შინაარსზე გადასვლა

სალვადორ ალიენდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალვადორ ალიენდე გოსენსი
სალვადორ ალიენდე გოსენსი
სალვადორ ალიენდე 1970 წელს
ჩილეს დროშა ჩილეს 28-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1970 წლის 3 ნოემბერს – 1973 წლის 11 სექტემბერს
წინამორბედიედუარდო ფრეი მონტალვა
მემკვიდრეაუგუსტო პინოჩეტი

ჩილეს დროშა ჩილეს სენატის 56-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1966 წლის 27 დეკემბერი – 1969 წლის 15 მაისი
წინამორბედიტომას რეისეი
მემკვიდრეტომას პაბლო ელორზა

ჩილეს დროშა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1938 წლის 28 აგვისტო – 1942 წლის 2 აპრილი
პრეზიდენტიარტურო ალესანდრი პალმა და პედრო აგირე სერდა
წინამორბედიმიგაელ ეხტებარნე
მემკვიდრეედუარდო ესკუდერო

დაბადებული1908 წლის 26 ივნისი
სანტიაგო, ჩილე
გარდაცვლილი1973 წლის 11 სექტემბერი
სანტიაგო, ჩილე
ეროვნებაჩილელი
პოლიტიკური პარტიასახალხო ფრონტი
წოდებამისი აღმატებულება
პროფესიაექიმი
ხელმოწერა
საიტიfundacionsalvadorallende.cl

სალვადორ ალიენდე გოსენსი (ესპ. Salvador Allende Gossens; დ. 26 ივნისი, 1908[1][2][3] — გ. 11 სექტემბერი, 1973) — ჩილელი სოციალისტი, პოლიტიკოსი და ფიზიკოსი. ჩილეს პრეზიდენტი 1970-1973 წლებში და კოალიციური მთავრობის მეთაური. ალიენდე იყო ლათინური ამერიკის პირველი მარქსისტი პრეზიდენტი, რომელიც ლიბერალ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით მოვიდა ხელისფულებაში.

ალიენდე ჩილეში პოლიტიკოსად ორმოცდაოთხ წელზე მეტს მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მას ეკავა სენატორის, მინისტრის მოადგილისა და მინისტრის პოსტები. სოციალისტური პარტიის სახელით მონაწილეობა მიიღო 1952, 1958 და 1964 წლის არჩევნებში და ყოველჯერზე მარცხი განიცადა. 1970 წელს მან მოიგო სამკანდიდატიანი საპრეზიდენტო ბრძოლა. არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა. შესაბამისად, ჩილეს კონგრესის უმრავლესობამ მხარი ალიენდეს დაუჭირა.

პრეზიდენტობისას, ალიენდემ მოახდინა ადგილბრივი საწარმო-ინდუსტრიების ნაციონალიზაცია, განათლების სისტემის რეფორმირება და გააუმჯობესა მუშათა კლასის ცხოვრების ხარისხი. 1973 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წაქეზებითა და დახმარებით, ჩილეს სამხედროებმა ძალადობრივი გზით დაამხეს ალიენდეს ხელისუფლება. ალყაშემორტყმული საპრეზიდენტო სასახლიდან, ლა მონედან, ალიენდემ რადიოთი საბოლოოდ მიმართა ჩილელ ერს. იმავე დღესვე, ჩილეს საგამოძიებო სამსახურისა და საერთაშორისო ექსპერტების 2011 წლის ოფიციალური დასკვნის თანახმად, სალვადორ ალიენდემ თავი მოიკლა.

ალიენდეს გარდაცვალების შემდგომ, ძალაუფლება ხელთ იგდო სამხედრო საბჭომ (ხუნტამ), რომელმაც პრეზიდენტის პოსტი გენერალ აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტეს გადააბარა. ეს უკანასკნელი კი, ხელისუფლების სათავაში 1990 წლამდე დარჩა. სამხედრო საბჭომ დაშალა კონგრესი, შეაჩერა კონსტიტუცია და დაიწყო ოპონენტების მასობრივი დევნა. საბოლოოდ გაუჩინარებული და პინოჩეტის რეჟიმს შეწირული ხალხის რაოდენობამ 3,095 კაცს მიაღწია.

სალვადორ ალიენდე დაიბადა 1908 წლის 26 ივნისს სანტიაგოში. ის იყო სალვადორ ალიენდე კასტროსა და ლაურა გოსენს ურიბეს პირველი შვილი. ალიენდების ოჯახი ეკუთვნოდა ჩილეს საშუალო კლასს და ჰქონდა პროგესურ-ლიბერალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობის დიდი ისტორია. სალვადორ ალიენდეს ბაბუა იყო ფიზიკოსი, სოციალისტი რეფორმატორი და ჩილეში პირველი სეკულარული სკოლის დამაარსებელი. ალიენდეს წინაპრები წარმოადგენდნენ მე-16-20 საუკუნეებში ლათინო ამერიკაში ჩასულ კონკისდატორებს. ასევე ალიენდეს ჰქონდა ბელგიური წარმომომავლობა.

ალიენდე სწავლობდა სანტიაგოში მდებარე გენერალ ხოსე მიგაელ კარერას სახელობის უმაღლეს სასწავლებელში და მოგვიანებით ვალპარაისოში მდებარე ედუარდო დე ლა ბარას სახელობის ლიცეუმში. ახალგაზრდობისას მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა იტალიელმა ანარქისტმა, ფეხსაცმლის შემკეთებელმა ხოსე დე მარჩმა. ახალგაზრდა ალიენდე სპორტულ ცხოვრებასაც მისდევდა და იყო ევერტონ დე ვილა დე მარას სპორტული კლუბის წევრი. მოგვიანებით ალიენდემ ჩილეში წარმატებით დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას, ალიენდეზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გერმანელმა პათოლოგმა პროფესორმა, მაქს ვესტენჰოფერმა.

პოლიტიკური მოღვაწეობა 1970 წლამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალიენდეს დაბადების მოწმობა.

1933 წელს, ვალპარაისოში ალიენდემ მონაწილეობა მიიღო ჩილეს სოციალისტური პარტიის დარსებაში და გახდა ამ უკანასკნელის თავმჯდომარე. ამავე წელს, ალიენდე დაქორწინდა ორტესია ბუსზე და მასთან სამი შვილი ეყოლა. სალვადორ ალიენდე იყო ასევე თავისუფალი მასონური ორგანიზაციის მეოთხე ლოჟის, პროგრესოს წევრი ვალპარაისოში. 1933 წელს მან გამოაქვეყნა სადოქტორო ნაშრომი „დანაშაული და მენტალური ჰიგიენა“, სადაც გააკრიტიკა ცეზარე ლობროსოს მსოფლმხედველობა.

1938 წელს, ალიენდეს დაევალა პარტია „სახალხო ფრონტის“ კანდიდატის, პედრო აგირე სერდას წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზება. შესაბამისად, „სახალხო ფრონტის“ წინასაარჩევნო სლოგანი გახდა - „პური, თავშესაფარი, მუშაობა!“. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის გახდა რადიკალების მიერ მართული, რეფორმისტული „სახალხო ფრონტის“ ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი. თანამდებობაზე ყოფნის დროს, ალიენდემ გაატარა მთელი რიგი სოციალური რეფორმები, მათ შორის; შრომის უსაფრთხოების კანონი - ქარხნებში მუშების დასაცავად, ქვრივებისთვის მაღალი პენსიისა და სოციალური ჯანდაცვის და მოსწავლეებისთვის უფასო სადილების პროგრაები.

მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე, ალიენდემა გაანთავისუფლა 1937 წელს მოგებული ვალპარაისოს წარმომადგენლის ადგილი კონგრესში. ნაცისტურ გერმანიაში კრისტალნახტის შემდეგ, სალვადორ ალიენდემ ადოლფ ჰიტლერს ტელეგრაფით მიმართა და მოსთხოვა ებრალების უფლებების დაცვა. 1941 წელს, პრეზიდენტ აგირე სერდას გარდაცვალების შემდეგ, იგი თავიდან აირჩიეს მინისტრად. ამავე პერიოდში პარტია „სახალხო ფრონტმა“ სახელი შეიცვალა და დაირქვა „დემოკრატიული ალიანსი“.

1945-69 წლებში, ალიენდე გახდა ჩილეს რამდენიმე პროვინციის სენატორი. 1966 წელს, ის გახდა ჩილეს სენატის პრეზიდენტი. 50-იანებში, სალვადორ ალიენდემ წარადგინა ჩილეს ნაციონალური ჯანდაცვის სერვისი, ამერიკის ტერიტორიაზე პირველი გარანტირებული, უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის მქონე პროგრამა.

რადგან ალიენდემ არჩევნებში სამჯერ იყარა კენჭი (1952-ში, 1958-ში და 1964-ში) და სამჯერვე წააგო, მოგვიანებით იხუმრა, რომ „აქ განისვენებს ჩილეს მომავალი პრეზიდენტი“ თავისი ეპიტაფია იქნებოდა. 1952 წელს, „სახალხო ფრონტის“ კანდიდატობით კენჭისყრისას, ალიენდემ დააგროვა ხმების 5,4%, 1958 წელს კი 28,5%.

დეკლასიფიცირებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგანტომ, 1962-64 წლებში, ალიენდეს ოპონენტის, ედუარდო ფრეის საპრეზიდენტო კამპანიაში 2,6 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო ალიენდეს საწინააღმდეგო პროპაგანდაში კი 3 მილიონი. სადაზვერვო სააგანეტომ ედუარდო ფრეის არჩევნებში გამარჯვება საკუთარ წარმატებათ მიიჩნია. მათ განაცხადეს რომ ედუარდო ფრეისათვის გადამწყვეტი მნიშნველობა ჰქონდა ფინსასურ დახმარებასა და ალიენდეს საწინააღმდეგო პროპაგანდას. ასევე მათ მიაჩნდათ, რომ ფრეი, შეერთებული შტატების დახმარების გარეშე განწირული იყო არჩევნებში წაგებისათვის. შესაბამისად ალიენდემ 1964 წელს კიდევ ერთხელ წააგო არჩევნები. ამჯერად ალიენდემ დააგროვა ხმების 38,6%, ხოლო „ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატმა ედუარდო ფრეიმ 55,6%. როგორც კი გაირკვა, რომ საარჩევნო ბიულეტინებზე მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩებოდა, ყოფილმა მესამე კანდიდატმა, რადიკალმა ჯულიო დურანმა, ფრეი ალიენდესთან შედარებით ნაკლებად ბოროტად შეაფასა.

ალიენდეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩილეს კომუნისტურ პარტიასთან. არჩევნებში მეოთხეჯერ კენჭისყრისას, კომუნისტურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატის პაბლო ნერუდას ნაცვლად, ალიენდეს დაუჭირა მხარი.

ალიენდეს გაპრეზიდენტების შემდეგ, კომუნისტებმა მიუხედავად იმისა რომ, არ იზიარებდნენ სოციალისტების მსოფლმხედველობას და ჰქონდათ საკამათო საკითხებიც, ახალ მთავრობაში ადგილები მიიღეს.

ალიენდეს მხარდამჭერები. 1964 წელი.

ალიენდემ 1970 წელს არჩევნები მოიგო როგორც პარტია „სახალხო გაერთიანების“ (ყოფილი "სახალხო ფრონტი") კანდიდატმა. 1970 წლის 4 სექტემბერის არჩევნებისას, ალიენდემ დააგროვა ხმების 36,2%, მეორე კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ხორხე ალისანდრიმ 34,9% ხოლო მესამე „ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატმა, რადომირო ტომიკმა 27,8%. ჩილეს მაშინდელი კონსტიტუციის თანახმად, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებდა ხმების საკმარის რაოდენობას გაასმარჯვებლად, კონგრესი აირჩევდა ორი ყველაზე ბევრი ხმის მქონე კანდიდატს შორის პრეზიდენტს. შესაბამისად კონგრესმა გამარჯვება ალიენდეს არგუნა. აღსანიშნავია, რომ ხორხე ალისანდრიმ, ყოფილმა პრეზიდენტმა, 1958 წელს არჩევნები 31,6%-ით მოუგო ალიენდეს.

ერთი თვის შემდეგ, 20 ოქტომბერს, სანამ მიმდინარებოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები „სახალხო გაერთიანებასა“ და „ქრისტიან დემოკრატებს“ შორის სენატში, გენერალ რობერტო ვიაუქსის დაჯგუფებამ სასიკვდილოდ დაჭრა ჩილეს არმიის მთავარი გენერალი, რენე შნეიდერი. შნეიდერი სამი დღის შემდეგ, 23 ოქტომბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. შნეიდერი ცნობილი იყო როგორც კონსტიტუციის დამცველი, ეწინააღმდეგებოდა სამხედრო პირების ყოველგვარ ჩარევას პოლიტიკაში და მიიჩნევდა, რომ არმიის საქმე მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. შნეიდერის გარდაცვლებიდან ერთი თვის თავზე, ვიაუქსის დაჯგუფებამ მიიღო 35,000 დოლარის ჩეკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსაგან. მოგვიანებით სააგენტომ განაცხადა, რომ მათ შნიეიდერის მხოლოდ დატყვევება სურდათ და არა მისი სიკვდილი.

ოფიციალურად, ალიენდე პრეზიდენტი 1970 წლის 3 ნოემბერს გახდა, მას შემდეგ რაც ხელი მოაწერა „ქრისტიან დემოკრატების“ მიერ შეთავაზებულ კონსტიტუციური გარანტიების დოკუმენტს.

პრეზიდენტობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტი ალიენდე.

გაპრეზიდენტების შემდეგ, ალიენდემ დანერგა პროგრამა „ჩილეს გზა სოციალიზმამდე“, რომელიც მოიცავდა დიდი უცხოური და შინაური ინდუსტრიების ნაციონალიზაციას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმირებას, ასევე პროგრამა „უფასო რძე სკოლაში“ ბავშვებისათვის. ალიენდემ გააფართოვა მისი წინამორბედის, ედუარდო ფრეის მიერ დაწყებული რედისტრიბუციის პროცესი. ალიენდემ ასევე გააუმჯობესა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა ჩილეს უღარიბესი მოსახლეობისათვის. მან გაზარდა სამუშაო ადგილები ნაციონალიზებულ ქარხნებსა და კომპანიებში.

1970 წლის ნოემბერში, სკოლაში შევიდა 3,000 ბავშვი, (ვისაც აქამდე არ შესწევდა ამის სახსრები) დაინერგა მაღალი პენსიებისა და გრანტების პროგრამა, დაიგეგმა და ჩაეშვა 120, 000 ათასი რეზიდენციული საცხოვრებლის მშენებლობის პროგრამა, გამკაცრდა შრომის უსაფრთხოების კანონი, შემცირდა ელექტროენერგიის გადასახადი, გამოსწორდა დიპლომატიური ურთიერთობები კუბასთან, ამნესტიის შედეგად გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამავე წლის დეკემბერში დარეგულირდა პურის ფასები, 55, 000 მოხალისე გაგზავნილი იქნა ქვეყნის სამხრეთში წერა-კითხვის გასავრცელებლად, შეიქმნა დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პროტოკოლი, რომელსაც ხელი მოეწერა „მუშათა გაერთიანებასთან“ ერთად. დაწესდა ერთიანი სახელფასო მინიმუმი მუშათა კლასისთვის, დაინერგა „უფასო რძის პროგრამა“ ექთნებსა და 7-14 წლამდე ბავშვებში, სკოლებში გაიხსნა უფასო სასადილოები და მუშათა კლასის სასარგებლოდ, თავიდან აშენდა სანტიაგოს სადგური, რომელიც პირველი სწორედ მათ დასახლებას ემსახურებოდა. მუშები სარგებლობდნენ სოციალური უზრუნველოყოფის, გაფართოებული საჯარო სამსახურების და ხელფასების მოდიფიკაციის პროგრამებით. საშუალო კლასი კი სარგებლობდა გადასახადების ელიმინაციით. ასევე მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილასათვის დაინერგა უფასო საკვების პროგრამა. რაიონებსა და სოფლებში კი გაიხსნა სპეციალური საბჭოები რათა მოებილიზებინათ აგრარული ფერმერები და მუშები.

1971 წელს, ინფლაციის დონე 36.1%-იდან დაეცა 22,15-ზე. ლურჯსაყელოიანი მუშათა კლასისათვის (ლურჯსაყელოინ მუშებში იგულისხმება პროფესიები, რომლებიც მოიცავენ ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო თეთრსაყელოიანებში მოისაზრება ნებისმიერი პროფესიის ადამიანები რომელებიც არ იტვირთვებიან ფიზიკურად) სახელფასო მინიმუმის წყალობით, 56%-ით გაიზარდა ხელფასი, ხოლო თეთრსაყელოიანებისატვის 23%-ით. 1970-71 წლებში განსხვავება ამ ორი ჯგუფის ხელფასებს შორის 49%-იდან 35%-მდე შემცირდა. 1970-71 წლებში ასევე გაიზარდა მშპ 65-ით და 27% შეადგინა. ამ ორ წელიწადში საჯარო სექტორმა გააორმაგა სახლების მშენებლობის პროცესი და თუ 1970 წელს 24,000 სახლი აშენდა, 1971 წელს ჩაეშვა 76,000 სახლის მშენებლობის გეგმა. საბოლოოდ 1971 წელს 89,000 სახლი აშენდა. ალიენდეს პრეზიდენტობის პერიოდში კი წლიურად საშუალოდ 52,000 სახლი იგებოდა. ასევე ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად, 1971 წელს ალიენდემ შექმნა ქალების სამდივნო.

სალვადორ ალიენდეს გატეხილი სათვალე. აღმოჩენილ იქნა 1973 წლის 11 სექტემბერს დაბომბილ საპრეზიდენტო სასახლეში.

სანამ სამხედროები ხელში ჩაიგდებდნენ საპრეზიდენტო სასახლეს, ლა მონედას, სალვადორ ალიენდემ რადიოს მეშვეობით საბოლოოდ მიმართა ჩილელ ერს. მან ისაუბრა თავისი ქვეყნის წარსულზე, ჩილესა და ჩილელებისადმი საკუთარ სიყვარულზე და ჩილეს მომავალზე. ალეინდემ უარი თქვა სასახლის უსაფრთხოდ დატოვებაზე.

რამდენიმე საათის შემდეგ, გენერალ პინოჩეტის სამხედროებმა გამოცხადეს რომ ალიენდემ თავი მოიკლა. ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ალიენდემ თავი მოიკლა ფიდელ კასტროს მიერ ნაჩუქარი AK-47-ით. ოფიციალური დასკვნებისა და პინოჩეტის რეჟიმის წარმომადგენლების თანახმად, ის მკვდარი იპოვეს ზემოთაღნიშნული ავტომატით.

ორტესია ბუსი და სალვადორ ალიენდე.

სალვადორ ალიენდეს საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ოჯახის წევრები არიან: შვილი - იზაბელ ალიენდი ბუსი და მამიდაშვილი იზაბელ ალიენდე ლიონა.


  1. სალვადორ ალიენდე დასფლავებულია სანტიაგოს მთავარ სასაფლაოზე.
  2. ნაკარაგუაში მანაგუას პორტს ალიენდეს პატივსაცემად ალიენდეს პორტი დაარქვეს.
  3. ალიენდეს გატეხილი სათვალე ინახება ჩილეს ეროვნულ მუზეუმში.
  4. კანადაში, ტორონტოში ერთ-ერთ ქუჩას ალიენდეს სახელი უწოდეს.
  5. ინგლისში, ესექსში გამზირს ალიენდეს ხსნოვნის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს.
  6. საფრანგეთში, პარიზში, ერთ-ერთი ქუჩაც ალიენდეს სახელს ატარებს.
  7. ესპანეთში, ბარსელონაში ერთ ქუჩას პლაზა დე ალიენდე უწოდეს.
  8. გერმანიაში, ბერლინში ერთ-ერთ ხიდი ალიენდეს სახელწოდებისაა.
  9. ბუდაპეშტშსა და იტალიაში არსებობს მისი სახელობის პარკი.
  10. უნგრეთში ერთ-ერთ ქუჩას ალიენდეს სახელი უწოდეს.
  11. სანტიაგოში, საპრეზიდენტო სასახლის, ლა მონედას წინ, დგას მისი ქანდაკება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hermes H. Benítez & Juan Gonzalo Rocha. Los verdaderos nombres de Allende es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-12-16.
  2. La senadora Allende se equivoca sobre el nacimiento de su padre es. El Mostrador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-18. ციტირების თარიღი: 2016-12-16.
  3. Profile: Salvador Allende, BBC News