იუმორით წერს ძალიან ბევრ თემაზე. მისი შემოქმედება ცნობილია არა მხოლოდ რეალობის ზუსტი აღწერით, არამედ ჩეხური ენის შესახებ კვლევებით. ლიტერატურის ისტორიაში ჩაპეკმა განავითარა სამეცნიერო ფანტასტიკა გაცილებით ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელი ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- 1 2 3 Encyclopædia Britannica
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- 1 2 http://web.archive.org/web/20170323034526/http://jeugdliteratuur.org/auteurs/karel-capek
- 1 2 NooSFere — 1999.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 4 5 6 7 Národní autority České republiky
- 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 3 Studenti pražských univerzit 1882–1945
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 3 4 5 6 abART
- 1 2 3 4 Česká divadelní encyklopedie
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 Regional Database of the Central Bohemian Research Library in Kladno
- 1 2 3 regional database of the Research Library in Hradec Králové
- 1 2 Чапек Карел // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ verschiedene Autoren Biographisches Lexikon zur Geschichte der böhmischen Länder — R. Oldenbourg Verlag, Collegium Carolinum, 2000.
- 1 2 Archiv hl. m. Prahy, Matrika zemřelých u Nejsvětějšího srdce Páně na Vinohradech, sign. SPVIN Z4, s. 175 — ტ. SPVIN Z4. — გვ. 175.
- ↑ Archiv hl. m. Prahy, Matrika zemřelých u sv. Petra a Pavla na Vyšehradě, sign. VYŠ Z8, s. 216 — ტ. VYŠ Z8. — გვ. 216.
- ↑ BillionGraves — 2011.
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 RKDartists
- ↑ https://www.degruyter.com/document/doi/10.1515/9783110536003-018/pdf
- ↑ https://hradec.rozhlas.cz/karel-capek-cestnym-obcanem-hradce-kralove-ve-meste-na-soutoku-labe-s-orlici-7908313
- ↑ https://karelcapek.cz/cs/aktuality/hradec-kralove-udelil-in-memoriam-cestne-obcanstvi-spisovateli-capkovi
- ↑ https://prazsky.denik.cz/zpravy_region/kratce-desitka-si-pripomina-karla-capka-udeli-mu-i-cestne-obcanstvi-20200109.html
- ↑ Aktuálně.cz — 2020.
- დაბადებული 9 იანვარი
- დაბადებული 1890
- გარდაცვლილი 25 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1938
- ჩეხი მწერლები
- ანტიფაშისტები
- მწერლები ანბანის მიხედვით
- XX საუკუნის ჩეხი მწერლები
- XX საუკუნის ჩეხი რომანისტები
- XX საუკუნის ჩეხი დრამატურგები
- ჩეხი ანტიფაშისტები
- ჩეხი ანტიკომუნისტები
- ჩეხი ესეისტები
- ჩეხი ჟურნალისტები
- ჩეხი ლიტერატურის კრიტიკოსები
- ჩეხი მამაკაცი დრამატურგები
- ჩეხი მამაკაცი რომანისტები
- ჩეხი ფოტოგრაფები
- ჩეხი პოლიტიკური მწერლები
- ჩეხი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- თეატრის კრიტიკოსები
- მოდერნისტული თეატრი
- მოდერნისტი მწერლები