სოციალური კლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამურაი და მისი მსახური


სოციალური კლასი - სოციალურ მეცნიერებებსა და პოლიტიკურ თეორიებში გამოყენებული კონცეფციების ერთობლიობა, რომელიც ემყარება სოციალური სტრატიფიკაციის მოდელებს. ეს მოდელები კი გვხვდება კლასის საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები ჯგუფდებიან იერარქიული სოციალური კატეგორიების ერთობლიობად, [1] ყველაზე გავრცელებულია ზემო, საშუალო და ქვედა კლასები.

„კლასი“ არის ანალიზის საგანი სოციოლოგებისთვის, პოლიტოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისა და სოციალური ისტორიკოსებისთვის. ამასთან, არ არსებობს კონსენსუსი „კლასის“ განმარტებასთან დაკავშირებით და ტერმინს ზოგჯერ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობის ფართო სპექტრი აქვს. ზოგი ამტკიცებს, რომ სოციალური მობილობის გამო, კლასობრივი საზღვრები არ არსებობს. ტერმინი "სოციალური კლასი", როგორც წესი, სინონიმია " სოციო-ეკონომიკური კლასისა" და განმარტებულია, როგორც "ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივე სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ან საგანმანათლებლო სტატუსი", მაგალითად: " მუშათა კლასი "; ”განვითარებადი პროფესიონალი კლასი”. [2] ამასთან, აკადემიკოსები განასხვავებენ სოციალურ კლასს და სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, მათგან პირველი ეხმიანება შედარებით სტაბილურ სოციოკულტურულ ფონს, ხოლო ეს უკანასკნელნი ეხმიანებიან სხვის ამჟამინდელ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს ტერმინი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცვალებადი ხდება. [3]

ზუსტი საზომი, თუ რა განსაზღვრავს საზოგადოებაში სოციალურ კლასს არ არსებობს და იგი დროთა განმავლობაში იცლვებოდა. კარლ მარქსის აზრით, "კლასი" განისაზღვრა ერთი ადამიანის ურთიერთმიმართებით წარმოების საშუალებებთან (წარმოებულის ურთიერთობები). თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში კლასები, მარტივი გაგებით არის პროლეტარიატი, ვინც მუშაობს, მაგრამ არ ფლობს წარმოების საშუალებებს და ბურჟუაზია, ისინი, ვინც ინვესტიციას ახორციელებენ და ცხოვრობენ პროლეტარიატის მიერ ჭარბად წარმოებული საშუალებებით. ეს ეწინააღმდეგება სოციოლოგ მაქს ვებერის მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ "კლასი" განპირობებულია ეკონომიკური პოზიციით, "სოციალური სტატუსისგან განსხვავებით, რომელიც განპირობებულია სოციალური პრესტიჟით და არა უბრალოდ წარმოების საშუალებით. [4] ტერმინი "კლასი" ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ლათინური classis-დან, რომელიც გამოყენებულ იქნა მოსახლეობის აღწერის დროს. აღმწერები მოქალაქეების სიმდიდრის კატეგორიებად დალაგების მიზნით და სამხედრო სამსახურის ვალდებულებების დასადგენად სწორედ კლასობრივ დანაწილებას იყენებდნენ. [5]

მე -18 საუკუნის ბოლოს, ტერმინმა ”კლასი” დაიწყო ისეთი კლასიფიკაციების ჩანაცვლებით, როგორიცაა ქონება, წოდება და დავალებები, როგორც საზოგადოების იერარქიულ დანაყოფებად ორგანიზების ძირითადი საშუალება. ეს ნიშნავდა ისეთი ზოგადი მნიშვნელობების შემცირებას, როგორიც იყო მემკვიდრეობითი მახასიათებლები. ამის ნაცვლად კი წინა პლანზე გადმოვიდა სიმდიდრე და შემოსავლიები, როგორც სოციალურ იერარქიაში პოზიციის ინდიკატორები. [6] [7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირმული დიდგვაროვნები და მსახურები

ისტორიულად, სოციალური კლასი და ქცევა კანონით იყო დადგენილი. მაგალითად, ზოგიერთ დროსა და ადგილზე ჩაცმის სტილი მკაცრად იყო რეგულირებული. დახვეწილი ჩაცმულობა მხოლოდ საზოგადოების მაღალი წოდებისა და არისტოკრატიისათვის იყო ნებადართული. სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ჩაცმულობა და სამკაულები, რომლებიც შესაფერისი კლასის პირს შეეძლო მოეხმარა მისი სოციალური წოდებიდან გამომდიანრე. ევროპაში ეს კანონები უფრო გავრცელებული იყო შუა საუკუნეების განმავლობაში. ამასთან, ეს კანონები მიდრეკილინი იყვნენ ცვლილებებისკენ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების გამო და ხშირ შემთხვევაში, ეს განსხვავებები თითქმის გაქრა. მაგალითად, პატრიციანისა და პლებეის შორის განსხვავება, რომელიც თითქმის სრულიად წაიშალა გვიანი რომის რესპუბლიკის პერიოდში.

ჟან-ჟაკ რუსოს დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციის პოლიტიკურ იდეალებზე, უთანასწორობისა და კლასებისადმი მისი შეხედულებების გამო. რუსომ დაინახა ადამიანები, როგორც "ბუნებრივად სუფთა და კარგი", რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებიდან ადამიანები უდანაშაულოებად აღიქმებოდნენ და ნებისმიერ ბოროტებას სწავლობდნენ. მათ არსებაში ბუნებრივად არ იყო ბოროტება და ისინი ამას მხოლოდ ხელოვნურად იღებდნენ შემდგომ ცხოვრებაში. მას სჯეროდა, რომ სოციალური პრობლემები წარმოიქმნება საზოგადოების განვითარებით და კაცობრიობის თანდაყოლილი სისუფთავის ჩახშობით. იგი ასევე თვლიდა, რომ კერძო საკუთრება არის საზოგადოებაში სოციალური კონფლიქტების მთავარი მიზეზი, რადგან კერძო საკუთრება ქმნის უთანასწორობას ქონების ღირებულების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორია წინასწარმეტყველებდა, რომ კერძო საკუთრების არ არსებობის პირობებში იქნებოდა ფართოდ გავრცელებული თანასწორობა, რუსო აღიარებდა, რომ ყოველთვის იქნება სოციალური უთანასწორობა, იმის გამო, თუ როგორ აღიქმება და მუშაობს საზოგადოება. [8]

მოგვიანებით განმანათლებლობის მოაზროვნეები უთანასწორობას თვლიდნენ როგორც მნიშვნელოვან და გადამწყვეტს საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. მათი აზრით, კერძო საკუთრება საბოლოოდ გამოიწვევს უთანასწორობას, რადგან კერძო რესურსები შეიძლება იყოს დაბინავებული და შენახული, მფლობელებმა კი ეს შეიძლება გამოიყენონ რესურსის დეფიციტით გამოწვეული სარგებელის მიღებისთვის. ამან შეიძლება შექმნას კონკურენცია კლასებს შორის, რასაც აღნიშნული მოაზროვნეების მხრიდან უთუო აუცილებლობად იქნა მიჩნეული. [8] ეს ასევე ქმნის კლასებს შორის განსხვავებას და ჰყოფს მათ ქვედა, ღარიბ და უფრო მაღალ, უფრო მდიდარ კლასებად.

თეორიული მოდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური კლასების განმარტებები ასახავს უამრავ სოციოლოგიურ პერსპექტივას, ინფორმაცია გაჯერებულია ანთროპოლოგიის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის მეცნიერების მიერ . ისტორიულად, ძირითადი პერსპექტივები მომდინარეობდა მარქსიზმიდან და სტრუქტურული ფუნქციონალიზმიდან. კლასის საერთო ფენის მოდელი საზოგადოებას ყოფს მუშათა კლასის, საშუალო დონის და ზედა კლასის უბრალო იერარქიაში. სწავლების შიგნით წარმოიქმნება განმარტებების ორი ფართო სკოლა: ის, რომლებიც შეესაბამება XX საუკუნის სოციოლოგიური ფენის კლასობრივ მოდელებს და ისინი, რომლებიც შეესაბამება XIX საუკუნის ისტორიული მატერიალისტურ ეკონომიკურ მოდელებს - მარქსისტებსა და ანარქისტებს. [9] [10] [11]

კიდევ ერთი განსხვავება სოციალური კლასის ანალიტიკურ კონცეფციებს შორის არის მარქსისტული და ვეებერიული ტრადიციები. ასევე უფრო ემპირიული ტრადიცია, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიდგომა, რომელიც აღნიშნავს შემოსავლის, განათლებისა და სიმდიდრის კორელაციას სოციალურ შედეგებთან, სოციალური სტრუქტურის განსაკუთრებული თეორიის გარეშე. [12]

მარქსისტული შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსისთვის კლასი წარმოადგენდა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობას. ობიექტურად, კლასი იზიარებს საერთო ურთიერთობას წარმოების საშუალებებთან. სუბიექტურად, წევრებს აუცილებლად ექნებათ გარკვეული აღქმა (" კლასობრივი ცნობიერება ") მათი მსგავსებისა და საერთო ინტერესის შესახებ. კლასობრივი ცნობიერება არ არის მხოლოდ საკუთარი კლასის ინტერესის გაცნობიერება, არამედ წარმოადგენს საერთო შეხედულებების ერთობლიობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ორგანიზდეს საზოგადოება ლეგალურად, კულტურულად, სოციალურად და პოლიტიკურად. ეს კლასობრივი ურთიერთობა ვითრდება დროთა განმავლობაში.

მარქსისტულ თეორიაში, კაპიტალისტური წარმოების რეჟიმის კლასობრივი სტრუქტურა ხასიათდება ორი ძირითადი კლასის კონფლიქტით: ბურჟუა, კაპიტალისტებით, რომლებიც წარმოების საშუალებებს ფლობენ. მეორე გაცილებით უფრო დიდი ჯგუფია პროლეტარიატი (ან „მშრომელი კლასი“), რომლებმაც უნდა გაყიდონ თავიანთი საკუთარი შრომითი ძალა ( სახელფასო შრომა). ეს არის მუშაობის და საკუთრების ფუნდამენტური ეკონომიკური სტრუქტურა, უთანასწორობის მდგომარეობა, რომელიც ნორმალიზდება და ხდება მისი კულტურული იდეოლოგიის რეპროდუქცია.

მარქსისტებისთვის, წარმოების პროცესში ყველა ადამიანს აქვს ცალკეული სოციალური ურთიერთობები და პრობლემები. ამასთან, ყველა ადამიანი იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად, რომლებსაც აქვთ მსგავსი ინტერესები და ფასეულობები, რომლებიც შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს სხვა ჯგუფისგან. კლასი განსაკუთრებულია იმით, რომ ეს არ ეხება ცალკეულ პირებს, არამედ კონკრეტულ როლს. [8]

ვეებერიანული შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქს ვებერმა ჩამოაყალიბა სტრატიფიკაციის სამ კომპონენტიანი თეორია, რომელიც სოციალურ კლასს ჰყოფს როგორც "კლასი", "სტატუსი" და "ძალა", მისი აზრით ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ვებერი თვლიდა, რომ კლასის პოზიცია განისაზღვრებოდა პირის ურთიერთობით წარმოების საშუალებებთან, ხოლო სტატუსი წარმოიშვა პატივისა და პრესტიჟის განსაზღვრით. [13]

ვებერი კლასს უყურებს, როგორც ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც აქვს საერთო, მათთვის ხელმისაწვდომი მიზნები და შესაძლებლობები. ეს ნიშნავს, რომ ის, რაც თითოეულ კლასს ერთმანეთისგან გამოჰყოფს არის მათი ღირებულება ბაზარზე, საკუთარი საქონლისა და მომსახურების მეშვეობით. ეს ქმნის კლასებს შორის დაყოფას მათ მიერ გატარებული აქტივების საშუალებით, როგორიცაა ქონება და კომპეტენცია. [8]

ვებერმა უამრავი კონცეფცია შეიმუშავა სოციალურ სტრატიფიკაციაზე დაყრდნობითა და მრავალი ქვეყნის სოციალური სტრუქტურის ანალიზით. მან მარქსის თეორიების საწინააღმდეგოდ, აღნიშნა რომ სტრატიფიკაცია ემყარებოდა უფრო მეტს, ვიდრე კაპიტალის საკუთრებაა. ვებერმა აღნიშნა, რომ არისტოკრატული საზოგადოების ზოგიერთ წევრს ეკონომიკური სიმდიდრე აკლია, თუმცა, შესაძლოა, მას ჰქონდეს პოლიტიკური ძალა. ანალოგიურად ევროპაში, მრავალ მდიდარ ებრაულ ოჯახს არ ჰქონდა პრესტიჟი და პატივი, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ "პარიჰა ჯგუფის" წევრებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grant, J. Andrew (2001). "class, definition of", რედ. Jones, R.J. Barry: Routledge Encyclopedia of International Political Economy: Entries A–F. Taylor & Francis, გვ. 161. ISBN 978-0-415-24350-6. 
  2. Princeton University. "Social class". WordNet Search 3.1. Retrieved on: 2012-01-25.
  3. Rubin, M., Denson, N., Kilpatrick, S., Matthews, K.E., Stehlik, T., & Zyngier, D. (2014). ""I am working-class": Subjective self-definition as a missing measure of social class and socioeconomic status in higher education research". Educational Researcher 43 (4): 196–200. .
  4. Weber, Max (1921/2015). "Classes, Stände, Parties" in Weber's Rationalism and Modern Society: New Translations on Politics, Bureaucracy and Social Stratification. Edited and Translated by Tony Waters and Dagmar Waters, pp. 37–58.
  5. Brown, D.F. (2009). "Social class and Status", რედ. Mey, Jacob: Concise Encyclopedia of Pragmatics. Elsevier, გვ. 952. ISBN 978-0-08-096297-9. 
  6. (2004) "Class, Social", რედ. Kuper, Adam: The social science encyclopedia. Taylor & Francis, გვ. 111. ISBN 978-0-415-32096-2. 
  7. (2003) "Class, social", Encyclopedia of community: from the village to the virtual world, Volume 1. SAGE, გვ. 189. ISBN 978-0-7619-2598-9. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 You May Ask Yourself, 5th Edition.  შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Conley, Dalton 2017" defined multiple times with different content; $2 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Conley, Dalton 2017" defined multiple times with different content; $2 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Conley, Dalton 2017" defined multiple times with different content; $2
  9. Serravallo, Vincent (2008). "Class", რედ. Parrillo, Vincent N.: Encyclopedia of social problems, Volume 1. SAGE, გვ. 131. ISBN 978-1-4129-4165-5. 
  10. Gilbert (1998). The American Class Structure. Wadsworth Publishing. ISBN 978-0-534-50520-2. 
  11. Williams (2005). Marriages, Families & Intimate Relationships. Pearson. ISBN 978-0-205-36674-3. 
  12. John Scott, Class: critical concepts (1996) Volume 2 P. 310
  13. Weber, Max (2015/1921). "Classes, Stände, Parties" in Weber's Rationalism and Modern Society, edited and translated by Tony Waters and Dagmar Waters, pp. 37–57.