კლასიკური ლიბერალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიკური ლიბერალიზმი — პოლიტიკური იდეოლოგია და ლიბერალიზმის მიმართულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას, წარმომადგენლობით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას; ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას.[1][2]

კლასიკური ლიბერალიზმი განვითარდა მე-19 საუკუნის ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიბერალიზმი აგებული იყო იდეებზე, რომლებიც უკვე განვითარებული იყო მე-18 საუკუნის მიწურულს, იგი მხარს უჭერდა კონკრეტული სახის საზოგადოებას, მთავრობას და საჯარო პოლიტიკას, სამრეწველო რევოლუციისა და ურბანიზაციის საპასუხოდ.[3] მნიშვნელოვანი ხალხი, რომელთა იდეებმაც წილი შეიტანა კლასიკური ლიბერალიზმის განვითარებაში, არიან: ჯონ ლოკი,[4] ჟან ბატისტ სეი, თომას რობერტ მალთუსი და დეივიდ რიკარდო. მის მიმართულებაზე გავლენა მოახდინა ადამ სმიტის ეკონომიკურმა შეხედულებებმა და ბუნებითი სამართლის ფილოსოფიამ,[5] უტილიტარიზმმა[6] და პროგრესმა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Modern Political Philosophy (1999), Richard Hudelson, pp. 37–38
  2. M. O. Dickerson et al., An Introduction to Government and Politics: A Conceptual Approach (2009) p. 129
  3. Hamowy, p. xxix
  4. Steven M. Dworetz, The Unvarnished Doctrine: Locke, Liberalism, and the American Revolution (1994)
  5. Joyce Appleby, Liberalism and Republicanism in the Historical Imagination (1992) p. 58
  6. Gerald F. Gaus and Chandran Kukathas, Handbook of Political Theory (2004) p. 422
  7. Hunt, p. 54