შინაარსზე გადასვლა

ედმუნდ ბერკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედმუნდ ბერკი
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1729(1729-01-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი დუბლინი[10]
გარდ. თარიღი 9 ივლისი, 1797(1797-07-09)[2] [11] [3] [4] [5] [6] [7] [9] (68 წლის)
გარდ. ადგილი Beaconsfield[10]
მოქალაქეობა ირლანდიის სამეფო
საქმიანობა პოლიტიკოსი[1] , ფილოსოფოსი[1] [9] , მწერალი[1] [12] და პოლიტოლოგი[13]
მუშაობის ადგილი გლაზგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი
მეუღლე Jane Mary Nugent[14]
ხელმოწერა

ედმუნდ ბერკი (დ. 12 იანვარი, 1729[15] – გ. 9 ივლისი, 1797) — ანგლო-ირლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი და ფილოსოფოსი. დუბლინში დაბადებული ბერკი 1766-1794 წლებში იყო ბრიტანეთის პარლამენტის წევრი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ვიგების პარტიიდან.

ბერკი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების სათნოებისა და მორალის პრინციპებით წარმართვის მომხრე და ხაზს უსვამდა რელიგიური ინსტიტუტების მნიშვნელობას სახელმწიფოს მორალური სტაბილურობისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის.[16] ეს მოსაზრებები მან გამოაქვეყნა ნაშრომში A Vindication of Natural Society . მან გააკრიტიკა ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკა ამერიკული კოლონიების მიმართ, მათ შორის - მისი საგადასახადო პოლიტიკა. ბერკი ასევე მხარს უჭერდა კოლონისტების უფლებებს, წინააღმდეგობა გაეწიათ მეტროპოლიისთვის, თუმცა ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებლობის მიღწევის მცდელობას. ბერკის სახელი ასევე დაკავშირებულია მის მხარდაჭერასთან კათოლიკური ემანსიპაციისადმი, აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიიდან უორენ ჰასტინგსის იმპიჩმენტთან და საფრანგეთის რევოლუციის მიუღებლობასთან.

რეფლექსიებში საფრანგეთის რევოლუციაზე, ბურკი ამტკიცებდა, რომ რევოლუცია ანადგურებდა კარგი საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტრუქტურას, და გმობდა კათოლიკური ეკლესიის დევნას, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას მოყვა. მისმა პოზიციამ განაპირობა მისი ხელმძღვანელი პოზიცია ვიგების პარტიის კონსერვატიულ ფრაქციაში, რომელსაც მან უწოდა ძველი ვიგები, რათა განესხვავებინა საფრანგეთის რევოლუციისადმი კეთილგანწყობილი ახალი ვიგებისგან, რომლებსაც ჩარლზ ჯეიმზ ფოქსი ხელმძღვანელობდა.[17]

XIX საუკუნეში ბერკს პატივს სცემდნენ როგორც კონსერვატორები, ასევე ლიბერალები და მიიჩნევდნენ ლიბერალური კონსერვატიზმის დამდუძნებლად.[18] შემდგომში, XX საუკუნეში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ბერკი მიიჩნევა კონსერვატიზმის პოლიტიკური ფილოსოფიის ფუძემდებლად.[19][20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118517708 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Rodgers D., Barton L. Burke, Edmund // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T012423
  7. 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Бёрк Эдмунд — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Parkin C. W. Encyclopædia Britannica
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. Národní autority České republiky
  14. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  15. The exact year of his birth is the subject of a great deal of controversy; 1728, 1729, and 1730 have been proposed.
  16. Richard Bourke, Empire and Revolution: The Political Life of Edmund Burke (Princeton University Press, 2015), pp. 220–221, passim.
  17. Burke lived before the terms "conservative" and "liberal" were used to describe political ideologies, cf.
  18. (2009) Edmund Burke. Continuum, გვ. 93. ISBN 978-0826429780. 
  19. Andrew Heywood, Political Ideologies: An Introduction.
  20. F. P. Lock, Edmund Burke.