იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია))
იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპ. 自由民主党 ძიუ: მინსიუტო:), ლდპ — იაპონიის კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, უმსხვილესი ქვეყანაში. 1955 წელს დაარსებიდან პარტიას უმეტესწილად მმართველი პოზიცია ეჭირა. ამჟამად პარტია აკონტროლებს იაპონიის დიეტის ზედა პალატის 240 ადგილიდან 83-ს (მეორე ადგილი) და 47.8%-ს ქვედა პალატაში (პირველი ადგილი). 2006 წლის სექტემბერში პარტიამ ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა სინძო აბეს მეთაურობით. ერთ წელიწადში აბეს უეცარი გადადგომის შემდეგ მთავრობას ხელმძღვანელობდა იასუო ფუკუდა, რომელიც კაბინეტის არაპოპულარობის გამო 2008 წლის სექტემბერში გადადგა. პარტიის ახალ ლიდერად არჩეულ იქნა ტარო ასო.