შინაარსზე გადასვლა

ეროვნული განთავისუფლების საპატისტური არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკის ისტორია
მექსიკის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
მექსიკის კოლუმბამდელი ისტორია
აცტეკების დაპყრობა
კოლონიური პერიოდი
დამოუკიდებლობისათვის ომი
პირველი იმპერია
ტეხასის რევოლუცია
ამერიკა-მექსიკის ომი
რეფორმის ომი
მექსიკა-საფრანგეთის ომი
მეორე იმპერია
რევოლუცია
ტრაგიკული დეკადა
გვადალუპეს გეგმა
ვერაკრუსის ოკუპაცია
საპატისტური არმია
  •  •  

ეროვნული განთავისუფლების საპატისტური არმია (ესპ. Ejército Zapatista de Liberación Nacional, EZLN) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მექსიკაში.

მოძრაობის სახელწოდება მომდინარეობს გენერალ ემილიანო საპატას, მექსიკის რევოლუციის გმირის სახელისაგან. მოძრაობის სოციალური დასაყრდენი იყო ღარიბ-ღატაკი ინდიელი გლეხობა.

1994 წლის 1 იანვარს დაიწყო საპატისტების შეიარაღებული აჯანყება. მისმა რაზმებმა ერთი გასროლის გარეშე დაიკავეს ჩიაპასის შტატის 7 მუნიციპალიტეტის ცენტრი.

1995 წელს დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკება მექსიკის მთავრობასთან. ფედერალურმა მთავრობამ და საპატისტებმა ხელი მოაწერეს სან-ანდრესის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნდა შესწორებულიყო მექსიკის კონსტიტუცია და მას უნდა ეღიარებინა ინდიელების უფლებები და კულტურა. ასევე პირდებოდა ავტონომიას და თვითმმართველობას ინდიელთა თემებსა და დასახლებულ პუნქტებს. მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა ქაღალდზე, მექსიკის ახლნდელმა ხელისუფლებამ საერთოდ დაივიწყა მათი არსებობა.

1996 წლის 1 იანვარს ჩამოყალიბდა ეროვნული განთავისუფლების საპატისტური ფრონტი – საერთოეროვნული სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელმაც წინა პლანზე წამოსწია ის მოთხოვნები, რასაც საპატისტური არმია მოითხოვდა, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა ლეგალურად და იარაღის გარეშე.

მოძრაობის დროშა

1996-2005 წწ. საპატისტურმა ფრონტმა მოაწყო უამრავი ანტისამთავრობო აქცია, რომლის მიზანიც სან-ანდრესის ხელშეკრულების დაცვის მოთხოვნა იყო. ერთ-ერთი ასეთი აქცია იყო 2006 წელს 32 ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად დაწყებული საპატისტების საპროტესტო მსვლელობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]