სოციალური პროგრესივიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური პროგრესივიზმი ან უბრალოდ პროგრესივიზმი — პოლიტიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისი რომელიც ეფუძნება პროგრესის იდეას, რომელიც თავისმხრივ ამტკიცებს, რომ მეცნიერულ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ორგანიზებას სასისოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის საარსებო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრესივიზმმა პოპულარობა მოიპოვა განმანათლებლობის ეპოქაში, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ევროპა აჩვენებდა, რომ საზოგადოებას შეეძლო განვითარება და ველური მდგომარეობიდან ცივილიზებულად გარდაქმნა ემპირიული ცოდნის საფუძველზე.[1] პროგრესივიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ნორმები და მორალური ღირებულებები არ არის დადგენილი ისტორიის მიერ, არამედ ისინი უნდა გადამუშავდეს მეცნიერული ცოდნით და კრიტიკულად უნდა შევიმეცნოთ საზოგადოებისა და კულტურის გაგება ჩვენში. ეს მცნება ხშირად ასოცირდება ინტერნაციონალურ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომელიც ამ ხედვას ეფუძნება. ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებში, პროგრესივიზმის მიმდევრები სეკულარისტები არიან, რომელთაც მიაჩნიათ რომ მეცნიერება და სეკულარული ფისოლოსოფია საზოგადოებას აშორებს იმ ტრადიციულ მრწამს, რომელსაც უკვე აღარ გააჩნია რეალური ღირებულება.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დღევანდელობაში პროგრესივიზმმა ისტორიული მნიშვნელობისგან მკვეთრად აცდენილი მნიშვნელობა ეკონომიკურ ასპექტში მიიღო. დასავლურ კულტურაში ტერმინის მნიშვნელობა ჩამოყალიბდა სოციალური ცვლილებების გავლენით, რომლებიც განპირობებული იყო ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. პროგრესივიზმის თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იდეამ, რომ პროგრესს აფერხებდა ძლიერი ეკონომიკური უთანასწორობა, რის მიზეზადაც მინიმალურად რეგულირებადი ბაზარი და ჩაურეველი (laissez-faire) კაპიტალიზმი მოისაზრებოდა.[2] მიუხედავად პროგრესივიზმის იდეების ისტორიული განვითარებისა, რაშიც წვლილი კლასიკური ლიბერალიზმის დამცველმა ფილოსოფოსებმა შეიტანეს,[3] ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, პროგრესივიზმი ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიისა და სოციალ-ლიბერალიზმის ასპექტად და მათ ერთგვარ სინონიმადაც კი.[4][5] ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრესივიზმმა თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის სინონიმის მნიშვნელობა მიიღო, რომელიც სწორედ სოციალ-ლიბერალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის სინთეზს წარმოადგენს, რადგან მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ ბაზრის რეგულირების იდეას და კეთილდღეობის სახელმწიფოს, თუმცა ტიპური სოციალ-დემოკრატიისგან განსხვავებით ეკონომიკის განვითარებაში იმედს ამყარებს კერძო სექტორზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე, ნაცვლად შერეული ეკონომიკისა.[6][7][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harold Mah. Enlightenment Phantasies: Cultural Identity in France and Germany, 1750-1914. Cornell University. (2003). p157.
  2. Nugent, Walter (2010). Progressivism: A Very Short Introduction. Oxford University Press, გვ. 2. ISBN 9780195311068. 
  3. Joyce Appleby, Lynn Hunt, and Margaret Jacob, Telling the Truth about History (1995) p. 78
  4. Henning Meyer, Jonathan Rutherford. The Future of European Social Democracy: Building the Good Society. Palgrave Macmillan, 2012. P108.
  5. Alan Ryan. The Making of Modern Liberalism. P. 25.
  6. Hugo Helco, in The Great Society and the High Tide of Liberalism, "In (the 1970s) the American government began telling Americans what they could and could not do with regard to abortions, capital punishment, and bilingual education. The 1970s also brought new and more sweeping national regulations to deal with environmental challenges, consumer protection, workplace safety, gender discrimination, the rights of those with disabilities, and political spending.", p. 58, Sidney M. Milkis & Jerome M. Mileur, editors, University of Massachusetts Press, 2005, ISBN 978-1-55849-493-0
  7. The Center for American Progress, "The Progressive Intellectual Tradition in America," [1]"
  8. The New Republic. Naming Names. The New Republic.