ჰოსნი მუბარაქი
| ჰოსნი მუბარაქი | ||
| ეგვიპტის მე-4 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 14 ოქტომბერი 1981 – 11 თებერვალი 2011 | ||
| ვიცე-პრეზიდენტი | ომარ სულეიმანი | |
| წინამორბედი | ანვარ სადათი | |
| მემკვიდრე | ეგვიპტის შეიარაღებული ძალები | |
| დაბადებული | 4 მაისი, 1928 კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე | |
| რელიგია | ისლამი | |
| ხელმოწერა | ||
მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, (არაბ. محمد حسني مبارك;) უფრო გავრცელებული სახელი ჰოსნი მუბარაქი (არაბ. حسني مبارك; დ. 4 მაისი, 1928, კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე) — ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი 1981–2011 წლებში[1]. თანამდებობა დაიკავა პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მკვლელობის შემდეგ. იგი ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივად მმართველია მუჰამედ ალი ფაშას შემდეგ.
2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა.[2] ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა.[3] 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაშია დადანაშაულებული.[4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Egyptian Air Force - Air Marshal Hosni Mubarak
- European Parliament Resolution on Egypt's Human Rights Situation
- Egyptian government page
- Egypt After Mubarak
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ჰოსნი მუბარაქმა თანამდებობა დატოვა ახალი ამბების სააგენტო GHN
- ↑ ჰოსნი მუბარაქი გადადგა - საინფორმაციო სააგენტო Geonews.ge
- ↑ მუბარაქი გადადგა, ხელისუფლება სამხედროებს გადაეცა რადიო თავისუფლება
- ↑ “ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს“, palitratv.
| |||||||