შინაარსზე გადასვლა

მარქსისტული ფემინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარქსისტული ფემინიზმიფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ქალთა ჩაგვრის საკითხს კლასობრივი უთანასწორობის ჭრილში განიხილავს და ამ პროცესებს მარქსისტულ თეორიაზე დაყრდნობით ხსნის. მარქსისტული ფემინიზმი ქალთა ჩაგვრის ახსნას კაპიტალისტური საზოგადოების შინაგანი ბუნებიდან ცდილობს. იგი ემიჯნება ბურჟუაზიულ ფემინიზმს. მარქსისტულ ფემინიზმის ფუძემდებლებად ითვლებიან კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ნაწარმოებში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ ფრიდრიხ ენგელსმა განიხილა ქალთა ჩაგვრის ისტორიული საფუძველი, გააკრიტიკა ოჯახის ინსტიტუტი და ეჭვქვეშ დააყენა ნუკლეარული ოჯახის მარადიული არსებობა, რომლის წარმოშობა კერძო საკუთრების გაჩენამ განაპირობა და მიზნად ისახავდა კაცის მიერ ქალის სექსუალობის კონტროლს, რადგან მემკვიდრეობა არ გადასულიყო სხვის ხელში. ამან ქალი მიაჯაჭვა ოჯახს. შრომის ამდაგვარი გადანაწილება კარგად ემსახურება ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, რადგან კერძო ანუ ოჯახის სფეროში ქალის აუნაზღაურებელი შრომის ხარჯზე ხდება კაპიტალის დაზოგვა, მუშახელის შენახვა და გამრავლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]